Category: არქივი

  • ეს ხალხი გამოგზავნილია გია ვოლსკის მიერ- გვარამია თავდამსხმელებზე

    ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მასზე თავდამსხმელები გია ვოლსკის შტაბის წევრები არიან.

    ,,აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ. ამას გარდა, ის პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირია და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე. მე მოვითხოვ, დაიკითხოს ვოლსკი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მასზე როგორც დამკვეთზე პოლიტიკური ანგარიშსწორების და მან დატოვოს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი”,- ამბობს გვარამია.

    მისივე თქმით, ხელისუფლებამ მასზე თავდასხმისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს- ან ვოლსკის მიერ მანდატის დატოვების, ან თავდამსხმელების არდასჯის სახით.

    გუშინ , 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

  • მოგიწოდებთ, 2020 წლის არჩევნებამდე მიიღეთ ყველა ჩართული მხარისთვის სანდო საარჩევნო სისტემა- PACE ,,ქართულ ოცნებას”

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოსცა, რომლითაც მმართველ ძალას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება.

    გარდა ამისა, PACE ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების შესახებ და დაუყოვნებლივ განახორციელოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა.

    ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის ვერმიღების გამო. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზებზეც. მათ შორის იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გამოიკვეთა ხარვეზები, შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მკაფიო და ერთიანი და გადაწყვეტილება არ დასაბუთდა საფუძვლიანად.

    რეზოლუციაში კრიტიკა გამოთმულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოუძიებლობის გამო.

    ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 2019 წელს 10 ქვეყნის მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. მათ შორისაა საქართველოც.

  • საერთაშორისო კრიტიკა გროვდება და საბოლოოდ წითელი ბარათი იქნება- ეკა ბესელია

    დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აფასებს და ამბობს, რომ საერთაშორისო კრიტიკა გროვდება და იქნება წითელი ბარათი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება.

    მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს არჩევნების ლეგიტიმურად ცნობაზე გავლენას მოახდენს.

    ,,ასე რომ გააბრაზებ მეგობრებს, ის ვინც მეგობარი არ არის, რა განწყობაზე დადგება?! ხელისუფლების განცხადებების შემდეგ, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ხასიათი არ აქვს, მოყვა კრიტიკა. ასევე, მომავალშიც, თუ ვერაფერზე, ვერც ერთ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებზე, რომელმაც უნდა ცნოს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი.

    ბესელია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას 100/50-ზე არ დაეთანმება, თუმცა მოლაპარაკებებს გააგრძელებს. 

    ,,ეს ვერ მოხდება. ეს არ არის პირობა. ეს არის ულტიმატუმი და უტიფარი პოზიციის დემონსტრირება. ამიტომ შემდეგი შეხვედრა, რომელიც იმედია შემდეგ კვირას გაიმართება, ნათლად გამოაჩენს აქვს აზრი ამ მოლაპარაკებებს და რაიმე კონსენსუსამდე მივა თუ არა ეს პროცესი. ჩვერ ჩვენი ვერსია გვაქვს”, – განაცხადა ბესელიამ.

  • მივდივარ სახლში – თეონა გეგელიამ “იმედი“ დატოვა

    ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.

    “5 წელი ვიმუშავე „იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან „ქრონიკაში“, რადიო „იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში – ჯერ „პოლიტიკა“ და ბოლოს „იმედი LIVE“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან – დღემდე. ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო „იმედინიუსზე“ მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს. ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს. არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში”,- წერს გეგელია.

  • რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი სავარძელში დასვა?- ერეკლე კუხიანიძე

    თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” პარტიიდან გაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ბრალდებებს უყენებს. მისი თქმით, ქართული ოცნების კორუფციული ნაწილი დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უშლის.

    ,,რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში, ისევ ბატონი ბიძინას გვერდზე ზის და მისი მრჩეველია. რატომ ვერ იტანს ეს პარტია, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს. პარტიის კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრრევოლუცია აქვს მოხდენილი ქართულ ოცნებაში და რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნორმალური, დემოკრატიული პროცესები განვითარდეს”,- აცხადებს კუხიანიძე.

    ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მას ,,ქართული ოცნება” დაატოვებინეს.

  • „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა.

    უწყების ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგლებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები.

    საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

  • ენზელ მკოიანის ოჯახის წევრების კომპანიებმა ბოლო 9 წელში ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”

    ,,საქართაშორის გამჭვირვალობა- საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს.

    მკოიანების კომპანიებთან საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით.

    ,,თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს – ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა”,- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

    TI-ს ინფორმაციით, 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ენზელ მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა, მისი კონკურენტი კომპანია „ოცნება-2014“, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, შესყიდვებიდან გაქრა.

    ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის დროს 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.

    ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ოთხჯერ ნინოწმინდის, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

  • ავსტრალიამ ხანძრის გამო კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    ავსტრალიის ხელისუფლებამ დედაქალაქ კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

    ხანძრის მთავარი კერა რეგიონის სამხრეთით 18 500 ჰექტარზეა გავრცელებული, წერს BBC.

    ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. მათ კანბერაში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.

    სიდნეისა და მელბურნს შორის არსებულ პატარა ტერიტორიაზე, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ცხოვრობს.

    ,,ახლა მთავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ხანძრის საფრთხე”,- განაცხადა შტატის მთავრობის მეთაურმა.

    სექტემბრიდან ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაიღუპა და ათასობით სახლი გაანადგურდა. გადაიწვა 11 მილიონზე მეტი მიწა.

  • კობი-გუდაურის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი ავრცელებს.

    „ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • წვიმა, თოვლი და შტორმი ზღვაზე – საქართველოში ამინდი გაუარესდება

    გარემოს ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება.