Category: არქივი

  • ესპანეთსა და შვედეთში კორონავირუსი დადასტურდა

    ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესპანეთსა და შვედეთში. ესპანეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, პირი, რომელიც დაინფიცირდა, გერმანიაში იმავე შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დროსაც გერმანიის მოქალაქეები დაავადნენ. შეხვედრაზე ტრენინგს ჩინეთის მოქალაქე ატარებდა.

    რაც შეეხება შვედეთს, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, უხანის პროვინციაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მას მწვავედ გამოხატული სიმპტომები არ აქვს.

    შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის 259 ადამიანია დაღუპული. დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდებობამ 12 000-ს მიაღწია.

  • 10 საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN-მა საქართველოს შესახებ სტატია მომზადდა

    10 საოცნებო ადგილი საქართველოში – ამ სათაურით CNN-ი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიასაშუალება CNN-ი საქართველოს 10 ადგილ საოცნებო ადგილზე წერს რომელიც დახასიათებულია სიტყვა “გასაოცრად”.  

    CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ანანურზე და გომისმთაზე, რომელიც გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა გასაოცარი და დაუვიწყარი სილამაზით გამოირჩევა. ასევე დაცარიელებული სოფელი დართლო, რომელიც თუშეთის ნაწილია და ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

    მუცო – ადგილი სადაც  ამჟამად მხოლოდ 22 ხევსური ცხოვრობს. ასევე  ნახსენებია უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. სტატიაში საუბარია ვარძიაზეც, რომელიც თბილისიდან ხუთი საათის სავალზეა და სადაც წარმოდგენილია გამოქვაბულების კომპლექსი.

    გელათის მონასტერი – ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს  აუცილებლად ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ასევე  გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და  მე-14 საუკუნეშია აგებული. 

    სტატიაში სიღნაღი იმ ადგილად მოიაზრება სადაც ქართული ღვინო აუცილებლად უნდა დააგემოვნოს მოგზაურმა. 
    ბოლოს კი  ავტორი  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ასრულებს თხრობას, რომელიც ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.

    მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას CNN-ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.

  • კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259-მდე გაიზარდა

    ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.

    ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსის 2,102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია.

    ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • “ნუ აყვებით პანიკას” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება. როგორც ცენტრის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

    ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას.

    “უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:

    ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!

    ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ:არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!”-წერია ინფორმაციაში.

  • მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

    იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

    ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 200/210/215კგ დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

  • ლევან ხაბეიშვილს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

    საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    მას პროკურატურამ ბრალი დღეს ირაკლი ზარქუაზე ძალადობის ბრალდებით წარუდგინა. ბრალდების მხარე ენმ-ის წევრისთვის 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

    ,,მოკლედ, ფაქტობრივად, გამომაცხადეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონად, დაგეგმილი თავდასხმის შემდეგ გამასამართლეს, რაც უცნაური არ არის ამ ხელისუფლებისგან. ერთი აღსანიშნავი ფაქტი ნამდვილად მოხდა სასამართლო სხდომათა დარბაზში. მოსამართლემ, ფაქტობრივად ,განაჩენის გამოცხადების შემდეგ იტირა. ვუტრირებ , რა თქმა უნდა , მაგრამ თქვა, რომ შინაგანი რწმენა სხვა მაქვს, მაგრამ ფაქტებითო პროკურატურა შემოვიდა და იმდენად მძიმეა მისი განცხადებაო, რა ვქნა, ვერ დავტოვებ გირაოს გარეშეო”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილმა.

    24 იანვარს თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე ინციდენტის დროს, პროკურატურის მტკიცებით, ხაბეიშვილმა ზარქუაზე იძალადა.

  • დაგეგმილი და ჯგუფური რომ ყოფილიყო, კამერების წინ ვინ აკეთებს ამას?- ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე

    თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯგუფური და დაგეგმილი იმიტომ ვერ იქნებოდა, რომ ეს კამერების წინ მოხდა და არა საკრებულოს ლაბირინთში.

    ,,დაგეგმილი და ჯგუფური, რომ ყოფილიყო კამერების წინ ვინ აკეთებს ამას? უფრო მარტივი არ იქნებოდა საკრებულოს ლაბირინთი, რომ ნახოთ თქვენ, ზოგჯერ ერთმანეთის ოთახებს ვერ ვაგნებთ ისეთია, თუ ეგ იყო განზრახვა ხაბეიშვილს ლაბირინთში გამოიჭერდნენ, ან მე , ან სხვა”, – ამბობს ზარქუა.

    მისივე თქმით, ეს შემთხვევა სპონტანურად მოხდა მას შემდეგ, რაც საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, თარაშ შურღაიას ხაბეიშვილმა კითხვაზე არ უპასუხა.

    ,,იქ იყო სპონტანურად, შენ რომ ეს თქვი, შეურაცხყოფა რომ მიაყენე ჩვენს ოჯახის წევრებს. შემდეგ თარაშა ეკითხება, მომისმინეო, გელაპარაკებიო, ძაღლადაც არ ჩათვალა, მერე მოხდა ის, რაც მოხდა”,- ყვება ირაკლი ზარქუა.

    შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სამმა დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა.

    პროკურატურამ გირაოს შეფარდება მოითხოვა ლევან ხაბეიშვილისთვისაც, რომელსაც ირაკლი ზარქუაზე ძალადობისთვის ბრალი დღეს წაუყენეს.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8934 ლარი ეღირება, ევრო – 3.1868 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7882 ლარი.

    31 იანვარის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8934 ლარი ღირდა, ევრო – 3.1868 ლარი, ფუნტი – 3.7660 ლარი.

    ​დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი თებერვალს შევა ძალაში.

  • „გახარიამ საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე“- დავით ჭიჭინაძე

    „ გახარიამ, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე.“
    – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას, როცა მას იზორიას ძმის ინციდენტთან დაკავშრებით ჟურნალისტებმა კომენტარი თხოვეს. 

    “ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. რადგან თავად გახარიასაც საკმაოდ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშირებით.

    თუნდაც პანკისის ხეობაში შეყვანილი ჩვენი პოლიციელები და სპეცრაზმი რომ გავიხსენოთ, იქიდან ისე გამოიყვანა, რისი გულისთვის დღემდე გაურკვეველია და არც გამოძიებულია.
    მოკლედ, ის რომ გახარია მხოლოდ განათლების და სოფლის მეურნეობის პრემიერი იქნებოდა, ეს მე ჯერ კიდევ მისი დანიშვის დღეს ვთქვი. ახლა კი, გახარია უკვე აღარავის პრემიერი აღარ არი და ეს ფაქტია. “– ამბობს დავით ჭიჭინაძე. 

  • პროკურატურა ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს

    გენერალური პროკურატურა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

    ,,მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

    საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, – აცხადებს პროკურატურა.

    ხაბეიშვილს პროკრატურამ ბრალი საკრებულოში ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.