Category: არქივი

  • “მონა შოთაძე, მონათმფლობელი ფარცხალაძე და ხაზეინი ბიძინა ივანიშვილი” – პროკურატურასთან აქცია გაიმართა

    გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ მხარდამჭერებთან ერთად აქცია-პერფომანსი გამართა. აქტივისტებმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის სავარაუდო დანიშვნა გააპროტესტეს.

    აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე დაბრუნება.

    “მონა შოთაძე, მონათმფლობელი ფარცხალაძე და ამათი ყველას ხაზეინი ბიძინა ივანიშვილი. ეს, ამათივე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, არის ის “რასკლადი”, რაც არის დღეს პროკურატურაში. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ პროტესტით და გოგოების პერფომანსით და საერთო პროტესტით, რაც არის საზოგადოებაში შოთაძის დანიშნვასთნ დაკავშირებით,”-აცხადებს ზვიად კუპრავა.

    “წელიწადნახევრის წინ, ხალხმა შოთაძე გადააყენა იმიტომ, რომ ის იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამყალბებელი. ის არის ფარცხალაძის კლანის წევრი, რომელიც არის კრიმინალი, ბოტასების ქურდი. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, სახეში შეაფურთხოს და დააბრუნოს ფარცხალაძე და მისი კლანი,”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ლინა დოლიძე.

  • თბილისის აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 25 წლის ქალი გადაიყვანეს

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს დილით, ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38.1. დაუფიქსირდა.

    მისივე თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

    „დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალბატონი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა განმეორებით თერმომეტრიზაცია, ტემპერატურა აღენიშნა 37,5, მეტი არა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40- მ-ში მასწავლებლად მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა აღნიშნული ტერიტორია 20 იანვარს დატოვა.

    „როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან. ჟენევა-სტამბოლში არ ვიცი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, თუ არა, მაგრამ იქ ტემპერატურა არ დაფიქსირებულა. ჩვენს აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად დაფიქსირდა ტემპერატურა. შემდგომში, ღრმა ჩაკითხვით გამოვლინდა ეს ეპიდსიტუაცია და პაციენტი ჩვენს ცენტრში მოიყვანეს, მოათავსეს საიზოლაციო, ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც ცალკე შესასვლელი და ცალკე გამოსასვლელია, პაციენტი აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფება ყველა სხვა პირისგან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

  • ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში კარანტინში რჩება

    ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში იმყოფებიან. 3 პირი, რომლებიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრიდან სპეციალური რეისით თურქეთში გადმოაფრინეს, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში დარჩებიან.

    თურქულმა მხარემ უხანიდან 42 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც.

    უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით, ყველა მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ისინი ანკარაში სამხედრო თვითმფრინავით და სპეციალური დამცავი ეკიპირებით გადმოაფრინეს.

    ამ დროისთვის უხანის პროვინციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათგან ორის ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, ისინი საფრანგეთში გადაჰყავთ. ორი კი საკუთარი სურვილით ჩინეთში რჩება.

    ევაკუირებულ მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათ შემოწმება და პირველადი ანალიზები უკვე ჩაუტარდათ.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მისი თქმით, ეს ადამიანები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

    “ახლა განხორციელდა კიდევ სამი მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ორკვირიან დაკვირვებას გაივლიან,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

    ამ ეტაპზე ჩინეთში საქართველოს 188 მოქალაქეა აღრიცხული.

    საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ შეექმნებათ ჰუმანიტარული პრობლემები.

    “ამჟამად დარჩენილია ქალაქ უხანში საქართველოს 4 მოქალაქე, აქედან ორმა გადაწყვიტა დარჩენა, ორი კი ევაკუირებული იქნება საფრანგეთში,”- განაცხადა არჩილ კალანდიამ.

  • ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის

    ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტია, რის გამოც ევროკავშირი ქვეყანას 12 ტონა კორონავირუსთან საბრძოლველ დამცავ აღჭურვილობას რამდენიმე დღეში გაუგზავნის.

    ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს მედიკამენტების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ამასთან დაკავშირებით ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ლი კეციანი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთს აუცილებლად დაეხმარება.

  • ანიტას დღეს ჩამოასვენებენ – რას თხოვს ოჯახის ახლობელი მედიას

    ანიტას ინდოეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი ანიტას ჯგუფში წერს. ის ასევე თხოვნით მიმართავს ჟურნალისტებს რომ თავი შეიკავონ კითხვებითა და ფოტო გადაღებებით.

