Category: არქივი

  • საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვია-მამუკა ხაზარაძე

    “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს.ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

    „ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს ვაგრძელებთ იმ ინტენსიური სასამართლოს პროცესების ფონზე, რომელიც მუშაობის დროს არ გვიტოვებს. ჩვენი ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც უკვე შექმნილია წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერანაირად ვერ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • ჩინეთიდან საფრანგეთში ევაკუირებულ 36 ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა

    ჩინეთის ქალაქ ვუჰაინიდან ევაკუირებული 254 ადამიანიდან 36-ს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. France 24-ის ინფორმაციით, მათგან 20 აეროპორტში დარჩა ტესტირების გასავლელად, რომლის საბოლოო პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი, 16 კი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

    საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ კვირას განახორციელა, საფრანგეთში რჩებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.

    საფრანგეთში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.

    ამ დროისთვის ვირუსის შედეგად 361 ადამიანია გარდაცვლილი, 17000-ზე მეტი კი ინფიცირებული.

  • დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ-საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში

    “წერილები არის ბოლოს ბოლო გაფრთხილება, დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ”- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას და ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს აფასებს. ამის შესახებ მან “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” ისაუბრა.

    “ამ წერილებში სასიხარულო მინდა დაგარწმუნოთ, არაფერი არ არის, ამ ხალხთან ურთიერთობის აგება არის მრავალი დიპლომატის დამსახურება და არამარტო დიპლომატების, ამერიკელებს დავუმტკიცეთ რომ გვინდა დასავლური განვითარება. ეხლა რაც ხდება არის ამის შეტრიალება ყველაფრის. რომც შეიცვალოს ხელისუფლება ამის შემდეგ ამერიკელებთან უერთიერთობის დამყარებას დაჭირდება ისევ დრო, ამიტომ ვიძახი ამაში სასიხარულო არაფერი არ არის. უცნაურია რეაქცია რომ ეს არის 2 სენატორის წერილი და ა.შ.

    წერილები არის ბოლოს ბოლო გაფრთხილება. წერილებს მოჰყვება საჯარო განხილვები და ეს მთავრდება რაღაცა ფორმის სანქციებით. ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და თალაკვაძის გამოგზავნას აქ აზრი არ აქვს – შეიძლება ძალიანაც კარგი ადამიანია, მაგრამ მას აქ არავინ იცნობს და ამას არ ექნება შედეგი“, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

  • რუსთავში გაზის გამათბობელი აფეთქდა – არიან დაშავებულები

    რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინაში გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 29 წლის ქალი და მისი ორ მცირეწლოვანი შვილი.

    დაშავებულები კლინიკა „რუსთავში“ არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    მთაწმინდის რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის ბაღის, მელიქიშვილის, კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 -დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00-დან 15:00 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00- დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის, ხუდადოვის და აჭარის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო ჩუღურეთის რაიონში, 10:00 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.14:30 -დან 15:30 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნება ჩეჩელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამრეწველო დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, არსენ იყალთოელის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00- დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბერი გაბრიელ სალოსის და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 -დან 18:00 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნება მახათას, მთავარანგელოზის და დმანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:დაბა კიკეთის მცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.12:00-დან 18:00 საათამდე კი ელექტროენერგის მიწოდება შეეზღუდებათ შროშის, მცხეთის და შატბერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს. 16:00 -დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის და მუხრანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • დეიდა დისშვილის გადარჩენას ცდილობდა – მაჩაბლის ქუჩაზე სროლის ახალი დეტალები

    ცოტა ხნის წინ, თბილისში მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    დაჭრილები ახლო ნათესავები არიან. საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი. რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის დეიდაა. იარაღის წართმევის დროს  ორივე დაიჭრა, ქალბატონი ფეხშია მსუბუქადაა დაჭრილი.

    ამ ეტაპისთვის შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაცაა აღძრული.

    შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე-რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

    ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.

  • ბათუმში ზღვამ 23 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა

    ბათუმში ზღვამ 23 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისათვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.

    შსს-ში განაცხადეს, მრომ ომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ავარია თელეთი-მარნეულის გზაზე – არის მსხვერპლი

    ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელეთი მარნეულის გზის მონაკვეთზე. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

  • სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას აპირებდნენ  ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფების საშუალებით, რომელსაც თვითონ აფინანსებდნენ. განცხადება ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

    “ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ ნებისმიერი პრობლემა გადაეჭრათ პირადი მიზნებისთვის. რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ… მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ სერიოზულ რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად ამ ფარული ჯგუფის საშუალებით აკეთებდნენ, რომელსაც მერე ჩახოცავდნენ”, — განაცხადა გოგაშვილმა იმედთან ინტერვიუში.