Category: არქივი

  • კალაძე: სააკაშვილი ჯამბაზი გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი კახა კალაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებაზე საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილი საინტერესო არ არის. კალაძემ ამ თემაზე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

  • ლურის ნავარო: ივანიშვილს ბრიჯიტ ბრინკის უპირატესობის ეშინია


    {{ARTICLEIMAGE}}

    აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვასთან დაკავშირებით ამერიკული მედიის სკანდალურ სტატიას აფასებს.


    ნავაროს თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი მმართველობის პოტენციურ პასუხისმგებლობსაც კი თავი დააღწიოს.


    “ბრიჯიტ ბრინკი მუშაობდა ამერიკის ორი ელჩის – ჯონ ბასის და რიჩარდ ნორლანდის დროს, ეს უკანასნკელი ჩართული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესში როცა “ნაციონალური მოძრაობიდან” ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” გადაეცა. ცხადია, ივანიშვილი შიშობს, რომ მის მთავრობასთან ურთიერთობებისას, განსაკუთრებით საპრეზიდენტო მარათონზე გამოთქმული კრიტიკის ფონზე, ისტორიისა და კონტექსტის გათვალისწინებით ელჩმა უპირატესობა არ მიიღოს”,განუცხადა ლუის ნავარომ solostudio.agency/-ს.


    როგორც ცნობილია, საქართველო ამერიკის მიერ შერჩეულ პროსააკაშვილისეულ ელჩზე კატეგორიულ უარს ამბობს – ამ სათაურით სკანდალურ სტატიას ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელი კარიერული დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი პატარა ქვეყანაში ელჩად არ მიიღეს, რადგან საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბრიჯიტ ბრინკი საკმაოდ კეთილგანწყობილია პროდასავლური ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, წერს Foreign Policy რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

    სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველო გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი ბრინკის დამოკიდებულების გამო არ ეთანხმება. FP წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანი უეს მიტჩელი ლობირებდა, თუმცა გამოცემა აქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს და ჟურნალისტს თეთრ სახლში ამისამართებს.”ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ელჩების პოზიციები ძლიერი, კვალიფიციური კადრების კანდიდატურით შეავსოს, მათ შორის საქართველოშიც. შიდა პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”,განუცხადეს FP-ს თეთრ სახლში.

    “ბრინკის წარდგენისადმი წინააღმდეგობის გაწევა ხაზს უსვამს, რამდენად შორს წავიდა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, რომელიც პროდასავლურია და ეწინააღმდეგება რუსეთის ჩარევას. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელმაც საქართველოს დასავლური კურსი განაგრძო, თუმცა ამავე დროს, მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს აბალანსებს. ბევრი ამერიკული და ქართული წყარო აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების უკან დგას. მილიონერს, რომელმაც 90-იან წლებში, მოსკოვში დიდი ფული იშოვა, საქართველოში კონკრეტული ოფისი არჩეული არ აქვს, თუმცა ეს არ უშლის ხელს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სათანადო როლი შეასრულოს”,წერს FP.



  • გიორგი შენგელაიას „საპატიო პრომეთე“ გადაეცემა

     

    თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს „ამირანის“ პირველ დარბაზში რეჟისორ პიტერ გრინევეისთან შეხვედრა გაიმართება.
     

     

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ლეგენდარული ბრიტანელი რეჟისორი მაყურებელს ფილმის „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“ ჩვენების შემდეგ შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

     

     

     

    პიტერ გრინევეი თბილისში 6 დეკემბერს, დილით ჩამოფრინდა. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 7 დეკემბერს, 11:30 საათზე კი „თიბისი გალერეაში“ მასტერკლასს გამართავს. პიტერ გრინევეი ბაფტას მფლობელი რეჟისორია. ავტორია ფილმებისა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „პროსპეროს წიგნები“.

     

     

     

    პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

     

     

     

    ამასთან, დღეის ბოლოს „ამირანის“ პირველ დარბაზში „საპატიო პრომეთე“ კინოში შეტანილი წვლილისთვის ლეგენდარულ ქართველ რეჟისორის, გიორგი შენგელაიას გადაეცემა.

     

     

     

    გიორგი შენგელაია 60-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, რადგან შენგელაია ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა. 1959 წელს ქალაქ მოსკოვში დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ალექსანდრ დოვჟენკოს სახელოსნო და მალევე დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. თავისი პირველი ფილმი ინსტიტუტის დამთავრებიდან 4 წელიწადში გადაიღო. მისი ფილმოგრაფია 12 მხატვრულ ნამუშევარს ითვლის.

     

     

     

    გიორგი შენგელაიას პირველი ნამუშევარია მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადაღებული „ალავერდობა” (1962წ). გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი ფილმი-ამბოხი, რომლის ახალგაზრდა გმირი დამახინჯებულ ტრადიციებს უპირისპირდება. ავტორია ფილმებისა „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

     

  • დუშეთში, სოფელ ლაკათხევში ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

    საქიძეების ნასახლარი ტერასულად განლაგებული შეკრული კომპლექსია. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები.

    პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, რაც კალოსთვისაც გამოიყენებოდა. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დასავლეთიდან გაჭრილი ფართო სწორკუთხა კარი, რომლის შიდა გადახურვა არქიტრავულია, ხოლო გარედან ვერტიკალურად ჩაწყობილი ქვებით გაკეთებულია ზღუდარი. საცხოვრებელ ოთახებში ვხვდებით სწორკუთხა ნიშებს.

    ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლებია: ტერასული სახლების მჭიდრო განაშენიანების არქიტეტურული სახე. ქვის მხატვრული წყობა და სიძველე.

  • მარტვილში საფლავის გათხრისას ოქროს და ვერცხლის მონეტებით სავსე ქოთანი იპოვეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    მარტვილის სოფელ ბანძაში, მოქალაქეები გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავს თხრიდნენ, რა დროსაც ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს, რომელიც თიხის ქოთანში იყო მოთავსებული. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, მათ ნივთების ნაწილი ოჯახს გადასცეს, რომელმაც ის მუზეუმს აჩუქა. რაც შეეხება მონეტების დარჩენილ ნაწილს, მპოვნელებმა ისინი ქუთაისში, ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს.

    ამასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

    სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.

  • თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება

    {{ARTICLEIMAGE}}
    15-16 დეკემბერს თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს, იაპონური კინოს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი თანამედროვე იაპონური ფილმი, რომელთა ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ მოხდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

    15 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება რეჟისორ ნობუო მიძუტას (კომედია/ფანტაზია) ფილმის მისტიური გოგონას (Sing My Life) (119 წთ.) ჩვენება.

    15 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ კან იშიბაშის ფილმის „ცხოვრების დაპირება“ (A Living Promise) (120 წთ.)

    16 დეკემბერს, 14:00 საათზე – რეჟისორ იუია იშიის ფილმის „ვანკუვერ ასაჰი“ (The Vancouver Asahi ) (132 წთ.)

    16 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ ბუნჯი სოტოიამას ფილმის „ცხოვრების ბრწყინვალება“ (Sparkle of Life ) (81 წთ.) ჩვენება

    ფილმები წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.

  • თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა

    თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა.

    კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

    12 დეკემბრამდე, „შემოქმედებითი ევროპის“ ბენეფიციარები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ „შემოქმედებით ევროპაში“ განაცხადის წარდგენის პროცესზე.

    კონფერენცია „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.