Category: არქივი

  • თუ მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ასეთი შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს, თავადაც არ უნდა დასწრებოდა- მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

    ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ხაზარაძე ივანიშვილის ბიზნესცენტრში ძალით არავის მიუყვანია და რადგან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ აღარ უნდა საუბრობდეს.

    ,,თუ მას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს, მინიმუმ მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა. თუკი მიიღებ მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში, ელემენტარული წერია, რომ თუ იღებ მონაწილეობას შენი ნებით, ძალით ხომ არავის მიუყვანია, მაშინ აღარ უნდა გქონდეს ამაზე განცდა და მითუფრო ეს საჯაროდ არ უნდა გამოიტანო”,- ამბობს მაჭარაშვილი.

    მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ანაკლიის პორტზე ისაუბრა, სადაც შეხვედრას მაშინდელი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც დაესწრო. შოთაძემ ეს ფაქტი დღეს გასაუბრებაზე დაადასტურა.

  • აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პატრიარქმა ახალ ელჩს საპატრიარქოში უმასპინძლა.

    საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობასა და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

    აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

  • ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 298 ფაქტი გამოვლინდა- შემოსავლების სამსახური

    27 იანვრიდან 2 თებერვლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 298 ფაქტი გამოავლინა.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4 578 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 99 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 11 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 188 შემთხვევა.

  • ,,სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ- თანასწორობის მოძრაობა

    თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” თანამშრომელს მომხმარებელმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ,,დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,-წერია მოძრაობის განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, ბრალდებული სსკ 126-ე მუხლით დააკავეს და სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

    თანასწორობის მოძრაობა აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ქალი ინცინდენტის შემდეგ იძულებული გახდა, სამუშაო დაეტოვებინა, რადგან ,,სპარში” არ არსებობს დაცვა მსგავსი შემთხვევებისთვის.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8603 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8603 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0231 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0293 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველო მიიღოს ალიანსში- ლუკ კოფი

    ,,ჰერითიჯის ფონდის“ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის, ლუკ კოფის აზრით, ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის პრემიერ-მინისტრის რჩევა და საქართველო ალიანსში მიიღოს.

    ლუკა კოფი Trtworld-ზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს საქართველოს ევროპულ კურსზე და იმ რეფორმებზე, რომლითაც ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება და დემოკრატიის დამკვიდრება ხდება. კოფის თქმით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება.

    „საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი… რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“,- წერს ლუკ კოფი.

    ცნობისთვის, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მევლეთ ჩავუშოღლუმ ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ NATO-ს სჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.

  • რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

    62 წლის ასაკში, რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ზაზა ხალვაში რამდენიმე ცნობილი ფილმისა და სერიალის რეჟისორია, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “ნამე” და “მგლების ხორუმი”.

    ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.

    რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

  • ხელისუფლება აგრძელებს ბავშვების ხოცვას-სააკაშვილი (ვიდეო)

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

    “იმ პირობებში როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს მხოლოდ თავისი ხეების გადატანაზე-გადარგვაზე და გზების გაყვანაზე ამ ხეებისთვის, იმ პირობებში როცა დახარჯა  100 მილიონ ლარზე მეტი მარტო გასულ წელს თავის ბინძურ პროპაგანდაზე ფეისბუქ ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად, მათ ვერ იპოვეს რამდენიმე ასეული ლარი ამ გაუბედურებული ოაჯხის დასახმარებლად და რეალურად სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია, იმიტომ რომ როცა ხელისუფლება იპარავს აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის”-აღნიშნავს სააკაშვილი.

    სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს გაეროს მონაცემებით, სიღარიბე მინიმუმ 2-ჯერ იყო შემცირებული, ხოლო უნისეფის კვლევებით, ბავშვთა სიკვდილიანობა 3-ჯერ შემცირდა.

    “ყველაფერი წაიღეს სახლში და აგრზელებენ საქართველოს ძარცვას, ამათ პირობებში სიღარიბე გაიზარდა მინიმუმ 2-ჯერ. ეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას”-აცხადებს საქართველოს ესქპრეზიდენტი.

  • რა ქონებას ფლობს რევაზ არველაძე, რომელსაც არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ

    ქართული ოცნების დეპუტატს, რევაზ არველაძეს არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. მისი თქმით, თუ ვინმე შიმშილობს, ,,ესე იგი ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”. 

    დეპუტატის მიერ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ მის საკუთრებაშია: 

    • $270 000 ღირებულების ბინა აბაშიძის ქუჩაზე, 145 კვ.მ . – ბინის 50%-იანი წილის მფლობელი რევაზ არველაძეა, ხოლო თანამესაკუთრე დავით არველაძე. შეძენილია 2016 წელს;
    • საცხოვრებელი სახლი ახმეტაში, 212 კვ.მ. – სახლი არველაძემ მემკვიდრეობით მიიღო;
    • არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძეზე, 10 კვ.მ. – შეძენილია 2016 წელს. თანამესაკუთრე დავით არველაძეა;
    • მიწის ნაკვეთი ახმეტაში 1200 კვ.მ – მემკვიდრეობით მიიღო;
    • მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 1500 კვ.მ – მიიღო მიწის განაწილებით;
    • მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 900 კვ.მ – მიიღო მიწის განაწილებით .

    გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს Toyota Land Cruiser Prado 2014-ს, ავტომობილი 2015 წელს 54000 დოლარადაა შეძენილი. ასევე, ჰყავს Mercedes ML 320 , რომელიც 2008 წელს 15 ათას დოლარად იყიდა. 

    არველაძემ 2019 წელს შეიძინა ფასიანი ქაღალდიც, რომლის ნომინალია 127 000 USD. 

    დეპუტატმა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 50 344 ლარი.

  • „შოკურ მდგომაროებაშია“ – ბაღდათში, ტრაგედიის შემდეგ ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა

    ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ოჯახის ახლობელი გურამ გორგოძე ამბობს, იმედა გოტოგოძე წუხელ პოლიციამ შეაკავა და ახლობლებმა ის სოფელში წაიყვანეს.

    „წუხელ ეს ყველაფერი, რომ მოხდა გონზე არ იყო. თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი და ბიძაშვილთან, სოფელ წითელხევში წაიყვანა. ახლაც შოკურ მდომარეობაშია, საუბარი არ შეუძლია, – ამბობს ოჯახის ახლობელი გურამ გორგოძე.

    შეგახსენებთ, რომ ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 4 მცირეწლოვანი ბავშვია.