{{ARTICLEIMAGE}}
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. ხელისუფლების ოპონენტები დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.
შსს-ს ცნობით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ. თავის მხრივ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამოაზრეებს მიმართა და მათ თბილისში აქციების გამართვისკენ მოუწოდა.
“ძალა ერთობაშიას” წევრები თბილისში დაბრუნდნენ. აქტივისტთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაათენა.