Category: არქივი

  • უგულავა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში – ევროპარლამენტარი

    გიგი უგულავას დაპატიმრებას კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ესპანელმა ნაჩო სანჩეს ამორი ეხმიანება.

    ის ,,ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ უგულავა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, ამიტომ ის არა ციხეში, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

    ,,ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პოლიტიკური განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური რევანშების დიდი გამოცდილება აქვს. დასანანია, რომ წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთერთი საკვანძო ფიგურაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში”,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

    ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.

    უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა და მაიკლ გალერიმ.

  • თბილისში მაცივრის აფეთქებას ხანძარი მოჰყვა

    ხანძარი თბილისში- გვიან ღამით ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მაცივარს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი მთლიან სახლს გადაედო. 

    ინციდენტის დროს ბინაში ერთი ქალი იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა.

  • ფარავანის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    გლდანის რაიონში შეზღუდვა გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას, სანზონის, ზიგზაგის, ბოგვის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 1:07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას და სანზონის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიის და რქაწითელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • დიქტატურის დროს ასე ლოცვა-კურთხევით და პირდაპირი ეთერით ვინ მიდის ციხეში?-ქანთარია უგულავაზე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ქვეყანაში დიქტატურა არ არის, რადგან დიქტატურის პირობებში, ციხეში ლოცვა-კურთხეით და ტელევიზიის პირდაპირ ეთერით არ მიჰყვათ მსჯავრდებული.

    ,,არის ლაპარაკი, რომ ეს დიქტატურაა – დიქტატურის დროს ასეთი რამეები ხდება? ასე ამგზავრებენ ხოლმე, მთელი ლოცვა-კურთხევით და იმით და ამდენი ტელევიზია პირდაპირი ჩართვებით. სად არის ასე? გაქრება კაცი და მერე აღმოჩნდება სხვაგან”,- ამბობს დეპუტატი.

    მისივე თქმით, უგულავა ,,თავხედურობამდე” აქტიური იყო, რის გამოც მისი დაკავება უსიამოვნოა, რადგან გაჩნდება საბაბი, რომ მისი აქტიურობის გამო დააკავეს.

    ,,ადამიანის დაკავება არ არის სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად აქტიურია და თავხედურობამდე აქტიურია. მერე საბაბი შეიძლება გაჩნდეს, რომ, აი, ამიტომ, მისი აქტიურობის გამო მოხდა დაკავება; რომ ჩამოცილება მოხდა ამ პროცესიდან, თორემ ის იზამდა, რასაც იზამდა ანდა სხვებისთვის ეს იყოს დამაშინებელი, რომ სასამართლო იარაღად არ უნდა ვაქციოთ. ამის საბაბი რომ ჩნდება, ეს არის, რა თქმა უნდა, თავისთავად, უსიამოვნო”,- განაცხადა ქანთარიამ ,,პალიტრანიუსის” ეთერში.

    გიგი უგულავას 10 თებერვალს დამატებით 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ოპოზიციამ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნია და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. უგულავას დაჭერას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოების, ისე კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან.

  • გიგი უგულავას დაკავებაზე კრიტიკული პოსტის შემდეგ კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდი აღარ იძებნება

    გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყოფილი პრემიერის ფეისბუქგვერდი აღარ იძებნება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გვერდის გაქრობის მიზეზი.

    ის დღეს გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმარა და ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი დელეგიტიმაცია შეიძლება მოჰყვეს. კვირიკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება.

    გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდის გაქრობა საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ პირველად არ ხდება. მისი გვერდი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგაც წაიშალა. ასევე, წაიშალა 2018 წლის 7 ნოემბერსაც, როდესაც დაპოსტა, რომ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ,,ფასეულობები გადასარჩენია”.

  • ჰამილტონი: ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება

    გაცვლის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ასევე, ამერიკის კონგრესში ქვეყნის მეგობრები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიული რეფორმების გატარება სერიოზულად უნდა აღიქვას. როგორც წარმომადგენელთა პალატიდან, ასევე სენატის გავლენიანი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობდნენ. რა უნდა გააკეთოს თბილისმა ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და რა არის არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი? ამ და სხვა კითხვებით ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორს, არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა მიმართა.