    „არ ვიცი მერამდენე ღამეა, რომ ტრადიციულად მოგესალმოთ…

    მნიშვნელოვან პოსტს ვწერ, მინდა ემოციების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ… ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი…

    ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე გწერდით ანიტას, მისი დედიკოს და მამიკოს ამბებს. პასუხისმგებლობა ავიღე, დაგპირდით, რომ ყველა ინფორმაციას გაგაცნობდით. კრიტიკული სიტუაციების დროს მიჭირდა, არ მინდოდა არაფრის წერა, მაგრამ ვწერდი იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ და არც ჩვენ გვქონდა თქვენი მიტოვების უფლება…

    ვწერ, ვშლი, ვწერ… ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

    ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე.
    სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ.

    ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

    ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის! ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში. ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით სანამ რამეს მოიმიქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

    ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას“, – წერს მარიკა ხუციშვილი

    შეგახსენებთ, რომ 2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, ვერაგ დაავადებას ინდოეთის კლინიკაში 30 იანვარს დანებდა.

  • იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

    იტალიის პოლიციამ ქალაქ მოდუნოს ისტორიულ ცენტრში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა სახლში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მატერიალურ–ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ ბინების საძარცვავად. სპეცრაზმის ოპერაცია ერთი ქართველის დაკავებით დასრულდა. მისმა თანამზრახველმა კი შენობის სახურავიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მოგვიანებით ისიც დააკავა. პოლიციის ინფორმაციაში ასევე ნახსენებია ქალი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ჯგუფმა ქალაქ ბრინდიზში ბინა გაძარცვა. პოლიციამ სახლში ჩხრეკისას სწორედ ამ სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინა: 500 ევრო , ტელეფონი, აიპადის კლავიატურა, ფლეისთეიშენი და ქალის საათი.

    იტალიური მედიის ინფორმაციით ჩხრეკისას სახლში აღმოჩნდა ბევრი საეჭვო წარმომავლობის ნივთი, რომელთა კანონიერი მფლობელობა და წარმომავლობა ორმა ქართველმა ვერ დაადასტურა: მათ შორის სხვადასხვა მარკის 16 საათი, ნოუთბუქები, ნავიგატორები, სამზარეულოს ნივთები და 58 ახალი კარტრიჯი. ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ბინების გატეხვისთვის საჭირო ნივთები და გასაღებები, რომლებიც დაჯავშნული კარის გასაღებად გამოიყენება.

    ბრინდიზში გაძარცული სახლის მეპატრონეები მოდენაში ჩავიდნენ და მათ პოლიციამ მოპარული ნივთები დაუბრუნდა. იტალიის პოლიცია მუშაობს იმისათვის, რომ ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი სხვა ქურდობის ფაქტებიც დაადგინოს.

  • “ადრე თუ გვიან დრო ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს“–ირაკლი ოქრუაშვილის წერილი ციხიდან ბუტა რობაქიძის საქმეზე

    პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ციხიდან წერილს აქვეყნებს:

    “ეგრეთ წოდებული რობაქიძის საქმის შესახებ

    ჭირებით კვება და ცხოვრება ყველა პროვინციული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი და ჩვენი, გამონაკლისი არაა.
    ჭორების ტყვეობაში ყოფნა პოლიტიკოსის ხვედრია.
    უამრავი ისეთი ჭორი მსმენია ჩემზე, რომ გაკვირებისგან პირი დამიღია.
    მაგალითად, ერთმა ცნობილმა გორელმა კაცი გამომიგზავნა წუხილით – ჩემს ცოლთან რატომ დადისო. არადა მისი ცოლი თვალით არ მყავდა ნანახი.
    ერთხელ მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელმა თხოვნა გადმომცა- ნიამორებზე ნუ ნადირობო, რადგან გადაშენების პირასააო. არადა, ნიამორი მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი. ( ბოლოს გავარკვიე, რომ რომელიღაც მონადირეს მცხეთელ მეფიტულესთან მოკლული ნიამორი მიუყვანია. მეფიტულეს უკითხავს – გარემოს დაცვა თუ დამადგა, რა პასუხი გავცეო. მონადირემ -რამე მოიფიქრეო, თუ არადა უთხარი ოქრუაშვილის მოკლულია და თავს დაგანებებენო).
    ასეა, დაგაბრალებენ და თავი უნდა იმართლო. ესაა ჩვენი ცხოვრების ნორმა.

    თუ პოლიტიკაში ფეხი შედგი, მთავარი წესი უნდა გახსოვდეს: ჭორებს არ უნდა აჰყვე და თავი ასოდეს უნდა იმართლო.
    ყველა ჭორს დრო რეცხავს, მაგრამ სულ სხვაა, რომელსაც ისეთ დანაშაულს გაბრალებენ,რომელიც არ ჩაგიდენია.
    ამ დროს, გულხერდაკრეფილი ვერ იჯდები და დროის იმედად ვერ იქნები. თუმცა, თავისმართლება აქაც არასწორად მიმაჩნია.
    თავი არც მაშინ მიმართლია, როდესაც წინა ხელისუფლებამ ცხინვალიდან ზილით მიმავალი 25 კაცით ხელისუფლების დამხობას მაბრალებდა და არც ახლა ვაპირებ.
    თავისმართლება, მითუმეტეს უაზრობაა, როდესაც მთელი სახელისუფლებო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს და მოსამართლეს დახვრეტა არ ასცდება, ივანიშვილის დავალებისაგან განსხვავებული რამე , რომ გაბედოს.

    რობაქიძის საქმის ჩემთვის მოწებების მცდელობით, ივანიშვილმა მხოლოდ მოკლევადიან მიზაბს მიაღწია- გავრილოვის ღამის უსუსური, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი კრიმინალურით გადაფარა და ჩემდამი საზიგადოების თუ უხოელების სოლიდარობა ამით ნაწილობრივ გაანეიტრალა.

    ცოტა ხნით თავი დავანებოთ იმას, თუ როგორ უნიათოდ აქვთ შკერილი საქმე და რა დონეზე გააყალბეს ის , ჩემთან მიმართებაში.
    ასევე თავი დავანებოთ იმასაც, რომ ჩემი ბრალი მხოლოდ 2 ისეთი ადამიანის- დონაძის და მიქაძის ჩვენებას ეფუძნება, რომლებსაც აქამდე, ჩემზე, 15 წლის მანძილზე არაფერი უთქვამთ და მხოლოდ მაშინ თქვეს, როდესც ისინი ციხეში გამოკეტეს, ჩვენება გამოძალეს ციხიდან გათვისუფლების სანაცვლოდ და ისიც მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტი გავხდი.

    ცოტა ხნით, ასევე, თავი დავანებოთ იმასაც, რომ მათზე არნახული ზეწოლა მიდიოდა, რომ ჩემზე ჩვენება მიეცათ, რასაც სხვა პატიმრები ადასტურებენ.
    ერთ-ერთ მათგანს ჩემზე ჩვენების მიცემამდე ერთი თვით ადრე, სახალხო დამცველისთვის წერილობით აქვს მიმართული, რომ მასზე ციხეში ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე ჩვენების მიცემის მიზნით.

    ადრე თუ გვიან დრო ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თუ ვინმეს ამ საქმეში რაიმე სახით ჩემს მონაწილეობაზე ეჭვი ეპარება, მარტივ გამოსავალს ვთავაზობ ( მათ შორის პროკურატურასაც)- ჩვენებას მივცემ პოლიგრაფზე-სიცრუიუს დეტექტორზე, იმ პირობით, რომ დონაძეც და მიქაძეც პოლიგრაფით დაიკითხებიან.
    თუ პოლიგრაფი ჩემს ბრალეულობას და დონაძის და მიქაძის ჩვენების სიმართლეს ოდნავ მაინც დაადასტურებს, მზად ვარ ბრალი ფორმალურად ვაღიარო და მოვითხოვ მაქსიმუმი- 8 წელი მომისაჯონ.

    P.S მიშა ქარელის პოლიგრაფზე დაკითხვას არ მოვითხოვ, მისი სიდებილიდან გამომდინარე, აპარატი ტყუილად უნდა გადაიწვას“– წერს ოქრუაშვილი.

  • ხობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

    ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ მაისში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

    მამაკაცი სავარაუდოდ მასთან სტუმრად მყოფმა ნათესავმა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმალვის დროს მეზობელ სახლს შეაფარა თავი, სადაც მოხუც ქალს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე 1 პირია დაკავებული. საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 41:13 დაამარცხა

    ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 41:13 დაამარცხეს.

    მატჩის პირველი ტაიმი “ბორჯღალოსნების” მცირედი უპირატესობით, 8:6 დასრულდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

    საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა. თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

    ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 9 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

    ფოტო:Georgian Rugby

  • “მინდა რუსეთის წართმეული აფხაზეთი და ოსეთი დავაბრუნო” – კორეელი გოგონა (ვიდეო)

    კორეელი დაელ ჰეო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს.

    „საქართველო ჩემთვის ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა. თავიდან მინდა ანიმატორობა, მერე მოდის დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს კერავს და არ ვიცი მოდელი გამოვიდე თუ არა, და სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც სალომე საქართველოს პრეზიდენტი, მეც უნდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო. რუსეთმა ხომ წაგვართავა აფხაზეთი და ოსეთი და ეს უნდა დავაბრუნო“ – განაცხადა დაელ ჰეომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუში“.