Category: არქივი

  • შსს-მ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “სამართალდამცველებმა მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველებმა მისგან “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 10 აბი ამოიღეს. რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რ.ჩ.-ს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკი ამოიღო,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • იაპონიაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდა

    ფუკუშიმას პრეფექტურის პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდა, ქალაქ კორიამაში ჩამოვარდა. დაშავდა ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი.

    გული ფუკუშიმაში მდებარე საავადმყოფოში 50 წლის კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც ტვინის სიკვდილი დაუდგინდა. ტრანსპლანტაცია რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში უნდა მომხდარიყო, გაუქმდა.

  • ” აშშ მზადაა ბელარუსი ენერგორესურსებით სრულად მოამარაგოს”- მაიკ პომპეო

    ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდება სრულად უზრუნველყოს. ბელარუსის მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მინსკში ვიზიტის დროს განაცხადა.

    „ჩვენი ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, 100 პროცენტი ნავთობის მოგაწოდონ კონკურენტულ ფასებში“, – განაცხადა პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელიც აშშ-ის მაღალჩინიოსანმა ქვეყანაში განახორციელა. 2006 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა მინსკი პოლიტიკურ რეპრესიებში დაადანაშაულა. მაშინ ბელარუსმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი უკან გაიწვია, ხოლო აშშ-ის დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

  • ბოლნისში კაცი მოკლეს

    ბოლნისში 70 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.  ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. 

    ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • BBC-მ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” თებერვლის თვეში სანახავ 10 ფილმს შორის დაასახელა

    „და ჩვენ ვიცეკვეთ“ BBC-ის მიერ თებერვალში რეკომენდებული ფილმების ათეულშია

    bbc.culture თებერვალში სანახავ, რეკომენდებული ფილმების ათეულს აქვეყნებს. ათეულში მოხვდა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

    ფილმის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებმა საქართველოში ფილმის კინოთეატრებში ჩვენებისას პიკეტირება მოაწყვეს. აქვე მითითებულია, რომ ფილმი აშშ-ში 7 თებერვალს გამოვა, იაპონიაში კი – 21 თებერვალს.

  • “გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენს გვერდით დგას”- ზალკანიანი

    კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენს გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა“,-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • “რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!”- გოცირიძე

    პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვირუსების თავიდან აცილების პრევენციისთვის ეკლესიას ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

    „რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?! რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე? არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება“, – წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.

  • ზურა ჯაფარიძეს ფეისბუკი გაუტეხეს

    ზურა ჯაფარიძეს ფეისბუკი გაუტეხეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მის მიერ 5 იანვრის შემდეგ დაწერილი ყველა პოსტი წაშლილი დახვდა.

    „ისევ გამიტეხეს ფბ ოფიციალური პეიჯი, ყველა პოსტი წაშლილია 5 იანვრის შემდეგ, მათ შორის ყველა პოსტი დაკავშირებული ქვაციხელი ავთო მეტრეველის საქმესთან

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – მანდ ვინმდე ზრდასრული არ გყავთ, რომ აგიხსნათ როგორი სასაცილო სჩანხართ?“ – წერს ჯაფარიძე.

  • თურქეთში რუსულ მაფიასთან დაკავშირებული 4 ქართველი დააკავეს

    თურქული მედიის ინფორმაციით  სტამბოლში რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

    თურქეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თვალთვალის შემდეგ ჩ​ატარებული ოპერაციის შედეგად  16 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის 1, უკრაინის 3, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქეა. ჩხრეკის შედეგად 11  ცეცხლსასროლი იარაღი 222 ტყვია ამოიღეს.

  • თბილისში დააკავეს ქალი, რომელც შვილებზე და ქმარზე ძალადობდა

    პოლიციამ არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ქალი  დააკავა.
    დაკავებული მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

    შსს–ს ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

    გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

    გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.