Category: არქივი

  • კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა

    კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    კორონავირუსით  სულ 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

    დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. 

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ანაკლიის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ბარამიძის, ტყიბულის, ჟღენტის, გიორგი ირემაშვილის, ჩარგლის, მაღალაშვილის, ხვანჭკარის, ჟინვალის, ჭოპორტის და ლიახვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ხუთწლედის, ეკა ბეჟანიშვილის, ხვინგიას, დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ლერწმის, მალხაზის, მანავის, ამილახვარის და აბრამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, სირაძის, შირაქის და შორაპნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, აფხაზეთის, აჭარის, ზაზიშვილის, მარუაშვილის და სარკინეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “ ვანოს ადგილზე დავტკბებოდი შვილებთან ყოფნით, ვიმოგზაურებდი,გავიხედავდი, გამოვიხედავდი“–სააკაშვილი მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

    მიხეილ სააკაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის ახალ შტაბს ჩაუდგება სათავეში. შეკითხვა ამის შესახებ სააკაშვილს ნიკა გვარამიამ მის გადაცემაში დაუსვა. ვანო მერაბიშვილი ციხიდან ათ დღეში გამოდის. სააკაშვილი ამბობს, რომ ჯობს ვანო მერაბიშვილმა ცოტა ხანს დაისვენოს:

    “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტთ ჩვენ ტექნიკურ საკითხებს. არანაირ თანამდებობას არ ითხოვს უსასყიდლოდ მუშაობს.

    ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ, სუფთა იდეოლოგიურად მე და ადგილზე ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა.

    რაც შეეხება ვანოს. ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს: მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთ ამ წუთში. ეს კაცი ამდენი წელი ზის იქა მხოლდო იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაც ვიღაცეებმა იკადრეს. ამიტომ მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. მე ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დავუშვით ჩვენ მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ თუ არა ეს გადაცდომები შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, მარა შეიძლება ესეც არ ყოფილიყო ბოლომდე შემაკავებელი, ხელში ჩაეგდო ბოლომდე და ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად დუქნად.

    მაქვს ჩემი პირადი ემოცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს ასეთი აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, და მე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას. პირდაპირ თავით გადაშვება, იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა ალბათ არ იქნება სწორი. მაგრამ მე ვანო არ ვარ და მის ნაცვლად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს მექნება საშუალება მას შევხვდე, დიდი მადლობა ვუთხრა პირადი გამბედაობისთვის, გავიხსენოთ ძველი დროები, მათ შორის შეცდომები, რომლებიც იქნა გაკეთებული, მაგრამ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, და მომავალში გახედვა ნიშნავს ახალი ხალხისთვის შანსის მიცემას და არა ტრიალს ერთი და იგივე ხალხის წრეზე.“ – განაცხადა სააკაშვილმა.

  • “შექმენით იმის მეათედი რაც მე შევქმენი და მერე გამომაცხადეთ წარსულად ” – სააკაშვილი

    “იმათ ჩემთან კი არ აქვთ პრობლემა, იმათ პრობლემა აქვთ ქართველ ხალხთან… იძახიან სააკაშვილი არის წარსული. შექმენით ჯერ იმის მეათედი რაც შექმნა სააკაშვილმა და მერე გამომაცხადეთ წარსულად, ”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

    სააკაშვილი მთავარ აქცენტებში მომავლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მთელ მართლმადიდებელ სამყაროში მას უკავშირდება.

    “ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, მან ძალიან კარგად იცის რა საფრთხეს წარმოვადგენ მისთვის და მთავარი ჩემი ძალა არის იმაში, რომ ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში და მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში. ეს არის სიმართლე,”- ამბობს სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

  • საფრანგეთის სანაპიროზე ვილას მყიდულობდნენ, მე ვუთხარი, რომ ბიბლიოთეკა მჭირდება – სააკაშვილი

    საფრანგეთის სანაპიროზე ვილას მყიდულობდნენ, მე ვუთხარი, რომ ბიბლიოთეკა მჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.

