Category: არქივი

  • ბრაიზა: ბრინკზე უარის თქმით, საქართველოს მთავრობა აჩვენებს, რომ შეშინებულია პროსააკაშვილისეული კონსპირაციით

    {{ARTICLEIMAGE}}

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული სკანდალურ სტატიაზე პირველ კომენტარს solostudio.agency/-სთან აკეთებს.

    საუბარია Foreign Policy-ს სტატიაზე, რომელშიც წერია, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას ბლოკავს, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.


    “ეს არის საშინელი გადაწყვეტილება. იმით, რომ ის არ ეთანხმება საქართველოში აშშ-ს ელჩად ბრინკის დანიშვნას, საქართველოს მთავრობა უნებლიედ წარმოაჩენს, რომ თავს გრძნობს სუსტად და შეშინებულად პროსააკაშვილისეული კონსპირაციით, რომელიც არ არსებობს. შესაბამისად, ის აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან. ბრიჯიტ ბრინკი არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი დიპლომატი, საქართველოსა და მიზი მეზობელი ქვეყნების საკითხების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მცოდნე ექსპერტი, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს საქართველო და ყოველთვის ობიექტურია. არასოდეს ავლენდა პროსააკაშვილისეულ დამოკიდებულას და არ იყო მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ბრიჯიტი ნამდვილი პროფესიონალია, პირველ რიგში, ყოველთვის კარგად ახსოვს ამერიკის ეროვნული ინტერესები”,უთხრა მეთიუ ბრაიზამ solostudio.agency/-ს.

    შეგახსენებთ, ამერიკული ონლაინგამოცემა Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა.


    ამერიკული მედია ასევე წერს, რომ მისი წყაროები ვაშინგტონში მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარებს, არც საქართველოში და არც ვაშინგტონში ისურვეს ამ თემაზე გამოცემასთან საუბარი.


    საქართველოს მთავრობა რომ შესაძლოა, ქვეყანაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდეს, ამის შესახებ პირველად “ტვპირველის” ეთერში ეკა გიგაურმა, საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, რასაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკა მოჰყვა.


    ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებებით გიგაური ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს:


    “მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს. ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი”.


    თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:


    “როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ შეიძლება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს. საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში მონაწილებას არ იღებს, ეს არის სპეკულაცია და არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი”.


    ქართველი მაღალჩინოსნების გარდა, ამერიკის ელჩის დანიშვნის საკითხზე ჟურნალისტებმა ამერიკის ოფიციალურ პირსაც ჰკითხეს, როდესაც ის საქართველოში ვიზიტით იყო. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ “ეს რთული პროცესია”.


    “ეს უკავშირდება სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს. მეორე მხრივ, ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას. ის გადასარევად უძღვება საელჩოს, ვიდრე ახალ ელჩს დაამტკიცებენ”.


    უკვე 8 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა როს უილსონი, რომელიც ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ითვლება. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ როს უილსონი შესაძლოა, დარჩეს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.


  • თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა

    {{ARTICLEIMAGE}}
    NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტი და NATO-ს მინისტერიალი შეაჯამა.

    საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ხელშესახები შედეგები აქვს.

    “ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე და ეუთო-ში შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ისე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO--ს წევრი, გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, წევრობისთვის”,თქვა ზალკალიანმა.

  • დაჭრილია ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის უწყების ორი თანამშრომელი

    {{ARTICLEIMAGE}}
    სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი.

    როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

    უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დადგენილია ბრალდებულების ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ფრთხილად, ის სიკვდილია

    {{ARTICLEIMAGE}}

    ნარკოტიკული საშუალების მიღებას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მან ორ ადამიანთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორივე მათგანი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია, გარდაცვლილი კი ქუთაისში გადაასვენეს.

    შემთხვევა სავარაუდოდ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ნარკოლოგები ალაპარაკდნენ. მათი ინფორმაციით, ინტერნეტით მავნე ნივთიერება კარფენტანილი-სხვა დასახელებით იყიდება, რაც ახალგაზრდების გარდაცვალებას იწვევს. სპეციალისტების თქმით, ამ ნივთიერებას ჰეროინსა და მორფზე 100 ჯერ მეტი ეფექტი აქვს, მისი დოზირება კი თითქმის შეუძლებელია.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საიტებიდან მიღებული ნივთიერებები ის არ არის, რასაც იწერენ და მათი მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია. ზურაბ სიხარულიძეც კარფენტალინზე საუბრობს – “ადამინები ისევ მოხვდენენ რეანიმაციაში, ფრთხიალდ იყავით, მოიშორეთ – თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, – ის სიკვდილია!!!”, დაწერა ზურა სიხარულიძემ.

  • vali.ge შეფერხებით ამუშავდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვალების განულებასთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა www.vali.ge – მ ფუნქციონირება შეფერხებით დაიწყო. საიტზე სრული წვდომა სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემების გამო გართულებულია. 

    აღნიშნული პლატფორმის ამოქმედება დღეს პრემიერ-მინისტრმა დაანონსა. მამუკა ბახტაძის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან “საქართველოს ბანკის” “თი-ბი-სი ბანკის” და “ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები.

    “ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარებს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი “ქართუ” აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე”, თქვა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად განახლდება.

    “ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება”.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

    “საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები. ამ წესების დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ. გადასადგმელი გვაქვს ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის წინ- ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, საუბარია თითქმის 600 000 ადამიანზე, შეძლებს, 2019 წელს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ შავ სიაში”, ამბობს პრემიერი.


    შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.