Category: არქივი

  • “ქაოტური განაშენიანება” და ხარისხის სუსტი კონტროლი:ახალი კვლევის შედეგები

    {{ARTICLEIMAGE}}
    არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და დაადგინა, რომ სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის.

    2014-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მეტად (57%) სამშენებლო სექტორი გაიზარდა. სამშენებლო ბიზნესის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ძირითადი საფუძველი მშენებლობების 80%-ის თბილისში და ბათუმში კონცენტრირება და სამშენებლო ნებართვების გაცემის პრაქტიკაა.

    2018 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც თბილისში კ2 კოეფიციენტის ზრდის ნებართვების კლებამ გამოიწვია. შედეგად, სამშენებლო სექტორის წილი ეკონომიკაში 9.3%-დან (2017 წლის) 8.6%-მდე შემცირდა.

    მშენებლობის სექტორში 71 600 ადამიანია დაქირავებით დასაქმებული, რაც მთლიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა 9.6%-ია. ამ სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 461 ლარია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ საფინანსო სექტორს ჩამორჩება. სექტორის სწრაფი ზრდა ხელფასების სწრაფ ზრდას იწვევს. 2010 წლის შემდეგ სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი გაორმაგებულია.

    2018 წლის ივლისში პარლამენტმა “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” დაამტკიცა, რომელიც სრულად 2022 წელს ამოქმედდება. მის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობამ 14 დადგენილება უნდა მიიღოს. მუნიციპალიტეტებს დაგეგმარების შემუშავებისთვის დრო 2028 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ.

    “მსოფლიო ბანკის” ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, სამშენებლო ნებართვების მიღების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა. “მსოფლიო ბანკი” ყველაზე სუსტ მხარედ მშენებლობის ხარისხის კონტროლს მიიჩნევს.

    თბილისში “ქაოტური მშენებლობების” ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდა სახელდება. 2017 წლის ბოლომდე თბილისში სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდაზე ე.წ. ზონალურ შეთანხმებებს “ზონალური საბჭო” გასცემდა, რომლის უფლებები მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაეცა. 2018 წლის 6 თვეში 53 ნებართვა გაიცა, რაც მნიშვნელოვანი შემცირებაა.

    2014-2016 წლებში, 2009-2013 წლებთან შედარებით, კ2 კოეფიციენტის მოსამატებლად ნებართვების რიცხვი 54%-ით გაიზარდა. კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის, რაც პირდაპირ ვლინდებოდა თბილისის მერიის “ზონალურ საბჭოს” წევრების სამშენებლო ბიზნესთან და მოქმედ პოლიტიკოსებთან კავშირებით.

    2006-2016 წლებში, სამშენებლო ნებართვა 63.4 მილიონ მ2-ზე გაიცა, თუმცა ამავე პერიოდში მხოლოდ 16.4 მილიონი მ2-ის ობიექტები აშენდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ მომავალში მშენებლობების ფართობი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ვინაიდან ასაშენებელი ფართობის 51% თბილისზე, ხოლო 28% აჭარაზე მოდის, მშენებლობის მასშტაბების საგრძნობმა ზრდამ ურბანული პრობლემები შეიძლება გააღრმავოს.

    2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა – დედაქალაქში 1 კმ2-ზე 2 199 ადამიანი ცხოვრობს. თბილისში გაცემული ნებართვების 79% კი საცხოვრებელი დანიშნულების ფართის აშენებაზე მოდის.

    უძრავი ქონების (მიწის გარეშე) გაყიდვების მიხედვითაც მზარდი ტენდენციაა. 2017 წელს გაყიდვები 11%-ით გაიზარდა. ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპია აჭარაში – 34%, რაც ძირითადად ბათუმზე მოდის.

    თბილისში გაყიდვების 43% საბურთალოს და ვაკეს უჭირავს. ამავე უბნებზე მიმდინარე მშენებარე ფართობების 54% მოდის.

    თბილისში სამშენებლო ბაზარზე ბოლო 3 წელიწადში ფასები დოლარში სტაბილურია, ლარში გამოსახული 7%-ით გაძვირდა. თბილისში ყველაზე ძვირი (1 მ2 1 124 აშშ დოლარი) საცხოვრებელი ფართი მთაწმინდის უბანში ღირს, ხოლო ყველა იაფი სამგორში (547 აშშ დოლარი).

