Category: არქივი

  • თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

    თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

    შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აღიძრა. ესენია: 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც 2-იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 124-ე – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ითვალისწინებს ჯარიმას , შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას.

  • “პუტინის დედის საფლავის მოკითხვა მონაგონი იქნება”- გიორგი გაბუნიას მონოლოგი ევროსაბჭოს მინისტერიალზე (ვიდეო)

    “ჩვენ მიწაზე ფეხს ვერ დადგამს. თუ არა და კალაბოკი გავრილოვის თრევა და პუტინის დედის საფლავის მოკითხვა მონაგონი იქნება, ისეთს მიიღებს ქართველი ხალხისგან.”- ამ მონოლოგით დაიწყო მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა.  მისი თქმით, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი საქართველოში ჩატარდება, მმართველი ხელისუფლება მიიღებს წარმოუდგენელ პროტესტს ქართველი ხალხისგან.

  • ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

    სამხედრო პოლიციამ ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ჯოჯიშვილი დააკავა. თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს ბრალად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

    „საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს დაკავების თაობაზე.  1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე გიორგი ჯოჯიშვილი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

    გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

  • “თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ”- ჩინეთში დარჩენილი ქართველი

    საქართველოს მოქალაქე, თამთა ხურცილავა, რომელმაც კორონავირუსის მიუხედავად ჩინეთში დარჩა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    „ყველას მადლობა ვინც შემეხმიანა და მომიკითხა. სტაბილურად ვარ, ვცდილობ პანიკას არ ავყვე და დავრჩე მშვიდი და საღი. კიდევ კარგი ჩინეთში დაბლოკილია სოც ქსელები და ვერ ვხსნი ვიდეოებს, თორემ ალბათ ქართული არხების ყურების შემდეგ კორონათი არა მარა ინფაქტით აუცილებლად მოვკვდებოდი. აი ყველა იმათ გასაგონად ვინც კლავიატურა გაცვითა ჩინეთის გინებაში, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო უკვე ამოვწყდებოდით. თქვენ თავს მიხედეთ და თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ.

    მე მჯერა ჩინეთის და ვიცი რომ მალე იპოვიან გამოსავალს, ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა. თბილისში ჩამოსვლაზე არც მიფიქრია. იმის შანსი, რომ დავინფიცირდე არსებობს, პირველ რიგში ჩემს ოჯახს არ ჩავაგდებ ამ ვირუსის ტყვეობაში და შემდეგ არც ჩემს თავს ამ ქვეყნის ხელში სადაც ჯერ კიდევ ვერ სვავენ სწორ დიაგნოზებს. ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები აიღეთ და განათლდით. და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ! – წერს თამთა ხურცილავა.

  • მოსკოვში ქართველი სპორტსმენი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს

    რუსეთში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.

    რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დაკავების დეტალები, რომლის თანახმად, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას აპირებდნენ.

    ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    სინოპტიკოსების პროგნოზით 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

    4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. მაღალ მთაშიც მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთელ საქართველოში დაბლობსა და ბარში.

    ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 11-13 გრადუსი სითბო, შესაბამისად სითბო იქნება მთიან რაიონებშიც დაახლოებით 7-9 გრადუსია ნავარაუდევი. მაღალმთაში შერეულად -2 +3 გრადუსია.

    4 თებერვლიდან ნალექთან ერთად ტემპერატურაც კლებულობს 4-5 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დაიკლებს დაახლოებით 7-9 გრადუს სითბომდე.

    მთიან რაიონებში 1-3 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ხოლო მაღალმთიან რაიონებში -5-0 გრადუსია. შედარებით გამოიდარებს 6 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს შესაძლებელია იყოს 15 გრადუსიც დაბლობსა და ბარში, რასაც ვერ ვიტყვით 7 თებერვლიდან, ამინდი უარესდება, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

  • ჩინეთის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ფილიპინებში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილი 44 წლის ჩინელი კაცია, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.

    როგორც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაცხადებს, გარდაცვლილი კაცი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული.

    რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, კორონავირუსის შეთხვევა 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცლილთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, დაავადებულთა კი 14 ათასს.

  • ,,შეცვალეს“ წევრების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 3000 ლარის გირაო შეეფარდა

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოძრაობა ,,შეცვალეს წევრების ძალადობაში მსჯავრდებული ნუკრი გოგუა 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად გირაოს გამოყენების თაობაზე. თავად გოგუა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    ჩხოროწყუში მოძრაობა „შეცვალეს აქტივისტებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს ნუკრი გოგუა 30 იანვარს ფიზიკურად გაუსწორდა.

    იმდღესვე პოლიციამ გოგუა დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 – ე მუხლითაა დაწყებული.

  • სალომე ზურაბიშვილი უცხოელ ტურისტებს თბილისის ზღვის მონახულებას ურჩევს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოელ ტურისტებს თბილისის ზღვის მონახულებას ურჩევს. ამის შესახებ  ზურაბიშვილის  ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. მან თბილისის ზღვის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით #spend4seasonsinGeorgia და ტურისტებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.

  • ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება – ილია მეორე კორონავირუსის შესახებ

    გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

    პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა მათ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

    “ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს ჩვენ. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ თქვენ კარ-მიდამოს ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი”,- განაცხადა ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ.