Category: არქივი

  • “წასულია ჩემი საქმე.კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა არ ამცდება“–ირაკლი ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი მისი საქმის ახალ მოწმეზე ფეისბუქ სტატუსში წერს. ოქრუაშვილის განცხადებით მის საქმეში ახალი მოწმე მიხეილ ქარელია:

    „წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ,,ერთადერთ’’ ..ნამდვილ’’ და ..პირდაპირ მოწმეს’’ ადრე თუ გვიან , მაინც იპოვიდა , რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

    Be hold!!!
    აი ისიც- მიშა ქარელი.
    ერთ -ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

    ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:
    ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

    ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.
    2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

    საქართველოს პროკურატურავ,
    პლანს რომ ეწოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით.“– წერს ფეისბუქზე ირაკლი ოქრუაშვილი. 

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წის 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა ბუტა რობაქიძის საქმეზე. 

    „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ.“

    ბრალის წაყენების მომენტისთვის ოქრუაშვილი უკვე დაპატიმრებული იყო. ის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებშის გამო დააკავეს და ბრალად წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძვანელობა და მასში მონაწილეობა.

  • თბილისის აეროპორტში და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

    თბილისის აეროპორტში და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

    „საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

    საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 17,067.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვინ არის „სპარში“ დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა

    გუშინ საღამოს ლუბლიანას ქუჩაზე “სპარში“ დაჭრილი თანამშრომელი 24 წლის ბადრი კურატაშვილია.

    უცნობმა პირმა მას ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

    პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, ეს უკვე სპარის თანამშრომლის  დაჭრის მეორე შემთხვევაა.  პირველი შემთხვევა 30 დეკემბერს კოსტავას გამზირზე მოხდა. 20 წლის ბიჭი 22 იანვარს  მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 106-ს მიაღწია

    ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სი-ენ-ენი” ავრცელებს.

    ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჩინეტის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 4577 შემთხვევა დაფიქსირდა.  

    ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა გერმანიაში.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 იანვარს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    „სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის, მებაღეობის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII და VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის, გაზის დასახლების, მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, ლესელიძის, ბაბილოძის, გლდანულას, ინგუშეთის, ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, სამხარაძის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყეკულტურის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, კახეთის გზატკეცილის, მეტრო 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ცუცხვათის, ძევერის, ძეგლევის, თელავის, კახეთის, შორაპნის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, ლასხიშვილის, შირაქის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ზინდისის, გარეკახეთის, დოესის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ხვედელიანის და ჩაჩუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, სარაჯიშვილის, 8 მარტის, ცხემის, ლაღიძის, კაკაბაძეების, მიტროფანე ლაღიძის, ძმები ზუბალაშვილების და ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

  • რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

    რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ჯერ-ჯერობით უცნობია მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ თვითმკვლელობა.

  • თბილისში სპარის თანამშრომელი დაჭრეს

    თბილისში სპარის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა  ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ სპარის მაღაზიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    სპარის თანამშრომელი 1 თვის წინ კოსტავას ქუჩაზეც დაჭრეს. დაჭრილი თანამშრომელი 21 იანვარს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

  • ,,ჩვენ გავუძლებთ უბედურებას”- ვუჰანში მცხოვრებლები ერთმანეთს აივნებიდან ამხნევებენ (ვიდეო)

    ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ადგილობრივები ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ. ,,Jiayou” – სკანდირებენ ისინი საკუთარი აივნებიდან, რაც ჩინურად ნიშნავს ,,შენ ამას შეძლებ”.  

    თანამოქალაქეები ერთმანეთს ამხნევებენ და მოუწოდებენ, რომ გამაგრდნენ. ,,უბედურების მიუხედავად გადავრჩებით”- ისმის შეძახილები მაღალსართულიანი კორპუსებიდან. 

    ჩინეთის ქალაქი ვუჰანი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ვირუსის შედეგად ამ დროისთვის 81 ადამიანია გარდაცვილი, 3000-მდე კი ინფიცირებული. 

    ვიდეოს ,,New China TV” ავრცელებს

  • გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

    ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

    თვითმხილველების ინფორმაციით,  სამი ადამიანი დაშავდა.  ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

    უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან დღეს საღამოს  პოსტივის ეთერში განაცხადა. იზორია ამბობს, რომ ეს საკითხი დეკემბერში გადაწყდა. გერმანიაში ჩასვლას კი თებერვალში აპირებს. იზორია ამბობს, რომ ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა, რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული: . მისივე თქმით, ეს ცვლილება დეკემბრის თვეში გადაწყდა. იზორიას განცხადებით, იგი თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას:

    “მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლებაზე”.

    იზორია ინტერვიუსას ჰყვება, რომ მას ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული:

    “იქ  მივიღე განათლება, მაგისტრატურა, რის საფუძველზეც დავიცავი დისერტაცია, ასევე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინსტიტუტში, როგორც თანაშემწეს”.– ამბობს იზორია. 

    ლევან იზორიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა სექტემბერში დაიკავა, მანამდე 2016 წლიდან თავდაცვის მინისტრად მუშაობდა. მან ამ პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალა.