Category: არქივი

  • “სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული პასუხი“–გახარია დასავლეთის კრიტიკაზე

    “სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული პასუხი“–გახარია დასავლეთის კრიტიკაზე

    სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა – ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.

    „რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი – პირველი, რომ ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს ჩვენი უფლება ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის დღეს ამას აქაც ვაკეთებთ და ამას გავაკეთებთ. საქართველოს, რაც მთავარია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაშიც და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

    რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ორის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

    „დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა.

    ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა.

    დაშავებულები ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

    ადგილზე იმყოფებიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები.

    შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი“ – წერია განცხადებაში.

  • “ ტყუილების ფაბრიკა ხართ…არ გრცხვენიათ მაინც ? “ –„ქართული ოცნება“ vs ჟურნალისტები(ვიდეო)

    მოძრაობა “სირცხვილია“ ქართული ოცნების წევრებისა და ჟურნალისტების ურთიერთობის ამსახველ კოლაჟს აქვეყნებს:

    “მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი მედია შეზღუდოს.
    ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სხვადასხვა ფორმები:

    მედია-საშუალებათა მეპატრონეების მიმართ შანტაჟი და მუქარა. მათთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნა და ამ საბაბით კომპანიების დახურვა. სასამართლოში ჩივილი და მოსამართლეთა მიერ მედიის წინააღმდეგ შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანა.

    ჟურნალისტების მიმართ გახშირდა სიტყვიერი ძალადობა, ანგაჟირებული კრიტიკა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის ფაქტები.“– წერს მოძრაობა “სირცხვილია“. 

  • თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია

    თიბისი დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა – „ლივო“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.

    დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.

    რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:

    – მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება

    – კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება

    – ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება

    – ხანძარი და აფეთქება

    – სტიქიური მოვლენები

    – ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა

    – ვანდალიზმი

    – გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც

    თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება.

  • ბანკში პენსიის რიგში 82 წლის პენსიონერი გარდაიცვალა

    ხობში, „ლიბერთი ბანკის“ პენსიის რიგში 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთიდან იყო.

    „დაახლებით 80 წლამდეა, ნათესავი ახლდა თან, მანამდე გულზე ნაოპერაციევიც იყო“, -აცხადებს ოჯახის ახლობელი შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს

    მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მასწავლებლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანაში ჩატენეს და გაიტაცეს. 

    გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები პოლიციას მის დაბრუნებას სთხოვენ.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • სამოქალაქო აქტივისტებმა ,,ქართული ოცნების” ოფისთან შარდი მიიტანეს (ვიდეო)

    სამოქალაქო აქტივისტებმა ,,ქართული ოცნების” ოფისთან შარდი მიიტანეს. მათ ამ ფორმით მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გამამართლებელი განაჩენი გააპროტესტეს.

    სათავსოებზე, რომელშიც შარდი იყო ჩასხმული, მმართველი პარტიის წევრების სახელები ეწერა.

    ცნობისთვის, სასამართლომ გაამართლა მარნეულის ყოფილი მერი, რომელსაც ბრალი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა, კერძოდ, ელჩინ ალახვერდიევისთვის ბიძინა ივანიშვილის და მისი გინების გამო საკუთარი შარდის წასმის იძულებისთვის.

    თემურ აბაზოვი ბრალს უარყოფს და ამბობს რომ მოქალაქემ არა შარდი, არამედ ლუდი წაისვა. 

    <iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGkhedav%2Fvideos%2F2544599652488853%2F&show_text=0&width=560″ width=”560″ height=”315″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowTransparency=”true” allowFullScreen=”true”></iframe>
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8718 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება არ არის მეგობრობა- ზაზა პაპუაშვილი კონგრესმენებზე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, კონგრესმენებს კრიტიკის უფლება აქვთ, თუმცა ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება მეგობრობა არ არის.

    ,,კონგრესმენს უფლება აქვს, თუმცა, თუ მეგობრები არიან…. ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ამიტომ, ჩაიხედონ საქმეში და საკუთარ თავს დაუსვან ასეთი კითხვა: ასეთი პერსონა [გიგი უგულავა], თანამდებობის პირი, რომელიც 50 მილიონს ფლანგავს, რეჟიმმა რომელმაც ხალხი დახოცა და ქვეყანა გააცამტვერა…”,- აცხადებს პაპუაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა დეკლარაციის ჩაგდების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები გააკრიტიკეს. მათ დოკუმენტში 10 ცვლილება შეიტანეს, რომელსაც ,,ქართული ოცნების” წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც დეკლარაცია ჩავარდა.

  • რომის პაპმა მე-19 საუკუნის სასახლეში უსახლკაროები შეიფარა

    წმინდა პეტრეს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე მე-19 საუკუნის სასახლე უსახლკაროებს დაუთმეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის გაზრდის მიზნით შენობის სასტუმროდ გადაქცევა სურდათ, პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა, რომ სასახლეში უსახლკაროები შეესახლებინათ.

    როგორც რომის პაპმა აღნიშნა, მოწყალების გაღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სარგებელი. შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნოემბერში დასრულდა. მილიორის სასახლის 16 დარბაზში სულ 50 უსახლკარო მოთავსდა. ბენეფიციარებს აქვთ საკუთარი საწოლი და სველი წერტილი. მოხალისეებს კი მათთვის ყოველდღე ცხელი საკვები მიაქვთ.

    ცხოვრების ელემენტარული პირობების შექმნის გარდა, რომის პაპი მიიჩნევს, რომ სასახლის მდიდრული ინტერიერი ბენეფიციარების სულიერ განწყობასაც აამაღლებს და ქუჩაში გაატარებულ ცუდ მოგონებებს დაავიწყებს.

    პაპი ფარნცისკე ამბობს,  თავშესაფრის ბენეფიციარებს განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ აქ დარჩენა.