Category: არქივი

  • ,,ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც მომავალზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება”- თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

    მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას, რა იგეგმება მომავალში, რადგან ,,ქვეყანა რჩება მომავალზე ორიენტირებულად”.

    ,,ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება და ძალიან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ვინაიდან, საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულად. “ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც მომავალზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. რაც შეეხება წერილებს, კონგრესმენების წერილები ჩვენი მხრიდან მიღებულია,როგორც მეგობრების მოსაზრებები”,- ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ კონგრესმენების წერილებს დამატებითი მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან არ სჭირდება.

  • მგელმა ბიძინა ივანიშვილს ირემი შეუჭამა

    შეკვეთილში, მგელმა ბიძინა ივანიშვილს ერთი ირემი და ერთი შველი შეუჭამა. ინფორმაციას ამის შესახებ “გურიის მოამბე” ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ შეკვეთილის რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

    ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ასეთი შემთხვევები რაიონში ხშირია.

  • პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენა

    პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენა.

    ,,აკი ვიწინასწარმწტყველე. ბრალს მიყენებენ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე. სასტიკად გამისწორდა ხაბეიშვილი და ფაქტობრივად სრულიად “ოცნება” დაგვარბიაო. მოახერხეს და ჩემზეც უნდა აღძრან სისხლის სამართლის საქმე. ტატამიაა, ტატამიი”,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

    „მე და ზარქუას ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ამას ამბობს გამოძიება. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ნორმალურია ეს პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ.

    ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

    დღეს პროკურატურამ ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს 3 წევრსაც წაუყენა ბრალი. ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა ფიზიკური შეურაცხყოფა ხაბეიშვილს 24 იანვარს მიაყენეს.

  • გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება- ბრაიან უიტმორი

    ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ბრაიან უიტმორის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა აშფოთებთ.

    მისი თქმით, კონგრესმენის წერილები მიუთითებს იმაზეც, რომ მათ აღელვებთ აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც ,,არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები”, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.

    ,,პირველ რიგში, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მთავარი მხარდაჭერები არიან აშშ-ის კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება.

    ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებს, თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია”,- ამბობს უიტმორი.

  • ნიკა გვარამია უნამუსო ,,ფეიკნიუსების” მომგონი ადამიანია- გია ვოლსკი ბრალდებებს პასუხობს

    გია ვოლკიმ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას თავდასხმაზე პასუხისმგებლობის აღებას, განაცხადა, რომ ,,მთავარი არხი” და ნიკა გვარამია უნამუსო, ,,ფეიკნიუსების მომგონი ადამიანია.

    „როგორც თქვენი ტელევიზია მთლიანად, ასევე ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. ანუ მე ვამბობ, რომ თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენ ხელმძღვანელთან ერთად. სიმდაბლეზე წასვლა ნიშნავს იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ასე რომ მიყურებთ თვალებში და თან იცით, რომ უზნეობას ჩადიხართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მასზე თავდამსხმელები ვოლსკის დავალებით მოქმედებდენ, შესაბამისად, ის დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს. გვარამიამ სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა.

  • თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

    თურქეთში ქალაქ კაისერში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. როგორც ცნობილია, ქალი მანქანაში სხვა პირებთან ერთად იჯდა, რა დროსაც ჩაცხრილეს.ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    ქართველი ემიგრანტები შემზარავი ფაქტის გამო, ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს დამნაშავე.

  • “ჩვენება მივეცი გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ”-გვარამია

    “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გუშინ მასზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენება გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ მისცა. გვარამია “ქართული ოცნების” დეპუტატის დაკითხვას მოითხოვს.

    “ამ ხელისუფლებამ ალბათ 20-ჯერ მაინც დამკითხა, დღევანდელი გამოკითხვა იყო ყველაზე კორექტული და ყველაზე კვალიფიციური რაც კი ყოფილა ამ ხელისუფლების დროს,ამის გამო მოხარული ვარ, პოლიციის ეს რგოლი მუშაობს ძალიან გამართულად და პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალურად, მადლობა პოლიციელებს.მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ესენი რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

    ეს არ არის ცემის შემთხვევა, ეს არის ანგარიშწორების შემთხვევა,აქ არის მნიშვნელოვანი მოტივის გარკვევა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები სასამართლოში, შეუძლებელია მოტივის გარეშე იყო სასამართლოში ეს არ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. მათ ქონდათ მოტივი ჩემზე ანგარიშწორება, პოლიტიკური პოზიციის გამო.

    ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს და ამას აკეთებს გიორგი ვოლსკი. მე დღეს ჩვენება მივეცი გიორგი ვოლსკის წინაარმდეგ. ის არის დამკვეთი ანგარიშსწორების, ის არის დამნაშავე, ის უნდა დაიკითხოს,”-განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს 3 წევრს ბრალი წაუყენეს

    გენერალური პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

    „2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

    უწყება ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ორგანოში იბარებს.

    24 იანვარს თბილისის საკრებულოს ,,ქართული ოცნების დეპუტატები” ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ბრიტანეთის სამედიცინო ხელმძღვანელის ცნობით, ინფიცირებულია 1 ოჯახის ორი წევრი.

    სხვა დეტალები მათი ვინაობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

    ამ დროისთვის კორონავირუსით 213 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 10 ათასს მიაღწია.

    გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.