    „როცა საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებდი, როცა მე შემომთავაზეს ჩემთვის სადმე სახლი ეყიდათ, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, მე ვუთხარი ჩემს მეგობრებს, ბიზნესმენებს, რომ მე არ მჭირდება არანაირი ძვირი ვილა არსად, არანაირი ვილა, მე მჭირდება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“, – ამბობს სააკაშვილი.

    “ვხსნი ჩემს პირად შტაბს. გადავწყვიტე ღიად, აქტიურად ჩავერთო ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად“ –სააკაშვილი

  • სკანდალური კადრები ციხის საკნიდან – ვიდეო, რომლის მიხედვითაც რურუას დნმ ძალის გამოყენებით აიღეს

    გიორგი რურუას საკნიდან გამომძიებლებმა დნმ-ისთვის ნივთები ძალის გამოყენებიტ აიღეს. ამის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს. 

    2020 წლის სამი იანვრით დათარიღებულ ვიდეოში ჩანს, რომ რურუას რამდენიმე ადამიანი აკავებს, რა დროსაც ერთ-ერთი გამომძიებელი საკნიდან იღებს ბალიშის პირს, კბილის ჯაგრისს, თეთრეულსა და პირსახოცს.

    როგორც რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ამ კადრებიდან იკვეთება, რომ ოქმი არ შემდგარა და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ გადაუციათ რაიმე დოკუმენტი.

    “აქამდე ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 18 ნოემბერს, გიორგის დაკავების დღეს, გააყალბეს პირადი ჩხრეკის ოქმი და ასეთი ოქმი ადგილზე არ შედგენილა იმიტომ, რომ ასეთი ჩხრეკა არ მომხდარა და პოლიციის შენობაში მოხდა ოქმის შევსება. აქამდე ეს პოზიცია დასტურდებოდა მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით. ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა შემთხვევაში, 3 იანვარს პოლიციამ გააკეთა ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამდით”,განაცხადა საძაგლიშვილმა.

    გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

  • “ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი”- ოქრუაშვილი

    პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი   ე.წ. “მატროსოვის” ციხიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს.

    “ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.
    ისტორია მეორდება. უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

    9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამრთლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9 თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.
    ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.

    ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?“, გეტყვით – გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა – შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.

    ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.

    ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე.”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • კორონავირუსით საფრანგეთში 5 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ერთი ბავშვია

    ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა საფრანგეთში. კორონა ვირუსი ბრიტანეთის 5 მოქალაქეს დაუდგინდა. დაავადებულები რგენობლის, ლიონის და სანტ ეტიენის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველა პაციენტი ერთი ადამიანისგან დაინფიცირდა, რომელიც სინგაპურიდან ჩამოვიდა.  ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ისვენებდნენ, ინფიცირებულთა შორის 1 ბავშვია.

    ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა.

    დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის ჯამში 814–ს შეადგენს. უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

    ვირუსმა იფეთქა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზეც, სადაც თავდაპირველად მხოლოდ 1 დაინფიცირებული იყო. ახლა ვირუსს გემზე 70 ადამიანი ებრძვის. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებიან.

  • ჩინეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

    საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ფრენების არარსებობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში „ფლაი დუბაის“ რეისით ჩამოფრიდნენ.

    ჩინეთიდან მათი ტრანსპორტირება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

  • ჯარისკაცი, რომელმაც ტაილანდის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციისას მოკლეს

    სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ ქალაქში ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ბოლო მონაცემებით, ჯარისკაცის თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაშავდა.

    “ეს ტაილანდისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მინდა, რომ ეს უკანასკნელი იყოს”, –  განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პრაიუთ ჩან-ოჩამ.

    8 თებერვალს უმცროსმა ოფიცერმა, ჯაკრაფანთ თომამ ჯერ საკუთარი მეთაური მოკლა, შემდეგ სამხედრო ბაზიდან იარაღი და საბრძოლო მასალა მოიპარა. გზაში მან ქალაქის რამდენიმე ობიექტს ესროლა და საბოლოოდ სავაჭრო ცენტრ Terminal 21-ში მივიდა.