Category: არქივი

  • გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

    82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

    კინორეჟისორმა 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია.

    რეჟისორმა 2000 წელს ფილმი “სიყვარული ვენახში”, ხოლო 2005 წელს “მიდიოდა მატარებელი” გადაიღო.

  • ხონში, მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია

    ხონის მუნიციპალიტეტში, მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია.

    თვითმხილველების თქმით, ცეცხლი მეორე სართულის ჭერში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

    მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.

  • ეკონომიკის ნაცვლად, რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, უკეთესი იქნება, მე მივესალმები- თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მიესალმება, თუ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, ტურიზმის სამინისტრო იქნება.

    „ახლა ამ წუთას ეს ინიციატივა არ იხილება, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ისე იმართება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, მთლად უკეთესი იქნება, მე მივესალმები“, – ასე უპასუხა თურნავამ BM.ge-ს კითხვას ტურიზმის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით.

  • შოთაძე არის პოლიტიკური დევნის, უსამართლობის თოჯინა- ელენე ხოშტარია

    ,,ევროპული საქართველოს” დეპუტატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შოთაძის დანიშვნა მაინცდამაინც არ სჭირდებოდა პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად, მაგრამ ამით საზოგადოებას აჩვენებს, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს.

    მისი თქმით, შოთაძე არის პოლიტიკური დევნის და უსამართლობის თოჯინა.

    ,,შოთაძე არის ყველა ბინძური ივანიშვილის საქმეების დამკვეთი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არც სჭირდებოდა ტექნიკურად, რომ მაინცდამაინც ირაკლი შოთაძე დაენიშნა, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაკვეთები გაეკეთებინა. უბრალოდ, ესაა ხაზგასმითი შეურაცხყოფა საზოგადოების, რომ მე რასაც მინდა იმას ვიზამ.

    თან ეს ხდება იმ ფონზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არნახული სიმძლავრით ეუბნება, რომ მოეშვით პოლიტიკურ დევნას და ცხადია, რომ შოთაძე არის პოლიტიკური დევნის, უსამართლობის თოჯინა, სიმბოლო ივანიშვილია”,- აცხადებს ელენე ხოშტარია.

    დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს პარლამენტში მოუსმენენ, ხვალ კი კენჭს უყრიან.

  • ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენის პროცესთან არის დაკავშირებული- რატი იონათამიშვილი

    ,,ქართული ოცნების” წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება.

    დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობა შოთაძეს მხარს დაუჭერს, რადგან ის პროფესიონალი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია.

    ,,ჩვენ გვაინტერესებს როგორი იქნება თვითონ მისი ხედვა: პროკურორის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის, საპროკურორო შემადგენლობის გაძლიერებისთვის, ასევე, სხვა სამეცნიერო მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანობის აღდგენის მხრივ რამე ახალი თუ იგეგმება გენერალურ პროკურატურაში. პირველ რიგში, ირაკლი შოთაძის სახელი ნამდვილად არის დაკავშირებული ჩვენს საზოგადოებასთან სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”,- აცხადებს იონათამიშვილი.

    დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

  • მკვლელობას გუდაურში ჩხუბი უძღოდა – სისხლიანი გარჩევის პირველი კადრები

    როგორც ცნობილი ხდება გუდაურში სისხლიან გარჩევაში 6 პირი მონაწილეობდა. ტელეკომპანია მთავარი მომხდარი ინციდენტის პირველ  კადრებს ავრცელებს რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.   

    ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებაში ყველა პირის მონაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

    ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

  • დაპირისპირება პარლამენტთან – სამოქალაქო აქტივისტები შესვლას ითხოვენ

    სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

    „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, „პარლამენტში მთავარი პროკურორობის პერიოდში, ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების ნუსხის ჩაბარება სურთ“.

    ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

  • აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები ჩამოკიდეს

    სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა საკანონომდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „ეს ბოტასები რეჟიმის სიმბოლოა“.

    მანამდე სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, პოლიცია არაკანონიერად იქცევა და მათ უფლებებს უზღუდავს.

    როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ვინაიდან მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, პარლამენტთან აქციას გამართავენ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

  • თბილისში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

    თბილისში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ყველაზე პატარა 20 წლისაა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

    სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “მიშას საცვალი რომ ვუწოდე, ესთეტებს ეხამუშათ”- ლაშა ნაცვლიშვილი მარგველაშვილის განცხადებაზე

    “მიშას ამ ნაცვალს, თავის დროზე, მიშას საცვალი რომ ვუწოდე, ესთეტებს ეხამუშათ”-  ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ​„ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი  ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. გუშინ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა კვირის აქცენტებში განაცხადა რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, იმ შემთხვევაში  თუ მას საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების ხედვა აქვს 

    “მიშას ამ ნაცვალს, თავის დროზე, მიშასსაცვალი რომ ვუწოდე, ესთეტებს ეხამუშათ, – იინდე!”- წერს ლაშა ნაცვლიშივლი სოციალურ ქსელში.

    “მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს”- გიორგი მარგველაშვილი