Category: არქივი

  • გიორგი გახარიას წერილს კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის

    სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინა შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

    წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის და პროტესტის ჩახშობის გამო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

    “გწერთ, რათა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ. ბოლო 29 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის ჩასახვა, ეკონომიკის ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრად გაუმჯობესება. ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ საქართველოს ერთგულება რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითი იყო.2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ორივე ვაკვირდებოდით და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე საქართველოში დემოკრატიის ამ მთავარი პრინციპების დაცვამ. უკვე ათწლეულებია, აშშ საქართველოს განვითარების მოწადინებული მხარდამჭერია.

    თუმცა, ჩვენ უფრო და უფრო გვაშფოთებს უკანასკნელი პერიოდის მოვლენები, რაც ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს. აქ ორი ყველაზე კრიტიკული საკითხია: დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა. ჩვენ ვხვდებით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას იმისთვის, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ შემდგარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი და ამავდროულად მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, აშკარა ნიშანია, რომ ამ ჩაგდების გამო უკმაყოფილებაა. მთავრობის მიერ პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

    გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.

    და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით – მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ, როგორც აღნიშნა ეუთო-მ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

    ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

    დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს”-წერია წერილში.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის , ანდრია აფაქიძის , სულხან ცინცაძის, მერაბ ალექსიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “ჩვენი წილი სიმართლის მოსმენა არ სურთ“–პანკისები ახალგაზრდები მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად

    პანკისელმა ახალგაზრდებმა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მანიფესტი მოამზადეს. როგორც მანიფესტშია აღნიშნული, პანკისელები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სახელით, მუდმივი მორალური და ფიზიკური რეპრესიების ქვეშ იმყოფებიან.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივ ბრძოლას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენის საკითხში.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს ,რომ პანკისის ხეობის მიმართ დანაშაულებრივი სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება დაიწყო შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში და ყოველი შემდგომი ხელისუფლება საკუთარი ინტერპრეტაციებით აგრძელებს ამ გზას. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პანკისელი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და ჩვენ, პანკისელები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ვიმყოფებით მუდმივი მორალური და ფიზიკური რეპრესიების ქვეშ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სახელით.

    ჩვენ კოლექტიურად წართმეული გვაქვს საკუთარი სიმართლის დადგენის ან საზოგადოებისთვის მისი გაზიარების შესაძლებლობა. თითქოს, უკვე მივეჩვიეთ კიდეც იმ გარემოებას, რომ პანკისთან დაკავშირებულ საქმეებზე ხეობაში ერთი სიმართლეა , ხოლო ტელევიზიებით სხვა სიმართლეს ვისმენთ და თითქმის დავიჯერეთ ისიც რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება არის არ ვისაუბროთ ჩვენს წილ სიმართლეზე. ვახა მაჩალიკაშვილი, უკიდურესად გამწარებული მამა, აღმოჩნდა პირველი პანკისელი , რომელიც წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ გზას დაადგა და გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოში, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად ყველა სხვა გარემოებისა, აქვს უფლება საკუთარი წილი სიმართლე გაუზიაროს პანკისს მიღმა თანამოქალაქეებს და სამართლებრივი გზით იბრძოლოს სამართლიანობის მისაღწევად.

    ვახა მაჩალიკაშვილი არის ის პანკისელი, რომელიც საკუთარი მხრებით ატარებს არა მხოლოდ თემირლანის, არამედ ყველა ჩვენთაგანის უთქმელ სიმართლესაც. სისტემა პანკისელ ვახას ძალადობრივი ენით ელაპარაკება, რადგან მას არ აქვს სხვა გამოცდილება ჩვენთან სასაუბროდ. სისტემა ბრაზობს ჩვენზე და ბრალს გვდებს იმის გამო რომ ხმა ამოვიღეთ. სისტემა ძველებურად ცდილობს ჩაახშოს ჩვენი ხმა და ყველაზე მინიმალურს, სასამართლოში დავის საშუალებასაც არ გვაძლევს ჩვენსავე სახელმწიფოში და მიგვითითებს სტრასბურგზე. სამაგიეროდ, ტელე ეკრანებიდან უწყობს სასამართლოს ყველა პანკისელს და ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას გვართმევს იმ სივრცეში , სადაც ჩვენზე მსჯელობენ და განგვიხილავენ.

    ობიექტური სასამართლოს მიღმა, ჩვენი წილი სიმართლის მოსმენა არ სურს არც პარლამენტარების უმრავლესობას და მიგვანიშნებენ რომ ახლა ჩვენი დრო არ არის , რომ გავჩუმდეთ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სასოწარკვეთილი მდგომარეობა არის არა მხოლოდ ამ ოჯახის და პანკისის ხეობის ტრაგედია, არამედ ეს შემთხვევა ცხადყოფს იმ ხელისუფლების თუ სისტემის ბუნებას რომელიც მართავს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვჯერა რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებით ვერ დამთავრდება ეს საქმე .

    გვჯერა, რომ ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებთან ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას,მივაღწევთ სამართალს და შევქმნით ისეთ გარემოს სადაც ყველა ჩვენთაგანის ღირსება თანასწორად დაცული იქნება კანონის და სამართლის წინაშე. ჩვენ გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებთ თემირლანის ოჯახს და ყველა ჩვენს თანამებრძოლს სამართლიანობისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

    მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის ამ შედეგს ელოდა და ბრძოლას აგრძელებს. მაჩალიკაშვილს სურს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

    თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძინებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

  • “აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! ” – უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო

    “როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!” – ეს სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების კენჭისყრამდე წარმოსთქვა.

    სტრასგბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზამთრის სესიაზე პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

    გადაწყვეტილებას მხარი 96-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმეგ 44 წავიდა.

    რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა.

  • ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა

    ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რასაც დღევანდელი კენჭისყრის შედეგები მოწმობს.

    გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 621-მა ევროდეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 13-მა.

    ყველა ოფიციალური ფინალური შეთანხმების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, რაც 31 იანვარს უნდა მოხდეს. თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არაფერი შეიცვლება.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონიმა ბრექსითის კანონს ხელი მოაწერა

    დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს – დედოფალმა „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

  • როგორ აფასებს სერგეი გავრილოვი ზურაბიშვილის გამოსვლას და გეგმავს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას

    საქართველო მზად არის რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის „საპარლამენტო გაზეთი“ ავრცელებს.

    გავრილოვის თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, თუ მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები „სიმართლე აღმოჩნდა“.

    გავრილოვი „სერიოზულ სიგნალს“ უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის „კანონის გვერდის ავლით“ მიღებასთან დაკავშირებით.

    „აშკარაა, რომ საქართველო რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობისთვის. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების წლისთავზე. ჩვენ მზად ვართ პატივი ვცეთ დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულებს საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალნაციონალური და კეთილშობილი რესპუბლიკა“, – აღნიშნა გავრვილოვმა.

    14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალია დაგეგმილი, რომელზეც წესით უნდა დაესწრონ სხვადსხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატები.

  • ამერიკის ახალი ელჩი უკვე საქართველოშია

    ამერიკის ახალი ელჩი, კელი დეგნანი უკვე თბილისშია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს:

    “ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
    მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას.“ – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

  • “ვოლსკი ხარ თუ ვინ ნაძირალა, დედა გეტირებათ სულ მალე, ამას მე გპირდებით” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ჩემი ბრძოლა დღეიდან იწყება, აქამდე თურმე არ მიბრძოლია”, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “2020NEWS”-ის პრესკლუბში განაცხადა.

    მაჩალიკაშვილის თქმი,  ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ აღიარა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თემირლანს ტერორიზმთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.

    შვილმოკლული მამა ქართულ საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს, რათა გაერთიანდნენ და “ქართული ოცნების” დასრულებას ხელი შეუწყონ.

    “დამიდეგით გვერდით, მომეცით ძალა და ენერგია, რომ შევეჭიდო ამ სიმახინჯეს, რასაც “ქართული ოცნება” ჰქვია”, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

    შეგახსენებთ, 28 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. 

    ” მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან”- ვოლსკი

  • ბათუმში ორ ჩინელ მოგზაურს გრიპის ვირუსის სიმპტომები აღენიშნება

    ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს  გრიპის სიმპტომები დაუფიქსირდა. ორივე მათგანს ექიმები აკვირდებიან.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ჩინელ ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, თუმცა მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

    ტურისტებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ, რომელიც დაადგენს აღენიშნებათ თუ არა მათ კორონავირუსი.

    „გუშინ ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს პაციენტები, დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

  • სიხარული მნებავს ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე – გახარია შეკითხვაზე: „წერილი თუ სიხარული?“

    რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის რიტორიკულ შეკითხვას: „წერილი უნდა თუ სიხარული?“

    გახარია კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ მწვავე კითხვას პასუხი გასცეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

    „როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“, – აღნიშნა გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე კომენტირებისას.