Category: არქივი

  • ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა- მდინარაძე

    ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეუთო/ოდირმა ოპოზიცია მძიმედ დატუქსა, რადგან თქვა, რომ ის ვერ განსაზღვრავს საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობის საკითხს.

    მისი თქმით, თუ ოდირი ამბობს, რომ ვერ გაარჩევს ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას, მაშინ ვერც იმას დაწერდა, არის თუ არა მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისი. მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია არაკომპეტენტურია, რაც ქვეყნისთვის უხერხულია.

    ,,თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“,- ამბობს მდინარაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, ოდირმა თქვა, რომ ყველა საარჩენო მოდელი ლეგიტიმურია და ის სახელმწიფოს ასარჩევია.

    „ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, რა თქმა უნდა, მითითება იყო შიდაკონსენსუსთან დაკავშირებით, მითითება იყო გარკვეულ ხარვეზებზე“,- აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.

    დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”.

    ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება “უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.

  • უგულავას დაცვის მხარე მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს

    ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე დაცვის მხარე მოსამართელ შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს. მათ შესაბამისი შუამდგომლობა უკვე დააყენეს.

    ამის მიზეზად ადვოკატი ბექა ბასილაია იმას ასახელებს, რომ შალვა თადუმაძე გიგი უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

    ,,შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ,ფაქტობრივად, ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის მიმდინარეობისას სააპელაციო სასამართლოში და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში შალვა თადუმაძე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური ტესტით ის ვერ იქნება მიუკერძოებელი მსაჯული უგულავას საქმის განხილვისას”,- ამბობს ბექა ბასილაია. 

    ბასიალაია აღნიშნავს, რომ აცილების სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

    პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

    2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას ამ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი უგულავას მოხდილად ჩაუთვალა.

    ბექა ბასიალაიას განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო. მოსამართლე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს.

  • ოპოზიციამ ოდირისგან მიიღო პასუხი, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა მათი პრეროგატივა არ არის- კობახიძე

    ,,ოპოზიციამ ოდირისგან მიიღო პასუხი, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა მათი პრეროგატივა არ არის”,- ასე ეხმიანება ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ოპოზიციამ გუშინ მიიღო.

    ქართული ოცნების წევრის თქმით, ამ დასკვნით ოპოზიციის არაკომპეტენტურობა დასტურდება, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციურია. 

    კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველი იმით, რომ კანონპროექტი ეუთო/ოდირში გააგზავნინა.

    ,,ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო, ამაზე როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა ოდირმა ოპოზიციას. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ამაშიც არიან უნიათოები”,- ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ დასკვნის მიხედვით, საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.

    გუშინ, ოპოზიციამ ეუთო/ოდირის დასკვნა მიიღო იმასთან დააკავშირებით, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას ე.წ. გერმანული მოდელი. ოპოზიციის განმარტებით, ოდირის დასკვნით ირკვევა, რომ ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კონსტიტუციას. ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ მოდელზე გადასვლას სჭირდება ორგანული კანონის ცვლილება და უბრალო უმრავლესობა, შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილება რომ ჭირდებოდეს, ამას აუცილებლად მიუთითებდნენ.

    დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება ,,უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს”.

    ,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”, — წერია დოკუმენტში.

    ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციამ მას შემდეგ შესთავაზა ხელისუფლებას, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

  • იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

    იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

    “დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5- ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, – განაცხადა გახარიამ.

  • გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა  “ტვ პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

    მარგველაშვილის თქმით, ამის ალბათობა  განაპირობა ვაშინგტონიდან გამოგზავნილმა წერილებმა. მარგველაშვილი მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.

  • რიყის დოქების გასაყიდად აუქციონი გამოცხადდა

    რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომელიც ერთ თვეში დასრულდება.

    რიყის დოქების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარია და მყიდველი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში შექმნას მრავალფუნქციური კომპლექსი, რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრით , საგამოფენო, საკონფერენციო სივრცით ან შექმნას სასტუმრო და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

    აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო, 6 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

    “თელასის” ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის და ბუაჩიძი ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, თემქის, ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზის, დეკანოზიშვილის და აჩაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ახმეტის, თელავის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • სტამბოლში თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავარდა და სამ ნაწილად გადატყდა (ვიდეო)

    თურქეთში, სტამბოლში საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში ,,პეგასუს”-ის ავიახაზების ბოინგი დაშვებისას ბილიკიდან გადავარდა და სამ ნაწილად გადატყდა. დაშავებულია 120 ადამიანი.

    CNN-ის ინფორმაციით, ბოინგში სულ 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

    თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    თვითმფრინავს დაშვებისას ხანძარი გაუჩნდა.

    აეროპორტი უბედური შემთხვევის შემდეგ დროებით დახურულია. 

  • ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია- მდინარაძე ეუთოს დასკვნაზე

    ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ ფიქრობს, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა შეუძლებელია და ოპოზიცია ხალხის მოტყუებას ცდილობს.

    მდინარაძის განცხადებით, ეუთოს დასკვნაში არ წერია, რომ მოდელი კონსტიტუციურია, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე საუბარი მანიპულაციაა.

    ,,ეუთო/ოდირ-ის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი აპირებენ ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რის უფლებასაც ნამდვილად არ მივცემთ, იურისტები ვართ და აქაც შეგვიძლია რაღაცების კითხვა. მთელ საზოგადოებას აინტერესებს გაგზავნილი იყო, თუ არა “გერმანული მოდელი” ეუთო/ოდირ-ში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ “გერმანული მოდელი” არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვებით მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, რომ “გერმანული მოდელი”, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია, რომ სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

    ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ეუთოსგან პასუხი მიიღო. ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

  • ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

    ბათუმში, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გამსახურდიას და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მოხდა.

    ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

    ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.