Category: არქივი

  • მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი- ბათუ ქუთელია

    საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, ის არ არის არც ერთი პარტიის წევრი და წარმომადგენელი მოლაპარაკებებში.

    მისივე განცხადებით, რამდენიმე ამერიკულ კომპანიისთვის ანალიტიკურ პროდუქტს ქმნის, მათგან ერთ-ერთია ენმ-ის ლობისტი კომპანია Orion Strategies.

    ქუთელია აღნიშნავს, მისი ყველა საქმიანობა გამჭვირვალია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით.

    ,,საზოგადობრივი ინტერესებიდან გამომდირე , რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:

    ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთერთი ასეთი კომპანია ორიონ სტრატეგი. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარა ორიონ სტრატეჯი გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

    ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.

    მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

    რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში”,- წერს ბათუ ქუთელია სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული. ეს ფაქტი მალევე უარყო ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ და თქვა, რომ მდინარაძე ტყუის.

  • საქართველო ივანიშვილმა დააჩოქა მუხლებზე-სააკაშვილი(ვიდეო)

    “საქართველო ივანიშვილმა  დააჩოქა მუხლებზე”-საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ლაივჩართვაში ქვეყნის განვითარების შეფერხებაზე ისაუბრა.

    “ჩემ დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მერე მოვიდა ივანიშვილი და მე-8 წელია საქართველო გაიზარდა 0 %-ით, ესეიგი ისევ ამ თაობამ დაკარგა უზარმაზარი მონაკვეთი თავის ცხოვრების, სწორედ ის მონაკვეტი, როცა საქართველოს ქონდა შანსი ეცხოვრა როგორც ნორმალურ საკმაოდ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას, ეს შესაძლებლობა დავკარგეთ ჩვენ ბოლო წლებში”-აცხადებს სააკაშვილი/

  • არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა კონტრაქტზე არ არის, მდინარაძე ტყუის- ხატია დეკანოიძე

    ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე მდინარაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ლობისტურ კომპანიასთან ნაციონალური მოძრაობის კონტრაქტს ხელს არა ბათუ ქუთელია, არამედ ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი აწერს.

    მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა.

    ,,ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, წარმოდგენილია ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. აქ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა, ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა, ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

    დღეს ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8834 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8898 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1911 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • როგორ გამოიყურება აბასთუმნის ობსერვატორია, რომლის რეაბილიტირებაზე 4.5 მლნ დაიხარჯა (ფოტოკოლაჟი)

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებაზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

    ,,ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია“,- წერია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

    {{PHOTOGALLERY}}

  • ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული- მდინარაძე

    ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, 2019 წლის ოქტომბერში ენმ-მ აშშ-ში ლობისტური კომპანა Orion Strategies დაიქირავა, კონტრაქტის მოქმედების პერიოდი 1 წლით განისაზღვრა.

    ,,ბოლო კონტრაქტი ნაციონალურ მოძრაობასა და Orion Stategies-ს შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და მოქმედების პერიოდია ერთი წელი. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიებს, ანუ ნაციონალურ მოძრაობას, ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასათვის ნათელია,”,- ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

    ის აღნიშნავს, რომ ენმ-ს ლობისტურ საქმიანობაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, კონტრაქტს ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია რომ არ აწერდეს.

    ,,ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური, მითუმეტეს, არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ე.წ ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე.” – აცხადებს მდინარაძე.

    მისივე თქმით, ეს დოკუმენტი მკაფიო დადასტურებაა, თუ ,,როგორ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე”.

    ნაციონალურ მოძრაობასა და საკონსულტაციო კომპანია Orion Strategies-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიზანია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზნებისთვის რჩევისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად”.

  • ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა

    ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა.

    ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.

  • თბილისში უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (10 580 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

  • ბლოკირებას, პიკეტირებასა და სირცხვილის კორიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის- უგულავა

    ,,კანონი კრძალავს ბლოკირებას. ბლოკირებას პიკეტირებასა და სირცხვილის კორიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის”,- ასე ეხმიანება გიგი უგულავა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პიკეტირება მიუღებელია და მას კანონის ფარგლებში რეაგირება მოყვება.

    უგულავას განცხადებით, ხვალ პიკეტი იქნება, მომავალში კი აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამდე, სანამ საზოგადოება პროპორციულს მიიღებს.

    „მინდა ბატონ კალაძეს, სამწუხაროდ უწიგნურს, ვუთხრა, რომ ბაქიბუქობს და კანონის ძალით ვიმოქმედებთ. ძალიან რთული და ცუდია, როდესაც უწიგნურ და ამავე დროს უტიფარ ადამიანს აქვს ძალაუფლება. შევახსენებ ბატონ კალაძეს, კანონი კრძალავს ბლოკირებას, ბლოკირებას, პიკეტირებასა და სირცხვილის კორიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის მინიმუმ. აქედან გამომდინარე, ხვალ იქნება პიკეტი, მერეც იქნება პიკეტები და აქციები, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდება იმით, რომ ჩვენ მივიღებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, საზოგადოება მიიღებს დანაპირებს, მანამდე ბუნებრივია საპროტესტო მოძრაობა იქნება, მოსწონს ეს ივანიშვილს თუ არ მოსწონს”,- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

    მისივე თქმით, აქციების პარალელურად მთავრობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

    ,,დიდი აქციების პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებები და მოლაპარკებებისთვის ბუნებრივია ეს არის წნეხი. ეს წნეხი და გარე სამყაროს წნეხი არის ჩვენს ხელთ არსებული ლეგიტიმური საშუალებები. მათი პასუხი არის ყოვლად უკანონო, ეს არის დარბევა ეს არის დაპატიმრება, ეს არის რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის მონგრევა”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

    ცნობისთვის, ხვალ საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ.

  • მე, როგორც დედა, მხარს ვუჭერ ქალბატონ მანანას-ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი

    „კოლხური კოშკის გასაღები ეკუთვნის გამსახურდიების ოჯახს” -ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე სოფიო ჩიკვილაძე გამსახურდიების ოჯახურ სკანდალზე სოციალურ ქსელში წერს:

    “მოგესალმებით მეგობრებო. ჩემდა სამწუხაროდ მიწევს გამეორება. ძალიან გთხოვთ, დედაშვილის ურთიერთობაში ნურავინ ნუ ჩაერევით. არც მორალურად და არც სამართლებრივად ეს არ არის ნორმალური საქციელი.. დედები არ ხართ? ან დედები არ გყავთ? მოგეწონებათ თქვენს შორის უცხო ადამიანის ყოფნა?! ადამიანობა სად დაკარგეთ ?! დედისთვის შვილი არის შეუცვლელი და ანალოგიურად შვილისთვის დედა! ადამიანს, რომ რამე ეტკინება ვაი დედაო იძახის! (და არა ვაი მხარდამჭერო, ცოლო და ქმაროო…!) მე, როგორც დედა, მხარს ვუჭერ ქალბატონ მანანას და რაც იქნება საჭირო მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ და ვიდგებით მის გვერდით. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ახლა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა მთავარი! 10 წუთი თვალის გახელა არ ნიშნავს არაფერს! ჩვეულებრივი დადებითი რეფლექსია. ასე, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ.
    პ.ს. რაც შეეხებაკოლხური კოშკის გასაღებს ის ეკუთვნის გამსახურდიების ოჯახს. აქედან გამომდინარე სხვა გარეშე პირს მისი ფლობის და არც პრეტენზიის უფლება არ გააჩნია!”, – წერს ჩიკვილაძე.