Category: არქივი

  • ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში 3 არასრულწლოვანი დაშავდა

    ახალციხეში  ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა.   სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანა. ერთი არასრულწლოვნი კი, რომლის მდგომარეობა მძიმეა თბილისში გადაიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.

  • შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გუდაურში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელმაც 16 თებერვალს გუდაურში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა.

    უწყების ცნობით, 1981 წელს დაბადებული მ.კ გუდაურში ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (19-109- მუხლი).

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გუდაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა

    გუდაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, დავით ლოლაძის განცხადებით პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ახლა მართვით სუნთქვაზეა. ქირურგი დაჭრილის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს.

    გავრცელებული ინფორმაციით სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლული 22 წლის ბიჭია, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებული.

    დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გუდაურში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • მოქალაქეები GWP-სთან წყლის თოფებით მივიდნენ და აქცია გამართეს

    ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან” საპროტესტო აქცია გაიმართა.

    აქციის მონაწილეები GWP-ის უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საბურთალოს რაიონში წყლის შეწყვეტას სახალისო ფორმით აპროტესტებენ. ისინი GWP-სთან მივიდნენ წყლის თოფებით, რომელშიც წყალი არ ესხა. 

    ,,უწყლობით გამწარებული ერი მივიჭრათ GWP-სთან წყლის პისტოლეტებით და უკან გამოვიჭრათ, რამეთუ პისტოლეტში ჩასასხმელი წყალი არ გვექნება”,- წერს აქციის ორგანიზატორი ,,ფეისბუქ” ღონისძიების აღწერაში.

    მათი თქმით, საბურთალოს რაიონს წყლის პრობლემა 10 წელზე მეტია აქვს და წყალი პერმანენტულად წყდება.

    ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით 10 რაიონიდან 8-ში მოქალაქეებს წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. ჯამში კი წყალი 100-ზე მეტი ქუჩის მაცხოვრებელს არ მიეწოდება.

  • პარლამენტში ხვალ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

    პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ, 17 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

    „2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – წერია კომიტეტის დღის წესრიგში.

    ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა

  • მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ – მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

    მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში,-ამის შესახებ მედიას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანახმა სინოდმა განიხილოს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს საკითხი.

    მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდმა ისე უნდა იმოქმედოს, როგორც პატრიარქი იტყვის. გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს სინანულისკენ მოუწოდებს.

    „როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში“,-აცხადებს მეუფე გრიგოლ კაცია.

    შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

  • სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან – რა მოხდა გუდაურში

    გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლული 22 წლის ბიჭია, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებული.

    დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გუდაურში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • ეშლი გრემის ფოტოს კაფეში, სადაც შვილს ძუძუთი კვებავს დიდი დისკუსია მოჰყვა

    32 წლის მოდელი, ეშლი გრემი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა დედა, თაყვანისმცემლებს გულახდილად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ის შელამაზების გარეშე ყვება, რა სირთულეებს აწყდება ქალი მშობიარობის შემდეგ და გულწრფელად ამბობს, რომ დედობა ძალიან რთულია როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.
    ორი დღის წინ გრემმა იმის დემონსტრირება გააკეთა, რომ მისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვება მისაღებია. მოდელმა სოციალურ ქსელში დადო კაფეში გადაღებული ფოტო, რომელზეც თან ყავას მიირთმევს და თან ახალშობილ ვაჟიშვილს, აიზეკს ძუძუთი კვებავს.

    პოსტის კომენტარებში როგორც მოსალოდნელი იყო დიდი დისკუსია გაჩაღდა. ზოგმა მოდელს მხარი დაუჭირა, ზოგმა კი გაკიცხა და აღნიშნა, რომ ძუძუთი კვება ძალიან პირადული საქმეა და მისი საჯაროდ გამოფენა არ არის საჭირო.