    აქტუალური საკითხია სამშენებლო კომპანიების კავშირი პოლიტიკასთან, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ შემოწირულობებში და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებაში გამოიხატება. 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულების 63% სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე მოდიოდა.

    სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებს ხშირად პირდაპირი შესყიდვის გზით უფორმებენ კონტრაქტებს, რაც შესაძლოა კორუფციის შედეგი იყოს. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, სამშენებლო კომპანიები (ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების გარდა) მხოლოდ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წირავდნენ ფულს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მხოლოდ “ქართულ ოცნებას” წირავენ. მსხვილი საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა 2011-2018 წლებში პოლიტიკურ პარტიებს 2 მლნ ლარამდე თანხა შეწირეს და ამავე პერიოდში მათმა კომპანიებმა ელექტრონული ტენდერებიდან 700 მლნ ლარის, ხოლო პირდაპირი შესყიდვებიდან 90 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს.

    რეკომენდაციები

    “მსოფლიო ბანკის” ბიზნესის კეთების ინდექსის თანახმად, საჭიროა მშენებლობის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რაც ზოგადად ასახულია ახალ “სამშენებლო კოდექსში”, მაგრამ შესაბამისი რეალური მარეგულირებელი დადგენილებები დროულად არის მისაღები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქების (პირველ რიგში, თბილისისა და ბათუმის) გენგეგმების დროული დამტკიცება/განახლება, სადაც კ2 კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა მკაცრად განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

    ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებში მთლიანი სახელმწიფო შესყიდვების 63% იხარჯება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მფლობელებისგან პოლიტიკური პარტიებისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციები დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედების გადავადებას მოითხოვენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    არასამთავრობო ორგანიზაციები დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პირველი იანვრიდან ამოქმედებას ნაჩქარევს უწოდებენ და გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპენსიო სააგენტომ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს არასამთავრობო სექტორთან გამართა, რომელთა განცხადებითაც კანონის ამოქმედებამდე 2 კვირით ადრე ბევრი კითხვა არსებობს და საზოგადოებას პასუხები არ აქვს. მათი თქმით, პრობლემურია ის, რომ ბიზნესისთვის ამ დრომდე გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს კანონის ადმინისტრირება და რამდენად მიზნობრივად გამოიყენებს ფონდში ჩარიცხულ თანხებს სახელმწიფო.

    არასამთვრბო ორგანიზაციები თვლიან, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ კანონი მიღებულია და რეფორმის გადავასდების საკითხი არ დგას. ლევან სურგულაძის თქმით, საგენტო სისტემის ამოქმედებისთვის მზად არის და უახლოეს 2 დღეში გაიხსნება საიტიც, საიდანაც საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.

    დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. კანონის თანახმად, ყოველთვიურად დასაქმებულმა ინდივიდუალურ საპენსიო ანგრიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% უნდა მიმართოს. ორ-ორ %-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო შეიტანს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი. ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვისაც.

  • ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არიან გარდაცვლილი ადამიანები სესხის განულების პროგრამაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში. ასე პასუხობს სამინისტრო ბრალდებებს და აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ.

    “საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში”, განმარტავენ სამინისტროში

  • რა უფლებები ექნება ახალ პრეზიდენტს?

    {{ARTICLEIMAGE}}

    16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.

    1. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები


    პრეზიდენტს უცვლელად უნარჩუნდება: კონსტიტუციური შეთანხმების დადების; კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების; შესაბამისი მიმართვის არსებობის შემთხვევაში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის (პრემიერის თანახელმოწერით); პარლამენტის სხდომისა და სესიის მოწვევის; ვეტოს; მსჯავრდებულთა შეწყალების; პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის; მთავრობის ფორმირების უნარის არმქონე პარლამენტის დათხოვნის ფორმალური უფლებამოსილებები.

    რაც შეეხება ცვლილებებს: უნდობლობის პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა პარლამენტი. ახალ კონსტიტუციურ რეალობაში ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღარ დაითხოვება. ასევე უქმდება სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა, ამავე პროცესში ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი პრემიერის კანდიდატურას.

    მცირდება პრეზიდენტის როლი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაში. მართალია, კონსტიტუციის წინა რედაქციით მისი ფუნქცია, უფლებამოხსნილი კაბინეტისთვის ახლის ნდობამდე დაეკისრებინა მთავრობის უფლებამოსილების შესრულება და პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარედგინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი, ფორმალური იყო, მაგრამ ახლა ამ პროცესიდან ის საერთოდ ქრება და მხოლოდ ნდობაგამოცხადებული პრემიერ- მინისტრის დანიშვნის კომპეტენციას ინარჩუნებს.

    პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნისა და მათში მონაწილეობის მიღების უფლება.

    პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა ამიერიდან არა თავად მისი, არამედ პარლამენტის უფლებამოსილება ხდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე კი თავად კონსტიტუციამ გაითვალისწინა, ამიტომ პრეზიდენტი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ არჩევნები რიგგარეშეა, ან თუ საომარ, ან საგანგებო მდგომარეობას დაემთხვევა და ამ შემთხვევაშიც პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება. მას ამ მდგომარეობებისდასრულების შემდეგვე შეუძლია დანიშნოს პარლამენტის არჩევნები, ოღონდ თუ აქამდე თარიღს კონსტიტუცია პირდაპირ განუსაზღვრავდა, ახლა 15-დღიან დისკრეციას აძლევს.

    ქვეყნის პირველ პირს უნარჩუნდება მოქალაქეობის საკითხების კანონის ფარგლებში გადაწყვეტის უფლებამოსილება (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ფორმულირება გაცილებით მკაფიოა, ვიდრე წინა); თუმცა თავშესაფრის მინიჭების კომპეტენცია მას აღარ ექნება.

    მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ორგანო აღარ იქნება, მაგრამ მისი მოწყობისა და მართვის უფლებამოსილება კვლავ ქვეყნის პირველი პირის ხელშია.

    სახელმწიფოს მეთაურსვე უნარჩუნდება უმაღლესი სამხედრო და დიპლომატიური რანგების, სპეციალური და საპატიო წოდებების, სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების უფლებამოსილება. ამავდროულად ამ ჩამონათვალს სახელმწიფო პრემიები ემატება. ამათგან ბოლო სამი პრემიერის თანახელმოწერას არ საჭიროებს. თუმცა, თუ კონსტიტუციის მიხედვით ადრე ეს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება იყო, ახლა მოქმედების ფარგლებს მას პარლამენტი განუსაზღვრავს.

    აქამდე პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს მიემართა პარლამენტისთვის, თუმცა ამიერიდან ეს უფლებამოსილება მხოლოდ ხალხის მიმართ უნარჩუნდება. სამაგიეროდ, ის კვლავ ვალდებულია, წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე წარდგეს მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

    2. უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები

    ახალი კონსტიტუციური მოდელით პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილება სამხედრო სფეროში ან მთავრობის წარდგინებაზე, ან პრემიერის თანახელ მოწერაზე ხდება დამოკიდებული.

    მაგალითად, საომარ მდგომარეობას პრემიერ მინისტრის წარდგინებით აცხადებს, იმავე პროცედურით დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, მაშინ როცა ადრე ეს მისი ექსკლუზიური კომპეტენცია იყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურაში თანახელმოწერას კაბინეტის ხელმძღვანელის წინასწარი წარდგინება ანაცვლებს.

    ამგვარ მდგომარეობაში პირველი პირის ექსკლუზივი, გამოსცეს დეკრეტები, ახალი მოდელის მიხედვით, პრემიერ- მინისტრის წარდგინების პროცედურით იზღუდება. ამ მექანიზმით სახელმწიფოს მეთაურს კვლავ აქვს უფლება, შეზღუდოს ადამიანის რამდენიმე უფლება. ჩნდება მათგან ზოგიერთის შეჩერების მექანიზმი. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი კი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. ამიერიდან პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტითვე შეეძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება.

    თავდაცვის ძალები პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად ორდინარულ ვითარებაში თავდაცვის მინისტრის, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობისა და ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ან ეპიდემიის დროს პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ. არც ერთ ამ ქმედებას პარლამენტში განხილვა არ სჭირდება, მაშინ როცა ადრე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეს საკითხი აუცილებლად უნდა გასულიყო.

    რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, აქ იმავე გადაწყვეტილებას პრემიერ- მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად, რაც ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. იგივე პროცედურაა დადგენილი სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. ადრე ეს საკითხიც სრულად პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.

    დაბოლოს, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ეროვნული თავდაცვის საბჭო ანაცვლებს. ის საომარი მდგომარეობის დროს იქმნება და მას საქართველოს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. თავდაცვის ძალების რაოდენობას ახლა ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად პარლამენტს მთავრობა წარუდგენს. უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, დაამტკიცოს თავდაცვის ძალების სტრუქტურა.


    3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლის უფლებამოსილებები

    პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებებია: ზოგადი წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში; საერთაშორისო მოლაპარაკებები; საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება; დიპლომატიური წარმომადგენლების მიღება და აკრედიტაცია. ყველა ეს უფლებამოსილება მას მთავრობის თანხმობით მოჰყავს სისრულეში.

    დებულებები, რომლებმაც ორგზის გამოიწვია დისკუსია უახლოეს წარსულში და რომლებიც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის სახელით მიმართვას უკავშირდებოდა, კვლავ ბუნდოვანი რჩება და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ცხადია, რომ ქვეყნის პირველი პირი მთავრობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში ნაბიჯს ვერ გადადგამს, მაგრამ, სავარაუდოდ, მთავრობასთან კონკურენციის დროს თავად მასვე აქვს ამ კომპეტენციების განხორციელების პრივილეგია. სხვაგვარად რომ ითქვას, მთავრობის კომპეტენცია, დაბლოკოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო ინიციატივა, არ ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრში შევიდეს პრეზიდენტთან ქვეყნის ფიზიკურად წარმოდგენის ნაწილში.

    წინა კონსტიტუციური რეგულირების მიხედვით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; იყო სამხედრო ხასიათისა; და ეხებოდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას, საჭირო იყო პრეზიდენტის ხელმოწერა (და პრემიერის კონტრასიგნაცია). ახლა ამ პროცესს სახელმწიფოს მეთაური ჩამოშორდა.

    4. კომპლექტაციის უფლებამოსილებები

    ცალკე უნდა გამოიყოს საკადრო კომპეტენციები. ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ის პირები ახდენენ გავლენას, რომელთა დანიშვნაშიც პრეზიდენტი მონაწილეობს.

    უცვლელი რჩება: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის; მთავრობის წარდგინებით ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნა- გათავისუფლება; ასევე მთავრობის წარდგინებით პარლამენტისთვის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების განწესებაში მონაწილეობის უფლებამოსილებები.

    ქვეყნის პირველი პირი ისევ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, თუმცა ახლა ამ გადაწყვეტილებაში ის სუვერენულია, მაშინ როცა წინა კონსტიტუციურ მოდელში საქართველოს პარლამენტს შეეძლო, კანონით მისთვის განესაზღვრა წესი და სახელმწიფოს მეთაურისთვის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების ფარგლები შეეზღუდა. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ვეღარ წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარის კანდიდატურებს.

    სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. აქ ახალი ფორმულირება გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმეში ბოლო სიტყვა პრეზიდენტზე გადადის, მაშინ როდესაც აქამდე მისი საქმე პროცესის ინიცირება იყო.

    ახალი რედაქციის მიხედვით, კონსტიტუციაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა აღარ არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; მას აღარა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სხვა მხედართმთავრების დანიშვნის პროცესში.

    5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

    ცალკეა განსახილველი პრეზიდენტის კომპეტენცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რადგან ის უფლებამოსილებები, რომლებიც აქ იჩენს თავს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

    მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტი აჩერებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობას ან დაითხოვს მას, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; ხოლო პარლამენტის თანხმობა და პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს ან ზედიზედ ორჯერ ვერ დაამტკიცა ავტონომიის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ხელში პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო იღებს, თუმცა პრემიერის თანახელმოწერა აქაც საჭიროა.

    პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისას მთავრობის წინასწარი თანხმობის ნაცვლად კონტრასიგნაცია სჭირდება. აჭარის მთავრობა სხვებთან ერთად პრეზიდენტთანაცაა ანგარიშვალდებული.

    მთავრობას გადაეცა უფლებამოსილება, შეაჩეროს აჭარის მთავრობის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი. თუმცა პრეზიდენტს ენიჭება აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება (პრემიერის თანახელმოწერით).

  • ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ სტუმართა შორის 1 მოქმედი და 1 ყოფილი პრეზიდენტია

    {{ARTICLEIMAGE}}

    ცნობილია იმ უცხოელ სტუმართა სია, რომლის მიხედვითაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სომხეთის პრეზიდენტიც დაესწრებიან.

    განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა.


