Category: არქივი

  • კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია-სალომე სამადაშვილი

    კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს  -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, იმყოფება სტრასბურგში, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

    “რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”,-წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

  • ახალციხეში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში 45 წლის ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავა.

    ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს – 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    ​პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ​

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

    დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ქუთაისის 20 სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა

    ქუთაისის 20 სკოლაში დღეიდან სწვალის პროცესი შეწყდა. მიზეზი ქუთაისში ბუნებრივი აირის ავარიული გათიშვაა. ქუთაისის დიდი ნაწილი ძლიერ ყინვასი გაზის გარეშე დარჩა. სამუშაოები გუშინდელიდან მოყოლებული მიმდინარეობს, თუმცა როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება უცნობია.

    რაც შეეხება სასწავლო პროცესის აღდგენას, გაცდენილი საათები სკოლაში შაბათ დღეს ანაზღაურდება.

    შგახსენებთ, “სოკარ გაზში” მომხდარი ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს არ მიეწოდებოდა. ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღუდგა.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ბესიკის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, წიკლაურის, ჯანელიძის, თოფურიძის, არალეთის, მექანიზაციის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, შეშელიძის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

    თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

    თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ174–კმ192 (შროშა-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ107 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ28 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ26-კმ33 (ქვაბღა-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ149 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ25-კმ126 (ძეძილეთი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ25 მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი-ძეძილეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ30-კმ171 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.

  • “კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს”- სამადაშვილი

    კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომელიც სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომას ესწრება.

    “რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოთ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ეხლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”,-წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

  • რუსეთის საგარეო უწყება მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციებს მოელის

    საქართველოს ხელისუფლებისგან, 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, პროვოკაციები მოსალოდნელია. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა.

    „თქვენ იცით, რომ საქართველოში არსებობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულება ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე, კანონდარღვევად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით და პატიმრობითაც კი ოთხ წლამდე ვადით“, – განაცხადა კობრინეცმა.

    მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში გამოდის მოწოდებით, რომ ეს კანონი გამოყენებული იყოს ევროსაბჭოს ღონისძიებებისადმი.

    კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები მაისში დაგეგმილი ღონისძიებისას, რუსმა დიპლომატმა დადებითად უპასუხა.

    „ხსენებულ კანონზე – როგორ უნდა გამოიყენონ ის – დაე, თბილისში იმსჯელონ, მაგრამ ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში საქართველოზე, დაკისრებულია ვალდებულება, პირველ რიგში, უზრუნველყოს მონაწილეთა თავისუფალი შესვლა და მუშაობისთვის კომფორტის შექმნა, მეორე – რაც მოცემულ სიტუაციაში გაცილებით არსებითია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება. შეძლებენ თუ არა ჩვენი ქართველი პარტნიორები ამის შესრულებას – დარწმუნებულები არ ვართ“, – განაცხადა კობრინეცმა.

  • რატომ აღარ გავა “თავისუფლების მონიტორის” საგამოძიებო ფილმები “რუსთავი 2-ზე”

    საგამოძებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, “რუსთავი 2-ის” ეთერში აღარ გავა.

    როგორც მედიაჩეკერი წერს, ბოლო ფილმი, “თავისუფლების მონიტორმა” მოამზადა და მაუწყებელში გაგზავნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებას და ბიზნესებს ეხება, თუმცა, გასულ შაბათს ფილმი ეთერში აღარ გავიდა.

    როგორც მედიაჩეკერი წერს, ტელეკომპანიაში საგამოძიებო ფილმების არგაშვების მიზეზად “რუსთავი 2” კონტრაქტის დასრულებას ასახელებს. ბოლო საგამოძიებო 24-ე ფილმი ეთერში 2019 წლის 18 იანვარს გავიდა, რითაც კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობა ამოიწურა.

    “მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კითხვის ნიშნები, გაგრძელდებოდა თუ არა რუსთავი 2-ზე გადაცემა თავისუფლების მონიტორი, რადიო თავისუფლება მზად იყო ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავის მხრივ, საგამოძიებო ფილმი მოამზადა სტუდია მონიტორმაც და ფილმის გასვლამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 29 იანვარს, ტელევიზიას ფილმის სამუშაო ვერსია გაუგზავნა. ფილმი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხებოდა. საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე რადიო თავისუფლებამ სწორედ ამ დროს მიიღო”, –  ამბობს რადიო თავისუფლების მმართველი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი.

    ფილმები “რუსთავი 2-ის” ეთერში სტაბილურად გადიოდა იქამდე, ვიდრე არხის მფლობელები შეიცვლებოდნენ. 

  • განაჩენის გამოცხადებისას რუსმა მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა

    რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვიქტორ სვირიდოვმა მოსკოვში, სასამართლო დარბაზში თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც მას გამოძალვის ბრალდებით განაჩენი გამოუტანეს.  ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს. სვირიდოვმა მოახერხა, რომ სასამართლო დარბაზში იარაღი შეეტანა.

    სვირიდოვს ბრალად ედებოდა, თავისი მოადგილისთვის 10 მილიონი რუბლის გამოძალვა. მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სვირიდოვს კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, რის გამოც, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა.

    მედიის ცნობით, სვირიდოვმა იმიტომ შეძლო იარაღის შეტანა დარბაზში, რომ მეტალ დეტექტორი არ ამოქმედდა.

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 82% უჭერს – ევროპარლამენტარი

    საქართველოს წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია მის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა და სხდომის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

    „საქართველოს მომავალთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის გულთან ახლოს მიმაქვს. როგორც ესტონელ დიპლომატს, კარგად წარმომიდგენია საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზა, თავისი ბენეფიტებითა და გამოწვევებით, რადგან ჩემმა ქვეყანამ იგივე გზა გაიარა. გასულ წელს აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი. ჩვენ უნდა გამოვყოთ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობაში, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სარეკორდოდ ბევრი, 82% უჭერს მხარს. აღნიშნული წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ჩვენი პარლამენტი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მზადყოფნას დიალოგისთვის, რაც გამოიხატება სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი ახალი მომავლისკენ“, – განაცხადა საქართველო-ევროკავშირის საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა და სხდომის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა.

    ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ყველა პოლიტიკურ მხარეს შორის ახლო, გულწრფელი, მეგობრული და დაბალანსებული თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ესტონელ პარლამენტარს ასოცირების შეთანხმების შესრულების საპარლამენტო ზედამხედველობის გაგრძელება მნიშვნელოვნად მიაჩნია და მადლობას უხდის ამ პროცესის ყველა მონაწილეს.

    ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, კალიურანდმა გაიხსენა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბოლო სხდომის შემდგომ განვითარებული მოვლენები – მარტში გამოქვეყნებულ ასოცირების შესრულების მესამე ანგარიშის გამოქვეყნება და მასში აღნიშნული საკუთარი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ასევე ქართული მხარის მიერ ამბიციური საგზაო რუკის წარმოდგენა.

    „2018 წლის ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ. ჩვენმა წინამორბედებმა შეაფასეს საქართველოს რეფორმები ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი დიალოგის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. შემდგომი დაახლოების ნაბიჯები მოითხოვენ პოლიტიკურ ნებას და გაძლიერებულ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს საქართველოს რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ჩვენი მიზნების მისაღწევად. წელს პარლამენტი კვლავ მიიღებს რეზოლუციას, რომელიც დაეფუძნება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, რომელიც თავის მხრივ მხედველობაში მიიღებს ჩვენი საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დასკვნებს“ – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.