    “არა, არა და არა. არავის უნდა ამის ყურება. დედამ ეს პროცესი საჯაროდ არ უნდა გამოფინოს. ზოგს არ უნდა უყუროს როგორ აჭმევს დედა შვილს ძუძუს და ეს მათი უფლებაა. რა მოხდება რომ რამე ნაჭერი აიფაროს ამ დროს ქალმა. ამის გამო ტაშის დაკვრას ნამდვილად არ იმსახურებ, მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავი ხარ“

    “მომწონს დედობა, მაგრამ რატომ თვლის ზოგი, რომ საკუთარი მკერდის გამოფენა კარგია? ეს სულაც არ არის ლამაზი. შენ ბევრ რამეში მისაბაძი მაგალითი ხარ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“

    “იმედია ბევრი მიხვდება, რომ ეს არის საჩუქარი, რომლისაც არ უნდა გრცხვენოდეს“

    „ეს ყველა მეძუძურმა დედამ უნდა ნახოს! მშვენიერი დედები ფორმის და ზომის მიუხედავად ბავშვებს საჯაროდ აჭმევენ. ძალიან მაგარია!„

    – ასეთი რადიკალურად განსხვავებული კომენტარები დაწერეს მომხმარებლებმა ეშლი გრემის ფოტოზე.

    გრემი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელმაც ასეთი ფოტო გამოაქვეყნა. მაგალითად, კრისი ტეიგენმა შვილს საჯაროდ აჭამა ძუძუ და ამის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე დადო. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ცნობილი ქალი მოუწოდებს დედებს, ნუ მოერიდებათ საჯარო ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვება. ეს ტენდენცია თანდათან მოდური ხდება.

  • ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის პარტნიორების ინტერესებში- გიორგი კანდელაკი

    ,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის პარტნიორების – აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში.

    მისი განცხადებით, დამოკიდებულება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ,,ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ პრინციპულად შეცვლილია.

    ,,ქვეყანაში დაძრწიან სპორტსმენები, რომლებიც ცემენ ყველას, ვისაც მოუნდებათ, სახეზეა რეპრესიები და ცხადია, ეს პარტნიორებს არათუ არ მოსწონთ, ისინი არიან გაბრაზებულები. უკვე კონსენსუსი ჩამოყალიბდა დასავლეთში, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის მათ ინტერესებში, ისევე როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში”,- აცხადებს ,,ევროპული საქართველოს” წევრი.

    კანდელაკი ასევე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ ოპოზიციური ლიდერები ციხეში იქნებიან.

    ,,გაგრძელდება კრიტიკული განცხადებები, წნეხი გაათმაგდება და გაასმაგდება. რანაირად შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ლეგიტიმურად, თუკი ოპოზიციური ლიდერები ნაწილი არის ციხეში, ვინც უნდა გასწიოს პოლიტიკური კონკურენცია და წარუძღვეს ამომრჩეველს და საკუთარ პარტიებს”,- ამბობს გიორგი კანდელაკი.

  • თალაკვაძეს ურჩევნია, რომ თავზე ლაფი დაისხას. მას შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა- სერგო რატიანი

    ,,ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის თქმით, თალაკვაძეს ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან აშშ-ში ვიზიტის დროს ის პარტნიორებს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა და ვიზიტის დამთავრებამდე უგულავა დააპატიმრეს.

    ,,ღიად ჰქონდა ნათქვამი ივანიშვილს, რომ პროტესტი თუ არ შეწყდება ყველა, წავა ციხეში. თალაკვაძეს ურჩევნია, რომ თავზე ლაფი დაისხას. მას შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა.თალაკვაძე ამბობდა ჩვენს პარტნიორებთან, რომ დევნა შეწყდება და არ იყო ჩამოსული, როცა დააკავეს უგულავა. ეს არის მისი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა. წაკითხვის და შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ. 30 წერილი იყო და უგულავას ყველა მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად”,- ამბობს სერგო რატიანი.

    შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოყვა საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის მხრიდან. უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურ დევნად შეფასდა.