Category: არქივი

  • 2020 წლის არჩევნებში „ოცნების“ პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაა- კობახიძე

    ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაა.

    მისი თქმით, მმართველ პარტიას 60%-იანი მხარდაჭერის მიღწევის რესურსი აქვს.

    „რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება, უკეთესი. ჩვენ გვაქვს 60-პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე და საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, – ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

    კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

    „არსებული მოცემულობაც გვაძლევს ჩვენ იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა 2016 წელს და მე მგონი იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

    2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას ახალი, წარმატებული ადამიანები შემოუერთდებიან.

  • თელავში „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზია გაქურდეს

    თელავში „ელიტ ელექტრონიქსი“ გაქურდეს.არსებული  ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მათ შორის  ძვირადღირებული მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტ ოდენობას ითვლიან.

    პოლიციას ფაქტზე არავინ დაუკავებია. დამანაშავის იდენტიფიკაციის მიზნით სათვალთვალო ვიდეო-კამერებიდან ამოღებულია  ჩანაწერები. 

  • ბაღდათში ტრაგედიისას დაღუპული ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა- ჯანდაცვის სამინისტრო

    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა.

    მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, მათ შორის, საარსებო შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად, იღებდნენ სოციალურ პაკეტს – თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს, სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.

    წოწკოლაურის განცხადებით, მათ ოჯახი 2019 წლის ოქტომბერში გადაამოწმეს და სოციალური დახმარება შეუჩერეს, თუმცა დეკემბერში ისევ აღუდგინეს და განაცდური გადასცეს.

    ,,2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოხდა ოჯახის გადამოწმება, გამომომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში აღმოიფხვრა აღნიშნული ხარვეზი და მათ მიიღეს სამივე თვის განაცდური ერთიანად. 2020 წლის იანვრის თვეში მათ დაერიცხათ ის შემწეობა, რომელიც ეკუთვნოდათ” – ამბობს წოწკოლაური.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ , ბაღდათში, ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, 4 ბავშვი იყო.

  • გაჭირვების თემა არაფერ შუაშია გუშინდელ ტრაგედიასთან- მდინარაძე

    ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, ბაღდათში მომხდარი გუშინდელი ტრაგედია გაჭირვებასთან კავშირში არ არის.

    ,,თქვენ თუ ეს პასუხი უნდა მიაბათ დღევანდელ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია”,- პასუხობს ჟურნალისტების კითხვას მდინარაძე.

    მისი განცხადებით, ოპოზიცია მანიპულაციურად უკავშირებს ტრაგედიას გაჭირვების თემასთან, რადგან გაჭირვება არაფერ შუაშია გუშინდელ ტრაგედიასთან.

    ,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პოლიტიკოსების, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლების მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ამით ხდება ამ თემების გადაფარვა. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ, გუშინდელ ტრაგედიასთან”, – ამბობს მდინარაძე.

    გუშინ ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 ბავშვი.

  • მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

    81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა.

    მან თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით დაამთავრა.

    მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. იყო ასევე „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

  • 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიას ახალი, წარმატებული ადამიანები შემოუერთდებიან- თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის , არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების გუნდს ახალი და წარმატებული ადამიანები შეუერთდებიან.

    თალაკვაძის თქმით, პარტიამ 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მიზიდვის მიზნით, როგორც 2016 წლის არჩევნების წინ.

    „ყველა წევრი, ვინც თავისი წვლილი შეიტანა წარმატებებში, ქვეყნის განვითარებაში და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა – ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის კეთებისთვის. 1 წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები. განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში და ასე მოხდება ახლაც“,- ამბობს თალაკვაძე.

    IPN-თან ინტერვიუში ის ასევე აღნიშნავს, რომ გუნდიდან პოლიტიკოსების წასვლა გულდასაწყვეტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამომრჩეველს განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

    ,,მათი წასვლა მართლაც გულდასაწყვეტია. ჩვენი თანაგუნდელები, ვინც უმრავლესობა და პარლამენტი დატოვეს, წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და მუშაობდნენ. მეგობრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი ადამიანების ყოფნა გუნდში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უპირატესობა იქნებოდა. მოგვწონს თუ არა, მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პოლიტიკას და სახელმწიფო საქმეებს შეჩერება არ უხდება, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ საკადრო გადაადგილებები და ვაგრძელებთ მუშაობას. 2020 წლის არჩევნებისთვის განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ საზოგადოებას”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

  • შოთაძე პროფესიონალია, მის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება- ვოლსკი

    ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, არა შოთაძის, არამედ ოპოზიციის მეორედ და მესამეც მოსვლაა მიუღებელი, ვინც შოთაძის კანდიდატურას აკრიტიკებს.

    მისი თქმით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალია და მის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება.

    „ვფიქრობ, საზოგადოებისთვის იმ ოპოზიციის მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს. რაც შეეხება შოთაძეს, ის პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა საზოგადოებას ამა თუ იმ მიმართულებას კარნახობს. შოთაძის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება საპროკურორო საბჭოში 11:00-საათიდან მიმდინარეობს.

    მის კანდიდატურას ოპოზიცია აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს.

    შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

  • ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა.

    CNN-ის ინფორმაციით, პაციენტი 9 მოქალაქიდან ერთ-ერთია, რომელთა ევაკუაცია ქალაქ ვუჰანიდან მოხდა. ის ბრიუსელის წმინდა პეტრეს სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    კორონავირუსით ამ დროისთვის 427 ადამიანია გარდაცვლილი, 20 ათასზე მეტი კი ინფიცირებული. ვისურის 25-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

  • პროკურატურა ლათინურად ზრუნვას, მართვას, აღკვეთას ნიშნავს-შოთაძე

    “პროკურატურა ლათინურად ზრუნვას, მართვას, აღკვეთას ნიშნავს”-ეს განცხადება ირაკლი შოთაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა.საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.

    “ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან პროკურო/პროკურარე, რაც ნიშნავს ზრუნვას, მართვას, უზრუნველყოფას, აღკვეთას. შესაბამისად, ამ სიტყვის მნიშვნელობიდან ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია  ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა”- აცხადებს შოთაძე.

  • საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს (ვიდეო)

    გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება 11:00 საათზე დაიწყო.

    გასაუბრების პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.

    ვროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ შოთაძის დაბრუნება “საზოგადოების დაცინვაა” და ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.

    ქართული ოცნების წევრების განცხადებით, თუ გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტში ირაკლი შოთაძე წარდგება, მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

    16 იანვარს საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

    ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის გამო, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ დატოვა. მის გადადგომას ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მას შემდგომ ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა.