Category: არქივი

  • “შოთაძე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძე–მამაცაშვილის მსახურებას“–დავით ჭიჭინაძე

    „ შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და წარმომადგენელი იყო და მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძე–მამაცაშვილის მსახურებას. იმიტომაც ცდილობს „ოცნება“ მის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას, თანაც დიდი ზარ-ზეიმით“–ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნებას.

    „ „ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს. ეს დანიშვნაც იმ ჯაჭვის გაგრძელებაა და მეტი არაფერი, რადგან ვისაც „ოცნებასთან“ ჰქონია შეხება, ყველამ კარგად იცის როგორ ხდება კანდიდატურების შერჩევა. უპირველესი მოთხოვნაა ერთგულება და ნაკლები კომპეტენციაა, საქმის მცოდნეები კი, არავის სჭირდება, მთავარია კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მსახური იყო.“– აცხადებს ჭიჭინაძე.

  • სახის დაკარგვის მაგალითი ვნახეთ- მდინარაძე ხოშტარია-ბოკუჩავას პერფორმანსზე

    ,,ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბოკუჩავას და ხოშტარიას პერფორმანსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რცხვენია მათი ქმედების გამო.

    მისი თქმით, ამ კადრებით სახის დაკარგვის მაგალითები ნახა.

    ,,ხო გქონიათ მომენტი, რომ გრცხვენია სხვისი მოქმედების. სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. ეს მომენტი მქონდა მე ახლა. სახის დაკარგვის მაგალითები ვნახეთ, ეს განსაკუთრებული იყო. ამის იქით კომენტარიც არ უნდა ამას, უკომენტაროდ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს ჩვეულებრივად”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

    დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბით შევიდნენ. მათ თან ჰქონდათ “პოლიტიკური პატიმრების” ფოტოები და პლაკატი წარწერით “მონა”.

  • 470 ფირფიტა „ლსდ“ – დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე 22 წლის ბიჭი დააკავეს

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 22 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“ და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

    {{VIDEO}}

  • ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან “პროკურარე”, რაც ნიშნავს ზრუნვას-შოთაძე

    პარლამენტში ირაკლი შოთაძეს უსმენენ, მან  სიტყვით გამოსვლა სიტყვა პროკურატურის ეტიმოლოგიით დაიწყო.

    “ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან “პროკურო”, “პროკურარე”, რაც ნიშნავს ზრუნვას მართვას უზრუნველყოფას, აღკვეთას. ამ სიტყვის მნიშვნელობიდანაც ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა ”-განმარტა შოთაძემ.

  • მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია- შოთაძე ოპოზიციაზე

    გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა პერფორმანსის გამო გააკრიტიკა, რომლის დროსაც ისინი ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და დეპუტატებს იმ პატიმრების სია დაურიგეს, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

    ,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარებაზე და შემდგომ გამოეხატათ კრიტიკული პოზიცია, რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. მსგავსი ქმედებებით, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია, ეს არის ჩემი პოზიცია იმაზე, რაც მოხდა”,- ამბობს შოთაძე.

    ამ დროისთვის მას იურიდიული კომიტეტზე სხდომაზე უსმენენ.

  • ინგა გრიგოლია ნოდარ მელაძის ტყუპებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს

    ინგა გრიგოლია და ნოდარ მელაძე არა მხოლოდ კოლეგები, არამედ დიდი ხნის მეგობრები არიან. ახლახან ინგამ სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტოები, რომლებიც მეგობრის სახლში აქვს გადაღებული. მან ნოდარ მელაძისა და თეა ცეცხლაძის ულამაზესი ტყუპები მოინახულა და ძალიან საყვარელი ფოტოები გაუზიარა „ფეისბუქ“-მეგობრებს.

    „თეას და ანოდარის ტყუპჩიკი ანგელოზები. სასწაული გოგოები“, წერს ინგა გრიგოლია

  • “ბიბლია უარყოფს ერის გამორჩეულობას, ამოიღეთ გონებიდან აზრი, რომ ღმერთმა საქართველო გამოარჩია”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

    ის, რომ საქართველო ღმერთმა გამოარჩია, ბიბლიას ეწინააღმდეგება და ამპარტავნობაა, ამიტომ გონებიდან უნდა ამოიღოთ, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

    „თუ ქრისტიანები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა წერილი, ანუ ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ადამიანის და, მით უმეტეს, ერის წინასწარ გამორჩეულობას, ან რაიმე უპირატესობას ღვთის წინაშე. წინასწარ არავინაა გამორჩეული ღმერთისთვის. ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება.
    ჯერ კიდევ მოსეს რჯული ამბობს: … უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. (2 რჯული 10,17), ასევე უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება. (2 ნეშტ. 19,7) და საბოლოოდ ამასვე გვიდასტურებს დიდი პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში: მიკერძოება უცხოა ღმერთისთვის (რომ. 2,11). ასე რომ, ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა. ასეთი ამპარტავნული აზრები დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას“ – წერს თამაზ ლომიძე.

  • შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს- გიორგი ვაშაძე

    ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი შოთაძეს მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, როგორც ეს პირველ ჯერზე გააკეთა, ამისთვის ვადას ოქტომბრამდე აძლევს.

    მისი თქმით, შოთაძის ერთადერთი ღირსება ივანიშვილის ერთულება და მისი ყველა დავალების შესრულებაა.

    ,,ირაკლი შოთაძე – ეს უბრალოდ სახელი და გვარია, მისი ერთ-ერთი ღირსება და დამსახურება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულებაა. სწორედ ეს არის ერთადერთი პრინციპი, რითაც შეარჩიეს, არც კონკურსი და არც არაფერი ყოფილა.

    ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო სექტორთან, სადაც შევთანხმდით, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთანავე, გენერალური პროკურორების შერჩევის სრულიად ახალ სისტემას შევიმუშავებთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქვეყანას გარანტიას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული და კონტროლირებადი ადამიანი პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი არ იქნება. ასე, რომ ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვადას ვაძლევ, მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, ისევე როგორც პირველ ჯერზე გააკეთა – მყისიერად და სწრაფად. ცოტა დრო გაქვთ, ყველა უკანონობა დავალებაზე ხელს ნუ მოაწერთ“, –აცხადებს გიორგი ვაშაძე.

    გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მის კანდიდატურას კენჭს ხვალ უყრიან.

  • “შოთაძის სისხლიანი გზა”- პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს ( ფოტოები)

    პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია პერფორმანსს მართავენ. აქტივისტები ყოფილი გენერალური პროკურორის და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.  

    პარალელურად  კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ და ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

    “მონა ხართ თქვენ. ჩახედეთ პოლიტპატიმრებს თვალებში”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს. 

  • “მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული”- ირაკლი შოთაძე

    გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე მის პროგრამას წარადგენს, ასევე უპასუხებს შეკითხვებს.

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი. კომიტეტის შემდგომ მზად ვარ, მედიის ყველა კითხვას გავცე პასუხი”, – განაცხადა შოთაძემ.

    ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.