    ბატონო რობერტ, ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ დავოსში ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სასიამოვნოდ მოულოდნელი საჯარო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ დასავლეთმა საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს და რომ რუსეთის გაღიზიანებაზე არ უნდა იფიქროს. რას ნიშნავს ეს განცხადება?

    განცხადების დრო საინტერესოა. ნატოსა და თურქეთს შორის ბოლო წელიწადნახევარში განვითარებული მოვლენები, იმ კითხვასაც კი აჩენდა ზოგჯერ, დარჩება თუ არა თავად თურქეთი ნატოში. თურქეთის ეს პოზიცია თანმიმდევრულია, რადგან წლების მანძილზე ის ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია. დროს რაც შეეხება, ვფიქრობ, თურქეთი ცდილობს დააბალანსოს საკუთარი ურთიერთობა ნატოსთან და რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივესთან. ეს განცხადება, შესაძლოა, ნატოს მოკავშირეებისთვის იმის ხელახალი დადასტურებაა, რომ თურქეთი არა მხოლოდ რჩება ნატოს აქტიურ წევრად, არამედ მისი გაფართოების მომხრეა.

    ეს საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო აზრიც, რომ თურქეთს შესაძლოა სურდეს რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის დამატებითი საკითხი ჰქონდეს და საქართველოს ნატოში გაწევრიანება თემად მაშინ წამოწიოს, როცა რუსეთისგან რამის მიღება მოუნდება. ამაზე რას ფიქრობთ, ეს შეთქმულების თეორიაა, თუ აქვს რამე საფუძველი?

    პატარა ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი მეზობლები ჰყავს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ შეძლება ვინმემ სავაჭრო თემად გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, მე არ ვიფიქრებდი იმას, გაყიდის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში წევრობას რუსეთისგან რაღაცის მისაღებად. ვფიქრობ, რომ თურქეთი ნამდვილად ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, სადაც მათი ინტერესები ყველაფერში არ ემთხვევა. ამასთან, არ მგონია, თურქეთის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის უკან წაღებამ საქართველოსთვის პრაქტიკული შედეგი მოიტანოს, რადგან ეს მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული.

    თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თურქეთს სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა. თურქეთს კი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა სურს და მისთვის უკეთესი იქნება, თუ აღმოსავლეთით ნატოს ბოლო წევრი თვითონ არ იქნება.

    რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?

    ვიტყოდი ეს მნიშნველოვანი, მაგრამ არასაკმარისია. ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის დროს, მე თბილისში, ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. მაშინ იმის გამო, რომ ალიანსმა საქართველოს სამოქმედო გეგმა არ მისცა, მაგრამ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ერთ დღეს გახდებოდნენ, ჩვენ როგორც ჯარში ასევე პოლიტიკურ წრეებში, იმედგაცრუებული დავრჩით. ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია. თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი დაყოლიება მომხდარიყო, ვინც საქართველოს სკეპტიკურად უყურებს და რუსეთის რეაქციის გამო ფრთხილობს.

    ანუ, ვაშინგტონი დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს?

    ჩემი აზრით, კი. დახმარების ოდენობას რომ შევხედოთ, იქნება ეს სამხედრო თუ არასამხედრო, თანხა თითქმის ყოველ წელს იზრდება. სამხედრო დახმარება თუ არ ვცდები 40 მილიონია, არასამხედრო კი, დაახლოებით, 80 მილიონი. ამერიკას ხშირად აკრიტიკებენ დახმარების ერთგვარი მილიტარიზაციის გამო და ამბობენ, რომ დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანას, ძირითადად, თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამაში ამერიკის მთავრობა მთლიანადაა ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი პროგრამა საქართველოში აქვს. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის გრანტის ერთ-ერთი პირველი მიმღები საქართველო იყო. ეს დახმარება უკვე წლების მანძილზე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციასა და კონგრესში საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.

    კონგრესზე ასე ნუ იჩქარებთ. კონგრესიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე ძალიან კრიტიკული წერილი გაუგზავნეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე კონგრესში საქართველოს მეგობრებს ხვდებიან ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად. ორი ქვეყნის ურთიერთობაში – ყოველ შემთხვევაში კონგრესთან – ერთგვარი დაძაბულობა შეინიშნება. რამდენად საშიშია ეს და ეთამაშება თუ არა ქართული მხარე ცეცხლს კონგრესიდან ამ წერილების მიღებით?

    რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?

    ვიტყოდი ეს მნიშნველოვანი, მაგრამ არასაკმარისია. ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის დროს, მე თბილისში, ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. მაშინ იმის გამო, რომ ალიანსმა საქართველოს სამოქმედო გეგმა არ მისცა, მაგრამ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ერთ დღეს გახდებოდნენ, ჩვენ როგორც ჯარში ასევე პოლიტიკურ წრეებში, იმედგაცრუებული დავრჩით. ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია. თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი დაყოლიება მომხდარიყო, ვინც საქართველოს სკეპტიკურად უყურებს და რუსეთის რეაქციის გამო ფრთხილობს.

    ანუ, ვაშინგტონი დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს?

    ჩემი აზრით, კი. დახმარების ოდენობას რომ შევხედოთ, იქნება ეს სამხედრო თუ არასამხედრო, თანხა თითქმის ყოველ წელს იზრდება. სამხედრო დახმარება თუ არ ვცდები 40 მილიონია, არასამხედრო კი, დაახლოებით, 80 მილიონი. ამერიკას ხშირად აკრიტიკებენ დახმარების ერთგვარი მილიტარიზაციის გამო და ამბობენ, რომ დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანას, ძირითადად, თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამაში ამერიკის მთავრობა მთლიანადაა ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი პროგრამა საქართველოში აქვს. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის გრანტის ერთ-ერთი პირველი მიმღები საქართველო იყო. ეს დახმარება უკვე წლების მანძილზე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციასა და კონგრესში საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.

    კონგრესზე ასე ნუ იჩქარებთ. კონგრესიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე ძალიან კრიტიკული წერილი გაუგზავნეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე კონგრესში საქართველოს მეგობრებს ხვდებიან ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად. ორი ქვეყნის ურთიერთობაში – ყოველ შემთხვევაში კონგრესთან – ერთგვარი დაძაბულობა შეინიშნება. რამდენად საშიშია ეს და ეთამაშება თუ არა ქართული მხარე ცეცხლს კონგრესიდან ამ წერილების მიღებით?

    ეს კარგი კითხვაა. ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს – როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად – შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.

    საქართველოს უდიდესი გამოწვევები აქვს. ოქტომბერში არჩევნები მოდის და ქვეყანა უკიდურესად პოლარიზებულია. ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვენ თქვით, რომ წერილები, რომლებსაც კონგრესი საქართველოს მთავრობას უგზავნის, დემოკრატიული უკუსვლის გამოძახილია. სულ ორიოდე წუთი დაგვრჩა და ახლა ამაზე ვისაუბროთ მოკლედ. რაში გამოიხატება ეს უკუსვლა და რის გაკეთება შეიძლება მის შესაცვლელად?

    კონკრეტული შემთხვევები რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება იქნება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, სამთავრობო რესურსების არამართებულად გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, მოქალაქეებისთვის დავალიანების მოხსნა ასევე საარჩევნო პერიოდში… ისეთმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი,“ „პოლიტი პროჯექტი,“ „ეკონომისტი“ და სხვები, რომლებიც ამ მოვლენებს აკვირდებიან, დემოკრატიულ უკუსვლას ამჩნევენ.

