Category: არქივი

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია, მცირე ნალექი.

    „17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი. ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

    ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

    გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

  • ლაგოდეხში ცოფიანმა ძაღლმა 2 კაცი დაკბინა

    ლაგოდეხის მოსახლეობა პანიკაშია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაგოდეხში ცოფის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფიანმა ძაღლმა 2 კაცი დაკბინა. ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა.

    ლაგოდეხის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას  ცოფის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. 

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ნაძალადევის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ხევისუბნის, ერწოს, ღრმაღელის, აბრეშუმის, არბოს, ქსნის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ბუაჩიძის, სიხარულიძისა და ბარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, არბოს, ქსნის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ბუაჩიძის, სიხარულიძისა და ბარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ერისთავის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა (ნაწილობრივ) და კეკელიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლისა და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საქსოფმანქანის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, კაკაბეთის, ამირანაშვილის, ახვლედიანის, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის, პეტრიწის, წუწუნავასა და ბანეთიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, კაპანელის, შავიშვილისა და მამასახლისოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, თამარაშვილისა და ანტონოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, სარაჯიშვილის, თემქის, ხევძმარისა და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონებისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, შინდისის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, სავანელის, მესხის, ამაღლების, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ოქროყანის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანისა და ბათუ კრაველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • ვინ არის ქალი, რომელიც ახალშობილს 13 000 დოლარად ჰყიდდა

    ახალშობილის გაყიდვის მცდელობა 13 000 დოლარად – გასულ კვირას ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ქალი, რომელსაც სამშობიაროში ბავშვის მოშორების ნაცვლად მისი გაყიდვა შესთავაზეს, ამ დრომდე გირაოს, 2 000 ლარს ვერ იხდის.

    მასზე უფრო ვრცლად მისი ადვოკატი, ნათელა ჩერქეზია „იმედის კვირაში“ საუბრობს.

    „37 წლის არის, ძიძად მუშაობდა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ჰყავს სტუდენტი ქალიშვილი, არც მან იცოდა ფეხმძიმობის შესახებ. მას უმამოდ ზრდის, დღე და ღამ მუშაობს.

    ამ სოციალურმა ფონმა დანაშაულამდე მიიყვანა. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია. დაუძლურებულია.

    გაანალიზებული აქვს, რომ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა, როგორც მოშორებით, ასევე გაყიდვით“, – ამბობს ადვოკატი.

    შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

    საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

  • გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

    გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა.

    125 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალში პოლონელი ბარანი დაამარცხა.

    გენო პეტრიაშვილს მის დასამარცხებლად სამი წუთიც არ დასჭირდა და ანგარიშით 11:00 დაამარცხა.

  • რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები- კალაძე ევროპარლამენტარებზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენატარების კრიტიკული განცხადებები ზედაპირულია.

    მისი თქმით, მათთან ბევრი შეხვედრა გამართა ,,ქართულმა ოცნებამ” და ევროპარლამენტარებს ჰქონდათ არასწორი და ცალმხრივი ინფორმაცია.

    ,,ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს არის უფრო ხშირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან [ევროპარლამენტარებთან]. იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს ბევრ საკითხში ჰქონდათ არასწორი ინფორმაციები, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციები, რაც ძალიან ცუდია”,- ამბობს კალაძე.

    შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია ჩავარდა. მიზეზი ,,ქართული ოცნების” მხრიდან იმ შესწორებების უგულებელყოფა გახდა, რომელიც ევროპარლამენტარებმა დეკლარაციაში შეიტანეს.

    დეკლარაციის ჩაგდებას მწვავე კრიტიკა მოყვა ათობით ევროპარლამენტარის მხრიდან.

  • ქუთაისში ე.წ. კეჩის ბაზარობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

    ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე გაჩნდა.

    დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ადმინისტრაციის ოთახები. მომხდარის შედეგად, არ დაზარალებულან მეწარმეები.

    ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

  • მამაკაცი ყვება, რომ პატრიარქმა სექსუალურად შეავიწროვა- ტუჩებში აკოცა

    რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს მომვლელი გიორგი გელაშვილი ეროვნული TV-ის ეთერში მღვდელ ანდრია სარიასთან ინტერვიუში ყვება, რომ პატრიარქმა ილია II-მ ის სექსუალურად შეავიწროვა.

    მისი თქმით, ის მეუფე ათანასეს მორჩილი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში მას უვლიდა, ამიტომ პატრიარქის ცოდვებზე ბევრი იცოდა.

    გელაშვილის მტკიცებით, მეუფე რომ გარდაიცვალა, ერთ-ერთი პანაშვიდის დროს მასთან მღვდელი შალვა კეკელია მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ პატრიარქი იბარებდა. მისი თქმით, ილია მეორემ მას მორჩილება შესთავაზა და მეუფე ათანასეს მოვლისთვის მადლობა გადაუხადა.

    გელაშვილის მტკიცებით, რაღაც პერიოდის განმავლობაში პატრიარქთან მსახურობდა, ერთ-ერთ საღამოს კი ილია მეორემ ის თავისთან დაიბარა, გაუფრთხილებლად ტუჩებში რამდენჯერმე აკოცა, მისი რეაქციის შემდეგ კი დასცინა და უთხრა, რომ ჯერ მზად არ იყო.

    ,,ერთ-ერთ საღამოს, პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში და საუბრის დროს მე უბრალოდ ვიჩოქებ მის წინ და მოხდა ასეთი რამ, რომ ჩამეხუტა და მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს მოხდა, ეს ფაქტი. ნუ, მოხუცია და მე ვიფიქრე, რომ ეს მოუვიდა შემთხვევით, მაგრამ მე როდესაც სახე სპეციალურად ავწიე, რომ დავრწმუნებულიყავი, მეუფე მართალს მეუბნება, თუ არა, მოხდა ისე, რომ მან ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა, უკვე ცხადად ხდებოდა ეს. გავიწიე და ჩემთვის ეს იყო მიწის გამოცლა, რომ როგორ, ე.ი. რა ხდება? მან დამცინა, გაიცინა ამ ყველაფერზე და მითხრა, რომ იცი, რა, ჯერ მზად არა ხარო და მერე, როცა დრო იქნება, გამოგიძახებო. ეს მახსოვს, ეს სიტყვები,”- ამბობს გელაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ტაძრიდან წასვლა მოუწია. 

  • მესტიაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    ექიმების თქმით, მას ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.