Category: არქივი

  • თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება

     

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


    საახალწლო სოფელი მსურველებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.


    საახალწლო გალა-კონცერტზე 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 170 შემსრულებელი ეყოლება.

    საახალწლო სოფელში, რომელიც რეპუბლიკის მოედანზე იქნება, დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კულინარიაც იქნება წარმოდგენილი.


    “საკმაოდ საინტერესო და თბილი განარემი იქნება. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას “იმისიანებად” “ამისიანებად”, კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, “ჩარეცხვა”, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში. 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ”, – განაცხადა კალაძემ.


    რაც შეეხება გალა-კონცერტს, კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. “ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა და, რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი”.

  • გრიგოლ ვაშაძემ მასობრივი გაყალბების ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსა

    {{ARTICLEIMAGE}}

    გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნებზე მასობრივ გაყალბების ვიდეოებს გამოაქვეყნებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ “ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი.

    “არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი, ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.


  • ოპოზიციამ 16 დეკემბრის გეგმები გაასაჯაროვა

    {{ARTICLEIMAGE}}

    16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია მიიღებს.

    დღევანდელი ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ აქცია დედაქალაქში, ასევე, სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია თელავში ჩატარდება.

    “ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომ ხელისუფლების წევრებამდე გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ. 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში”,განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, 16 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

  • ზალკალიანი საქართველოსა და ირანს შორის არსებული პრობლემის გადაჭრას აანონსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოფიციალური თეირანის მიერ ირანის მოქალაქეების გაფრთხილების შემდეგ, არ ჩავიდნენ საქართველოში, ოფიციალურმა თბილისმა საგარეო უწყებაში შეხვედრები დაგეგმა.

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი მოადგილე უკვე შეხვდა ირანის ელჩს, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.

    “დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები და მალე ორ ქვეყანას შორის პრობლემა აღმოიფხვრება. განვიხილეთ სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ქართულ მხარეს “ცოტა განსხვავებული ინფორმაცია” ჰქონდა, მაგალითად, დეპორტირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ.

    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

    ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

    ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.

  • ოფიციალური თეირანი ირანის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ ჩავიდნენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. 

    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

    ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

    ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.

  • “შავი ბუღალტერია“ “ჰავალას” მეთოდით: დაკავებულია ირანის 7 მოქალაქე

    {{ARTICLEIMAGE}}

    უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე . სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული პირები ე.წ. ჰავალას მეთოდის გამოყენებით ეწეოდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, ეს პირები საქართველოდან ირანის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას ახდენდნენ საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით.

    “ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 097 000 ლარი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თბილისში, ირანის მოქალაქეთა ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, “შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,-წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

  • თბილისში ახალგაზრდამ ავტომობილი გაიტაცა და ავარია გამოიწვია

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ ავარიაში მოჰყვა, რის გამოც 5ავტომობილი დაზიანდა, აცხადებს შსს.

    უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, მანქანა მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი პატრონი თანხის ჩასარიცხად ავტომობილიდან იყო გადასული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს და4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • U18 საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს მეორე მატჩიც მოუგო

    საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ბელარუსთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. რამაზ სვანაძის თავკაცობით, ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო მატჩი 2:1 მოიგეს, მეორე შეხვედრაში კი 3:2 დაამარცხეს მეტოქე.

    მატჩის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული, როდესაც ბელარუსებმა გახსნეს ანგარიში, თუმცა მალევე ქართველმა ფეხბურთელებმა გაქვითეს სხვაობა. თავური დარტყმით გიორგი გულიაშვილი გამოირჩა. დანარჩენი გოლები მეორე ნახევარში გავიდა. 52-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშა, შეტევა კი ზურიკო დავითაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ბელარუსებმა გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა 75-ე წუთზე ქართველთა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გიორგი გაგუას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. საბოლოოდ, 3:2 U18 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ
    {{VIDEO}}

  • ეკონომისტების მოსაზრება პურის გაძვირებასთან დაკავშირებით

    პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ეკონომისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა, პურზე ფასის ზრდა გამოეწვია.

    ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი “ტაბულასთან” საუბრისას პურზე ფასის ზრდის სავარაუდო 3 ძირითად ფაქტორს გამოყოფს.

    პირველი, ხორგუაშვილის თქმით, ზოგადად, ინფლაციურ პროცესებს ეხება. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ინფლაცია 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა საქსტატის მონაცემების თანახმად, ნოემბრის ჩათვლით ინფლაცია 1.9% იყო.

    “აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, არჩევნებამდე ხომ არ მოხდა ხელოვნურად ფასების შენარჩუნება გარკვეულ დონეზე. თუკი 2018 წელს 3%-იან ინფლაციას ველოდებოდით, ეს ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში მთავრობა ისედაც ელოდებოდა და გვპირდებოდა ფასების შემდგომ ზრდას, უბრალოდ, პურმა გახსნა სეზონი. შესაძლოა, ტენდენცია სხვა პროდუქტებსაც გადაედოს,”- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

    ეკონომისტის შეფასებით, მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა პურზე და მის პროდუქტზე ფასი გაზრდილიყო, მთავრობის მიერ შემოღებული ეკონომიკური რეგულაციებია, რაშიც სატრანსპორტო შეზღუდვებს გულისხმობს:

    “როდესაც ფქვილის და სიმინდის შემოტანა აიკრძალა, გარდა პორტისა და მატარებლისა, ამან გაზარდა ფასი და შეამცირა მიწოდება”.

    მესამე მიზეზად ეკონომისტი ხორგუაშვილი ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავს.

    “ნომინალში კი გაიზარდა რაღაც X ფასით, მაგრამ რეალურად 2-ლარიანი ზრდა იყო. ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა არის არასახარბიელო, რაც რა თქმა უნდა, იწვევს ფასების ზრდას, მაგრამ ყოველთვის ფასების ზრდა და ინფლაცია მაინც უკავშირდება ფულის მასის ზრდას, რაც ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ყურადღება მიაქციოს და იზრუნოს ფასების ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, ფულის მასებს როდესაც ზრდის ეროვნული ბანკი, მაშინ იზრდება ფასებიც,”- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

    სხვა მიზეზებთან ერთად, პურის ფასის ზრდაზე საუბრისას ხორბლის სატრანსპორტო ხარჯების ფაქტორს განიხილავს კიდევ ერთი ეკონომისტი აკაკი ცომაია.

    “ტაბულასთან” საუბრისას, ცომაია ამბობს, რომ დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პური შესაძლოა, გაძვირებულიყო.

    “სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს ამას, მათ შორის, ესენია, სავარაუდოდ, სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა, თავად ხორბლის ფასის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე და სავალუტო კურსის მერყეობა.

    ასევე, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ხორბლის ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ერთგვარ არასრულყოფილი კონკურენციის ნიშნებს. ბაზარზე ხორბლის ბევრი შემომტანი არ არის, გვაქვს ერთგვარი ოლიგოპოლიის ნიშნები და, შედეგად, მწარმოებლებს შეუძლიათ, ფასზე გავლენის მოხდენა.