Category: არქივი

  • ირაკლი შოთაძემ საფუძველი ჩაუყარა სამართლიანობის აღდგენას საქართველოში- გია გაჩეჩილაძე

    “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან მან საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ჩაუყარა საფუძველი. მისივე აზრით, შოთაძე პროფესიონალია და დიდი გამოცდილება აქვს.

    გაჩეჩილაძეს შოთაძის მიერ სამართლიანობის აღდგენის არგუმენტად იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნა მოჰყვას.

    ,,მარტო იმიტომ დავუჭერ შოთაძეს მხარს, რომ ჩემი მეგობრის, იურა ვაზაგაშვილის საქმე გახსნა, რომელიც სასაფლაოზე, თავის შვილის საფლავზე ააფეთქეს. და ვინ ააფეთქა თქვენ კარგად იცით და ვისი წევრი იყო ის, ვინც ზის ახლა ციხეში ამის გამო. ამიტომ მაგათ გამართლებას არ გირჩევთ, იმიტომ, რომ ეს არის მკვლელების და დამნაშავეების ჯგუფი “,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

    ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, ისინი მას მხარს დაუჭერენ, ოპოზიცია კი მისი დანიშვნის წინააღმდეგია. 

  • თბილისში არასრულწლოვნებმა საიუველირო მაღაზია გაქურდეს

    თბილისში არასრულწლოვნებმა საიუველირო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა პეკინის გამზირზე მოხდა. არასრულწლოვნებმა ჯერ შუშის კარი ქვით შეამტვრიეს, შემდეგ კი მაღაზიაში შეაღწიეს. მაღაზიიდან წაღებულია ძვირფასი სამკაულები.

    ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის 10 ათასობით ლარს აღწევს. 

  • ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური გამოქვეყნებულ ფოტოს ტექნიკური ხარვეზით ხსნის

    ლაგოდეხის მერიის პრესამსახურის განცხადებით, მერის მიერ ატვირთული ფოტო, სადაც ის საგზაო სამუშაოებზე ფოტოშოპით იყო ჩასმული, ტექნიკური ხარვეზი იყო.

    ,,არ ვიცით, ვინ რა გააკეთა, ჩვენი სამსახურის ტექნიკური ხარვეზი უფრო მგონია. ალბათ, ინფორმაციაზე მუშაობის პროცესში დაგვემართა, რომელიც მალევე გამოვასწორეთ”,- ამბობს პრესსამსახურის თანამშრომელი.

    თავად მერი, ჯონდო მდივნიშვილი აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული.

    ,,გაერთოს ხალხი, გაერთონ ის ადამიანები, ვინც ფიქრობს რომ ეგ (ფოტო) გასართობია და საინტერესოა”,- ამბობს მდივნიშვილი.

    რამდენიმე საათის წინ ლაგოდეხის მერმა ,,ფეისბუკ” გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც მისი თავი საგზაო სამუშაოების ამსახველ ფოტოზე ფოტოშოპით არის ჩასმული. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მდივნიშვილმა საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

    ამ ფაქტს ,,ფეისბუქზე” დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასზე ახალი, არაერთი სასაცილო ფოტო შეიქმნა.

  • საქართველოში ამინდი გაუარესდება

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს,მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

    ზღვაზე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

  • გორთან, ავტობანზე ტრაილერი ამობრუნდა

    გორთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი, რომელიც ლითონის კონსტრუქციებით იყო დატვირთული, ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მომხდარის სავარაუდო გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული ზომა და წონა გახდა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ინდოელმა კაცმა ისანში საკუთარი მკვლელობა გადაიღო (ვიდეო)

    ინდოელმა კაცმა ისანში საკუთარი მკვლელობა გადაიღო. ვიდეოს „რუსთავი2“ ავრცელებს.

    ფაქტზე შსს-მ მოკლულის მეზობელი დააკავა. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის. ამასთან ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავემ მათ სიძეს სამჯერ ესროლა.

    ცნობისთვის, გუშინ, დოდაშვილის ქუჩაზე ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    {{VIDEO}}

  • საპროკურორო საბჭო გენერალურ პროკურორად პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს

    საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

    გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

    საქართველოს გენერალური პროკურორობის შესახებ განაცხადი თავდაპირველად, 17-მა პირმა შეიტანა, რომელთაგან ორმა კანდიდატურა მოხსნა. 6 თებერვლის სხდომაზე საპროკურორო საბჭომ დარჩენილ 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოავლინა. საბჭოს მხრიდან ირაკლი შოთაძემ მიიღო 10 ხმა , სოფიო შენგელიამ – 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ – 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა.

    გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.  პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

  • ლაგოდეხის მერმა სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოში თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა

    iTV.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

    როგორც Facebook-ის მომხმარებლები წერენ, მერმა ფოტო პირად გვერდზე განათავსა, მომხმარებლების რეაქციის შემდეგ კი წაშალა.

    მათი ინფორმაციით, ფოტოს ორიგინალი, რომლიდანაც მერის სხეული ამოჭრეს, ასე გამოიყურება: 

    ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა და მერის სასაცილო, დამონტაჟებული ფოტოებიც გამოჩნდა.

  • თიბისის და MY.GE-ს ინიციატივით საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი იქმნება

    თიბისის პროგრამა “სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge იქმნება.

    ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ.

    სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.

    “სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:

    • საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
    • გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
    • ონლაინ გადახდები და განვადება;
    • კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
    • ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
    • დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
    • ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.

    ახალი ონლაინ სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.

    პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE-ს და პროგრამა “სტარტაპერის” წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.

    Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/ .

    საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports.

    თიბისის პროგრამა “სტარტაპერის” მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას.