Category: არქივი

  • მორწმუნე რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია ეკლესიაში სიარულით გადარჩეს, არ არის მორწმუნე – იტალიელი ჟურნალისტის მიმართვა ქართველებს

    იტალიელი ჟურნალისტი რობერტო ალესი,  გიორგი გაბუნიას გადაცემა პოსტფაქტუმში  აცხადებს, რომ იტალიაში ძალიან ბევრი სასულიერო პირია გარდაცვლილი, მიუხედავად იმისა რომ ეკლესიები დაკეტილი არ არის იქ მაინც არავინ დადის. აკრძალულია 2 ზე მეტი ადამიანის ერთად ყოფნა და ცხოვრება მკაცრ წესებში უწევთ.

    “მორწმუნე რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია ეკლესიაში სიარულით გადარჩეს, არ არის მორწმუნე. ისტორიასაც ბევრი აქვს ასეთი მაგალითი, როდესაც ჟამიანობის დროს ადამიანები ეკლესიაში მიდიოდნენ ავადმყოფობისგან დასაცავად და პირიქით ხდებოდა, ამ დროს კიდევ უფრო ავადდებოდნენ. ძალიან ბევრი სასულიერო პირია იტალიაში გარდაცვლილი.. ძალიან ბევრი.  ის რომ ეკლესიაში არ დავდივარ ჩემთვის დიდი მსხვერპლია მარა ამ მსხვერპლს ღმერთი მოითხოვს, რომ ოჯახებს გავუფრთხილდე. იტალიაში ეკლესიბი დახურული არ არის მაგრამ იქ არავინ მიდის და ყველა სახლში ვლოცულობთ.”- განაცხადა რობერტო ალესიმ გიორგი გაბუნიასთან.

  • როცა მასობრივ თავშეყრის ადგილებზე მივდივართ, არ ნიშნავს რომ გმირები ვართ – გიორგი გახარია

    როცა ჩვენ მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს

    “როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გვერდით არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლესა და ოჯახის წევრებს.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • “სიტუაცია საკმაოდ რთულია“– მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად ცხადდება

    მარნეულის და ბოლნისის რაიონებში მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.  ამის შესახებ პრემიერმა გახარიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზი ვირუსის უკონტროლო გავრცელებაა, რაც მასობრივი თავშეყრის ღონისძიებას უკავშირდება. ამ რაიონებში შესვლა და გადაადგილება მკაცრად იქნება გაკონტროლებული.

    იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად იქნება ნებადართული.

    მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

    ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.

    მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

    “ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“,- განაცხადა გახარიამ.

    კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“.ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.

    „კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 8 – მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

    „პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ.

    მისივე თქმით, „საოცარი სანანახვი იყო, ის, როცა რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის პასუხები მიიღეს.“

    კითხვაზე, ანუ, უკვე გვყავს ოთხი გამოჯაჯნმრთელებული ადამიანი საქართველოში, მარინა ენდელაძემ უპასუხა, რომ „არამარტო ოთხი“.

    „მე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდეიმე ხვალაც გაეწერება, დღეს მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, 3-ს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ „ფორმულას“ ეთერში.

  • საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია- ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ნაწილი კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.

    ,,მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის – დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე, ვთქვათ, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა”,- ამბობს ცერცვაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან ეკლესიას თავისი წესები აქვს.

    ,,ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს საგანგებო მდგომარეობის და 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში საკვირაო ლოცვა ჩატარდა.

  • აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8594 ადამიანს დაუდგინდა, 89 დაიღუპა

    აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8594-ით გაიზარდა, 89 ადამიანი კი გარდაიცვალა.

    ინფიცირების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც დღე-ღამეში ჩინეთს გარეთ დადასტურებულა, თუმცა ლეტალობა პროცენტულად სხვა ქვეყნებზე მცირეა.

    რაც შეეხება იტალიას, იქ ბოლო დღე-ღამეში 5560 ადამიანი დაინფიცირდა, 651 კი გარდაიცვალა.

    საქართველოში დღეს დამატებით 5 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო ჯამში COVID 19-ით 54 ინფიცირებულია ქვეყანაში, მათგან 3-ის მდგომარეობა რთულია.

  • კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია- გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპროტირებული შემთხვევაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    „ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

    უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”,- ამბობს გამყრელიძე.

    მისივე განცხადებით, საავადმყოფოში, სადაც პაციენტი იმყოფება, კარანტინია გამოცხადებული, მედპერსონას კი ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგებისგან რჩევები მიეცა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში COVID 19-ის 54 დადასტურებული შემთხვევააა, მათგან 3 გამოჯანმრთელდა, 3-ის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში ამჟამად 2693 ადამიანი, ხოლო კარანტინში – 2956.

  • ვენის და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, გაუქმდა

    ავიაკომპანია აირზენა – საქართველოს ავიახაზების მიერ დაგეგმილი ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა. უცნობია, რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.

    ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

    „ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი მიმართულებით შევასრულოთ რეისები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მითითება. ამ რეგულარული რეისებიდან ნებართვა გვაქვს ხვალ ბერლინზე, არ გვაქვს ნებართვა დღეს ვენაზე, ხვალ არ გვაქვს ნებართვა ამსტერდამზე და ზეგ არ გვაქვს ნებართვა პარიზზე. ჩვენ რეგულარული რეისების შესასრულებლად ვიყავით მზად და ახლაც ვართ. შეგვიძლია ახლავე გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ“, – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის დირექტორი რომან ბოკერია.

    საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ დაგეგმილი რეისის გამო ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ასეულობით კილომეტრი გაიარეს ვენამდე და ამსტერდამამდე, ახლა კი აღარ იციან რა ბედი ელით. ისინი ვერც აეროპორტიდან გადიან და ვერც სამშობლოში ბრუნდებიან.

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაონ.

    „მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ქართული ავიაკომპანიის „აირზენას“ მიმართ. ჩვენ აუცილებლად კოორდინირებულად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანიასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ზალკალიანმა. 

    ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რადგან  ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან  უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით.“ ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორიც იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო უსაფრთხო. ჩვენ გავაუქმეთ საგანგებო ვითარების პირობებში რეისები, შეთანხმება არის, რომ მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება იმ გრაფიკით და იმ თანმიმდევრობით, როგორც იქნება ჩვენთან შეთანხმებული, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას და ამ პროცესის დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს ასე გაგრძელდება და არა რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს დღეს არის მეორე ხარისხოვანი.

    ნათია თურნავას განცხადებით  მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უნდა მოხდეს ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ “დღეს მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.“

    რაც შეეხება ვენასა და ამსტერდამში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, ეკონომიკის მინისტრი არ აკონკრეტებს, რა ბედი ელით მათ.

  • საფრანგეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

    საფრანგეთში COVID 19-ით ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმი იყო. იგი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ქალაქ ლილში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

    საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის შაბათს გარდაიცვალა. ის სხვა დეტალებს მისი ვინაობის შესახებ, ოჯახის გადაწყვეტილების გამო არ ასაჯაროებს.

    საფრანგეთში ამ დროისთვის კორონავირუსს 562 ადამიანი ემსხვერპლა, 14 449 კი ინფიცირებულია.

  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ- კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება მათთვის მნიშვნელოვანია.

    ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვალდებულება და შეთანხმება შესრულდეს.

    ჩვენ დავითვალეთ მაქსიმალურად მჭიდრო ვადები თუ რა დროში იქნება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ეს ვადები გავიარეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ შევჯერდით ყველა ერთად, რომ გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც წესით ვერ უნდა შეუშალოს ხელი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას”,- აცხადებს კობახიძე.

    მისივე განმარტებით, საგანგებო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები სტანდარტული გრაფიკით არ დადიან პარლამენტში, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო მიიღებენ გადაწყვეტილებას.

    შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ორ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ერთი საარჩევნო სისტემას ეხებოდა, რომლის მიხედვით, წლევანდელი საპარალემენტო არჩევნები 120/30 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. რაც შეეხება მეორე მემორანდუმს, ის მართლსაჯულების საკითხს მოიცავს. ოპოზიციის განმარტებით, მმართველ გუნდს შეუთანხმდა, რომ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვიდოდნენ, თუმცა ისინი დღემდე საპატიმროში რჩებიან.