Category: არქივი

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

    ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 – +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

    დღეს ღამით, თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა ყველგან არც იყოს. ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსამდე გათბება.

    18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

  • განსხვავებული ხალხი გაერთიანებულია იმისთვის, რომ ეს ჭირი მოვიშოროთ – ბოკერია ივანიშვილზე

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიკა ბოკერიამ მისი თანაგუნდელის, გიგი უგულავას დაკავებაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გიორგი თარგამაძის გადაცემაში ისაუბრა. 

    ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი ქმედებებით უბიძგა პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრს, რომ გაერთიანებულიყო ყველა მის წინააღმდეგ.

    როგორც დეპუტატმა განმარტა, ოპოზიციური სპექტრი უკვე შეთანხმებულია იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებითაც დაიწყება არჩევნების შემდგომი პერიოდი კოალიციურ მთავრობაში.

    „გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი დაიჭირეს, უგულავას დაკავება ჩვენი პარტიისთვის უზარმაზარი დარტყმაა. მაგრამ იმ ამოცანისთვის, რაც ივანიშვილს აქვს, რომ საზოგადოებრივი ბრაზი ჩაახშოს და რომ ეს ბრაზი არ გამოიხატოს აქციებში, და რაც უფრო მთავარია, არჩევნებზე, ეს მხოლოდ გააფუჭებს საქმეს. არანაირი შუა აღარ არსებობს – არის ყველა, ძალიან განსხვავებული ხალხი, გაერთიანებული ამოცანის გარშემო, რომ ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ. მართლა საჭიროა ივანიშვილის მოშორება – იმიტომ კი არა, რომ რაღაც გული მოვიფხანოთ; იმიტომ, რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ვითარებამ ყველა აიძულა, რომ ერთ მხარეს დადგეს. მართლმსაჯულების საკითხზე გვაქვს ახლა ფოკუსი, რაც ვერავინ ვერ გადაჭრა – სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამ მინიმალური გეგმის შესრულების შემდეგ უნდა იყოს პროპორციული არჩევნები – მერე უკვე ამომრჩევლები თვითონ გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა, როცა ამ ჭირს მოვიშორებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • ვინ არის გოგო, რომელიც ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა

    გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მოკლულ 23 წლის გოგონას, ხათირა ჰუსეინოვას 3 შვილი ჰყავდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგო მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა.

    დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ხშრად კონფლიქტი ჰქონდა, დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი მშობლების სახლშია გადასვენებული.

    მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

    ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მას სიდედრის ცემის ფაქტზე 6 თვით თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი.

    როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – GWP

    თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას საკუთარ ვებ გვერდზე წერს.

    წყალმომარაგება შეეზღუდება:

    მთაწმინდის რაიონში

    ინგოროყვას ქუჩის N 22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით , 16/02-ის 12:15-დან 16/02-ის 20:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეუწყდება:
    ნიაღვარის, კოტეტიშვილის შესახვევისა და უკლებას ქუჩას.

    ისნის რაიონში

    გუთნის ქუჩის N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით , 16/02-ის 12:00-დან 16/02-ის 19:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეუწყდება:
    გუთნის ქუჩას და 1 და 2 ჩიხს

    ვაკის რაიონში

    სოფ.თხინვალაში, სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ. ენერგია. წყალმომარაგება შეუწყდება:
    სოფელ თხინვალას და ზემო აგარაკებს

    ჩუღურეთის რაიონში

    ქვლივიძის ქ. N 9/11 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით , 16/02-ის 02:00-დან 16/02-ის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
    მარჯანიშვილის ქ #49-67; 46-56, ბენაშვილის, მამარდაშვილის ქ #1-9 და #2-22 , ახალციხის, ოსიაურის, ლენტეხის, ტ.გრანელის, ჩიქობავას, გოცირიძის, ქვლივიძის, ნათიშვილის, გორკის, ბუხაიძის, ჩაისუბნის, თოიძის, კუმისის, ვეძათხევის, ლოჭინის, ადიგენის, შ. არაგვისპირელის, ვერხანის, ხიმშიაშვილის ქუჩებს

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 13:00 საათამდე.
    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 17:00 საათამდე

  • აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია იმართება

    აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია იმართება. მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, ტელევიზიის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზიაციების წარმომადგენლები ასე აპროტესტებენ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

    ტელევიზიის მხარდასაჭერი აქცია ხვალ, 17 თებერვალს, 16 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთანაც გაიმართება.

    “ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე”, –  მითითებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული აქციის აღწერაში.

  • სისხლიანი დაპირისპირება გუდაურში- მოკლულია ერთი მამაკაცი, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

    მკვლელობა მოხდა გუდაურში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა.

    არსებული ინფორმაციით, მკვლელობა კაზინოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ორივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.

    ადგილზე ექსპერ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

    გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • მაშველებმა გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის 50-კაციანმა ჯგუფმა ოპერაცია დილით განაახლა და ცხედარი მალევე იპოვა.

    ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მაშინ მოყვა, როცა აკრძალულ ზონაში შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდა.

    სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

  • გარდაბანში 23 წლის ქალი სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ მოკლა

    გვიან ღამით გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 23 წლის ქალი სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ მოკლა.

    მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულმა სიდედრთან კონფლიქტის გამო, რამდენიმე თვე ციხეში გაატარა და პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით მოხდა. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

    შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. 

    მას ბრალი ედება, ,,ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “პიროვნულად ძალიან ვწუხვარ” – თალაკვაძე უგულავას დაკავებაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის პიროვნულად ძალიან წუხს, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ თალაკვაძემ „იმედის ქრონიკაში“ისაუბრა.

    „მე პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და გავიხსენებდი, როდესაც მე ვიყავი სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ის სწორედ მაშინ იმყოფებოდა პატიმრობაში და ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდით მას. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა, დღესაც ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება არის იგივე, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და რა თქმა უნდა ადამიანურად ჩვენ ვწუხვართ, რომ ის პატიმრობაშია.

    მეორეს მხრივ მან გააკეთა განცხადებები, რომ პროკურატურა სთავაზობდა გარკვეულ შეთანხმებას, ანუ როგორც ჩანს მას ჰქონდა შეთავაზებული წინადადება, რომლითაც მას შეეძლო, რომ პატიმრობისგან თავი აერიდებინა. მაგრამ აქ სხვა კითხვებიც ჩნდება, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციული დღის წესრიგი იყო განმსაზღვრელი, როდესაც მისმა თანგუნდელებმა მას უარი ათქმევინეს ასეთ შეთავაზებაზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

    თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 1981 წელს დაბადებული კაცი გ.დ. დაჭრეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.

    შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცს ურთიერთშელაპარაკებისას ფეხში ჭრილობა დანით მიაყენა. დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    1981 წელს დაბადებულ ნ.გ-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.