Category: არქივი

  • “მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის.“–დავით ჭიჭინაძე უარს ამბობს ხელისუფლებასთან კონსულტაციებზე

    „ მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს“ – ასე ეხმაურება პოლიტიკული მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებებლი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევის ფაქტს.

    „ „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.

    ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

    ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის.“– აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას დაპატიმრების გამო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა, მათ მიერ შეთავაზებული 100/50–ზე პრინციპის მისაღებად კონსულტაციებისთვის იმ დეპუტატებს ეპატიჟება, რომლებიც წარსულში ქართული ოცნების წევრები იყვნენ. სწორედ მათი დახმარებით აპირებს ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8741 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1270 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები- საგარეო უწყება წერილის არგამოქვეყნებაზე

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივ წერილს იმიტომ არ აქვეყნებენ, რომ მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდათ.

    უწყების განცხადებით, დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება ,,გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”.

    ,,წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივად გამოუგზავნეს. მისი თქმით, წერილში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

  • კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარი არხი” ივანიშვილისადმი კრიტიკული კლიპის დაგვიანებით ამოღების გამო დააჯარიმა

    კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,მთავარი არხი” ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ვიდეორგოლოს დაგვიანებით ამოღების გამო 2500 ლარით დააჯარიმა.

    უწყების ცნობით, არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში ,,პოლიტიკური რეკლამა” განათავსა, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კომისიამ ,,მთავარს” 30 დეკემბერს კლიპის ამოღება დააავალდებულა, რაც ,მათივე ინფორმაციით, არხმა 23 დღის დაგვიანებით გააკეთა.

    ,,6 თებერვალს გამართულ სხომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ – 5 თებერვალს იქნა ამოღებული.

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს”,- წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

    ეროვნულმა კომისიამ კანონდარღვევად ,,მთავარი არხის” ეთერში გასული ის ვიდეორგოლი მიიჩნია, რომელშიც საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებია აღწერილი და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: “მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა”, ,,ის სძულს საქართველოს”. 

    ,,მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამის შესახებ ამბობდა, რომ კომისიას არხისთვის სანქციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, რადგან ვიდეორგოლზე, რომელსაც არ ჰყავს დამკვეთი, პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია.

  • საფრანგეთში ეფლი 25 მილიონით დააჯარიმეს განზრახ შენელებული აიფონების გამო

    კომპანია “ეფლი” ძველი აიფონების განზრახ შენელების გამო, 25 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ მიიღო.

    ფრანგული მედიის ინფორმაციით გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის,  რომ აიფონის მობილური ტელეონების ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, ძველი ტელეფონები ნელდება, რის გამოც მომხმარებლები იძულებულები ხდებიან ახალი სმარტფონები შეიძინონ.

    გამოძიება “ეფლის” ქმედებების გამო, საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ 2018 წელს დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით  კომპანია “ეფლმა” მომხმარებელს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, მათი ძველი თაობის ტელეფონები შენელდებოდა.

    წლებია, უკვე მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობს, რომ ძველ “აიფონებში” სისტემა “აიოსის” განახლების შემდეგ, მობილური ტელეფონების სიჩქარე მცირდება, რაც კომპანია “ეფლმა” 2017 წელს ნაწილობრივ აღიარა.

    “ეფლი” ამ დრომდე განაგრძობს ძველი მოწყობილობების შენელებას, მათ შორის ასახელებენ მეექვსე, მეშვიდე და მერვე თაობის თითქმის ყველა “აიფონს”. სისტემური განახლება ასევე ანელებს “აიფონ იქსს” და “იქს-მაქსს”.

  • უბედური შემთხვევა აბაშაში – კაცს მოჭრილი ხე დაეცა

    უბედური შემთხვევა სამეგრელოში-აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში  41 წლის მამაკაცი კერძო ეზოში ხის მოჭრის დროს მას მოჭრილი ხე დაეცა.

    დაშავებული მამაკაცი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • უზენაესის გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს-ევროპარლამენტარები

    გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

    “დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების მხრიდან მაღალი დნობით სარგებლობს,ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ეს საქართველოს ვალდებულებების ნაწილია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

    სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რომელიც ეხება პროცედურებს, თარიღებს და გადაწყვეტილებების მოტივაციას. ეს კიდევ უფრო ართულებს საქართველოში არსებულ მძიმე  პოლიტიკურ გარემოს. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაზე ისეთი კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში დემოკრატიისთვის ამ მეტად კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში” – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პოლიციამ ლისის ტბასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი დააკავა

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზ.მ.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და 2019 წლის ოქტომბრიდან მასზე ძებნა გამოცხადდა.

    მასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პასუხისგებაში დაუსწრებლად არიან მიცემული და ამ დრომდე იძებნებიან: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.

    აღნიშნული დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ძებნილის პირების ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • რუსეთის დელეგაცია თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ჩავა-კარასინი

    რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი ადასტურებს.

    “რუსული დელეგაცია სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა”-აცხადებს კარასინი.

    ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსული  მხარიდან.

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს გაიმართება.

    ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

    “უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

    ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

    ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

    2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით”.

  • ქედა-ხულოს მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.