    “დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონაის დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარ გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი. საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის”, განაცხადა თოთლაძემ.
    როგორც ცნობილია, ინაგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.

  • უარის მიუხედავად, ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის ადგილის შეცვლას არ აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს.


    თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებული ადგილი, სადაც “ძალა ერთობაშია” და მისი მხარდამჭერები შეკრებას გეგმავენ, ინაუგურაციის ცერემონიის ტერიტორიაზე ხვდება და იქ აქციის გამართვა უსაფრთხოების სამსახურებს მუშაობაში ხელს შეუშლის.


    “იქიდან გამომდინარე, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან უცხოელი სტუმრები, დელეგაციები, რომლებიც ამ ადგილზე უნდა გადაადგილდნენ, ეს ტერიტორია მოექცა შიდა ტერიტორიაში, სადაც დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს. კონსულტაციის გავლის შემდეგ, იმისთვის, რომ ამ სამსახურს ხელი არ შეშლოდა, ოპოზიციას შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია, სადაც მათ შეუძლიათ მათი სურვილის და ნების გამოხატვა. ეს არის კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია”, აცხადებს თელავის მერი.


    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ადგილის შეცვლას არ აპირებს.


    “გუშინ მერის წერილი მივიღეთ – ყოვლად გაუგებარი და არაარგუმენტირებული. საუბრობს რაღაც თემებზე, რაც მისი საქმე არ არის. დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად და ა.შ.

    ოპოზიციის წარმომადგენელი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც 16 დეკემბერს ერეკლე მეორის ძეგლთან შეიკრიბებიან და პროტესტს გამოხატავენ.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში, ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

    “16 დეკემბერს, თელავში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ფარგლებში”, – განაცხადა ვაშაძემ.

    “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

    წყარო – “რეგინფო”

  • ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის სტატუსი სამი ტიტულისგან შედგება

    {{ARTICLEIMAGE}}

    16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში. 


    ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი:
    მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, ბევრი ცვლილება შეეხო, ისინი მის ინსტიტუციურ როლს მაინც არ ცვლიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიახლეების ძალაში შესვლის შემდეგ, მომდევნო პრეზიდენტი არსებითად განსხვავებულ ჩარჩოში არ იმოქმედებს, ვიდრე ეს მოქმედ სახელმწიფოს მეთაურას უწევდა. კონსტიტუციური დებულების ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად მისი თეორიული მნიშვნელობისა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები ყოველდღიურ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად არ გამოდგება. საგარეო ურთიერთობებშიც კი, სადაც მას შედარებით ფართო სივრცე აქვს. მისი ასპარეზი მთავრობის თანხმობითაა ზღვარდადებული. საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და თავდაცვის ძალების მართვის ნაწილში მისი ძალაუფლება ერთი მხრივ, კაბინეტითა და პარლამენტით ბალანსდება, მეორე მხრივ კი თავად ამ კომპეტენციებს არ აქვთ ქმედითი როლი საზოგადოებრივ პროცესებში. ამის გათვალისწინებით, ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტის მთავარ ინსტრუმენტად საკადრო გადაწყვეტილებები რჩება. ის მთელ რიგ საკვანძო თანამდებობის პირების გამწესებაში მონაწილეობს. მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მნიშვნელოვან პროცესებზე, ისინი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების თანამდებობის პირები არიან. შესაძლოა, ძალაუფლება თავად ქვეყნის პირველ პირს არ აქვს, მაგრამ ძალაუფლება აქვთ, მათ ვისაც ის თანამდებობაზე ნიშნავს.

  • ზურაბიშვილი რუსეთისგან მტრული დამოკიდებულების შეცვლას ელის

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთისგან მტრული დამოკიდებულების შეცვლას ელის. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

    “ჯერ ერთი, მე მგონი კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორე, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია კარასინის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც NATO-ს წვრთნებზეა საუბარი, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ვალდებული არ არის, გრიგორი კარასინის ყველა განცხადებას უპასუხოს.

    “მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ კარასინის ყველა სიტყვას ვუპასუხო. გიპასუხეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პირი. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ველოდებით, რომ დადებითად შეიცვალოს რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაღელვებს”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

    როგორც ცნობილია, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ “საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა”.

  • ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავში ქვემეხებიდან გაისვრიან

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე პერიოდში, ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება, თელავის მერია ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, “ბატონის სასახლეში” გაიმართება.