Category: არქივი

  • “მთავრობის კრიტიკის დრო მოვა, როცა ერთად დავამარცხებთ პანდემიას“– მარგველაშვილის მიმართვა

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქ გვერდზე მოწოდებას აქვეყნებს:

    “- მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
    – მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
    – მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“– წერს გიორგი მარგველაშვილი.

  • ვთხოვ თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არ შეურაცხყოფს არავის რწმენას- კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები რწმენას არ შეურაცხყოფს.

    ის საზოგადოებასაც მიმართავს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან.

    ,,მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას… ჩვენს ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით.

    ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა… მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე”, — განაცხადა კახა კალაძემ

  • ინკასოებს უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახდებს- მაჭავარიანი ,,ტვ პირველსა” და ,,მთავარ არხზე”

    ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ,,მთავარი არხისა” და ,,ტვ პირველის” ანგარიშზებზე ინკასოს დადებას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა.

    მინისტრი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ეს ტელევიზიები არ იხდიან გადასახადებს, მისი ამოღება კი ინკასოს დადების გზით ხერხდება.

    „ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

    შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ,,მთავარ არხსა” და ,, ტვ პირველს” ინკასო დაადეს.

  • მეც არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო წარმოების პირბადეები პირველ რიგში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ.

    ,,მეც კი არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები. ამ კატეგორიაში უკვე ორშაბათიდან დავიწყებთ დარიგებას,” – თქვა თურნავამ.

    მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანენ და საკარანტინო სივრცეებს შესთავაზებენ.

    ,,გადავწყვიტეთ, ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა წერტილიდან, ევროპიდან, ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის მიხედვით ჩამოვიყვანოთ. ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ისე უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ მზად ვიყოთ და საკარანტინო სივრცეები შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი ვინც ორგანიზებულად ჩამოგვყავს, არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის”,- განაცხადა მინისტრმა.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 54 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პაციენტი.

  • ილოცეთ სახლებში – ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს

    ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ტაძრებში არ მივიდნენ და სახლებში ილოცონ.

    ,,ეს არ არის ღვთისმსახურების უარყოფა, ეს შინაგანი მსხვერპლია, რომელიც გაღებულია იმისათვის, რომ დავიცვათ სხვა მორწმუნეთა ჯანმრთელობა. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლებში. ჩვენ, ქრისტიანი მწყემსები, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის უფლის სახლში ვილოცებთ”- განაცხადა ეკლესიის ლიდერმა.

    კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში აიკრძალა მოსახლეობის თავშეყრა, დაიხურა პარკები და მოედნები. აიკრძალა არა აუცილებელი გადაადგილება ქალაქებს შორის. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, რესტორნები და ბარები.

  • მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება ქვეყანაში- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძემ თქმით, ეჩვენება, რომ საქართველოში მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება.

    იმნაძე ამბობს, რომ ურწმუნო მორწმუნეს ვერ გაუგებს, რადგან ცხოვრებას განსხვავებულად უყურებენ.

    ,,მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა, იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო დევნისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას.

    კომუნისტების დროს იყო მებრძოლ-ღვთისმგმობავთა კავშირი და იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა.

    საავადმყოფო ავიღოთ მაგალითად, სადაც მოთავსებულია ათი პაციენტი. ავკრძალოთ 10 პაციენტის დაწოლა ერთ პალატაში? ამას სხვანაირად უნდა მივუდგეთ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

    წმინდა სინოდის 20 მარტის განჩინებით, ერთი კოვზით ზიარების წესი უცვლელი დარჩა.

    22 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საპატრიარქოში ამბობენ, რომ საკვირაო წირვას მაინც ჩაატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია ერთ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

    პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

  • საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, მრევლს ავუხსნით, რომ დისტანცია დაიცვან- დეკანოზი ჯაღმაიძე

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ხვალ საკვირაო ლოცვა ჩატარდება და ეცდებიან, მრევლს აუხსნან, რომ ტაძარში დისტანცია დაიცვან.

    მისი თქმით, 10 ადამიანის შეკრების აკრძალვა ალოგიკურია, რადგან 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზეა საუბარი.

    ,,ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა. ჩვენ როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, ჩვენ იქ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი.

    [22 მარტს] საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომ დაიცვან დისტანცია. ვიზრუნებთ მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან.

    სრულიად ალოგიკური არის, რომ 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან”,- ამბობს დეკანოზი.

    ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჟიმის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის ერთი სივრცეში შეკრება.

  • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 12 962-ია.

    ვირუსისგან განიკურნა 94 639 ადამიანი.

    ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტი ევროპაა, განსაკუთრებით კი იტალია. იქ ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის პიკშია ესპანეთიც, სადაც 1 დღე-ღამეში კორონავირუსით 285 ადამიანი დაიღუპა, 3800-ზე მეტ პაციენტს კი ვირუსი დაუდასტურდა.

    საქართველოში COVID 19-ის 49 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 5 დღეს დაფიქსირდა. ქვეყანაში დღეს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა. ამ რეჟიმში საქართველო 1 თვის განმავლობაში იქნება.

  • დაპირისპირება პარლამენტში – ჭიჭინაძემ მიკროფონი მოგლიჯა და ვიქტორ ჯაფარიძეზე გაიწია (ვიდეო)

    საქართველოს პარლამენტში, სადაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მსჯელობენ, დაპირისპირება მოხდა.

    „იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

    მოულოდნელად, ჭიჭინაძემ მიკროფონი მოგლიჯა და ვიქტორ ჯაფარიძეზე გაიწია.

  • “საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? დაუშვებელია საგანგებო შეეხოს მორწმუნე ადამიანს”- ალექსანდრე ერქვანია ( ვიდეო )

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი წინააღმდეგ გამოდის, რომ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა აღდგომის დღესასწაულს დაემთხვას, რომელიც 19 აპრილსაა.

    “დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეეზღუდოთ წირვა-ლოცვაზე დასწრება. წამოუდგენელია ასეთი განსაცდელის დროს მოსახლეობას აუკრძალო წირვა-ლოცვაზე დასწრება, ტაძრებშუ სიარული და აღდგომის დღესასწაულზე გამოკეტოთ სახლში. რას ეუბნებით ხალხს, რომ ღმერთი არა არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? თუ ეს ხელისუფლების პასუხია წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. არ შეიძლება ამის გაკეთება”, –  განაცხადა ერქვანიამ. 

    {{VIDEO}}