    ვფიქრობ, ეს ორი პარალელური პროცესის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა და ეს პროცესები ყოფილ საბჭოთა სივრცეში – ბალტიისპირეთს გარდა – თითქმის ყველგან გვხვდება. ერთი ისაა, რომ თავისუფალი არჩევნების გზით მოდიან მთავრობები და დროთა განმავლობაში სახელმწიფო რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ასევე უფრო და უფრო მიუღებელი ხდებიან ლეგიტიმური ოპოზიციის მიმართ. ამის მაგალითები ვნახეთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც. მეორე, პარალელური პროცესი ისაა, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, უფრო მეტად იცავს საკუთარ უფლებებს და უფრო მეტად ხელმძღვანელობს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, ვიდრე მთავრობა. ის, თუ როგორ დამთავრდება ამ ორი პროცესის ერთმანეთთან შერწყმა, ძალიან საინტერესო იქნება. მე, ცხადია, მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.

    რას ნიშნავს თქვენი აზრით ხალხის გამარჯვება? ხალხმა 2012 წელს გაიმარჯვა და ნაც-მოძრაობის მთავრობა დამარცხდა. მოვლენები, თითქოს წრეზე ვითარდება – არჩევნებიდან არჩევნებამდე.

    საქართველოში არჩევნები საკმარისად თავისუფალი და სამართლიანია და ხალხს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებში, როცა ქვეყანა ნამდვილად იქნება გადასული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხალხს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. როგორც წესი, ძალაუფლების მქონე პარტიებს შერეულ სისტემაში უპირატესობა და ხელისუფლებაში დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მეტად დაბალანსებული პარლამენტის ქონას შეუწყობს ხელს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რთული დასაჯერებელია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არ არის- გალერი უგულავას დაპატიმრებაზე

    ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ,,ტვიტერზე” გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

    გალერის განცხადებით, ეს საფრთხეში აგდებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას.

    ,,საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა”,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

    ,ევროპული საქართველოს” ლიდერს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

    ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.

    უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

  • უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს- დიდი ბრიტანეთის საელჩო

    დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის, ისე დროსთან დაკავშირებით.

    ,,ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
    ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.

    უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

  • ჩამოშორდით, არ გჭირდებათ სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა- მარგველაშვილი ,,ქართული ოცნების” წევრებს

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, ჩამოშორდნენ ,,ქართულ ოცნებას” და არ მიიღონ ,,სოფლის დიქტატურის გაფორმებაში” მონაწილეობა.

    მისი თქმით, საკითხი არ ეხება მხოლოდ უგულავას საქმეს, ესაა არჩევანი საქართველოს დასავლურ თუ ჩრდილოეთის კურსს შორის.

    ,,ეს თუ ასე დარჩა, ჩვენ დასავლეთისკენ გზა აღარ გვაქვს, ერთი გზა გვაქვს ჩრდილოეთით. და ვინც ოცნებობს და ფიქრობს ჩრდილოეთზე და ჰგონიათ, რომ რუსეთი აგვაშენებს, ეგაც ტყუილია, ეს არ იქნება აშენება და ბედნიერება. ეს არის გზა არსაით. მე საერთოდ ვერ ვხვდები, რანაირად უნდა მიიღონ ასეთი სახელმწიფოს აგებაში მონაწილეობა. სახელმწიფოში, რომელშიც ვისაც არ უნდა მონობა, 5 კილო კარტოფილად არჩევნებში მონაწილეობა, ეუბნებიან რომ გაგასახლებთ, პოლიტიკოსებს კი – ხმას ვინც ამოიღებთ, ჩაგსვამთ ციხეში”,- ამბობს მარგველაშვილი.

    მისივე თქმით, ,,ქართული ოცნებაში” ყოფნისას არასდროს დაუშვია, რომ ივანიშვილი სოფლის დიქტატორად გადაიქცეოდა, რადგან მაშინ დასავლეთის კურსიდან გადახვევის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. მარგველაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი სოფლის დიქტატორად მაშინ გადაიქცა, როდესაც იმ ღამეს დაარბიეს და ესროლეს ბავშვებს.