Category: არქივი

  • როს უილსონის პირველი კომენტარი ინაუგურაციის დღის “ძალადობრივ ნაწილზე”

    არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”, ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა, როდესაც ამერიკელ დიპლომატს 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო, ოპოზიციონერებმა სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ამ უფლებების განხორციელება მშვიდად და მშვიდობიანად მოხდეს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”,განაცხადა როს უილსონმა.

  • ლავროვი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში “პროფესიონალების” შეშვებას მოითხოვს

    {{ARTICLEIMAGE}}


    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება კვლავ აღელვებს. მადლობელია, რომ ლაბორატორია დიპლომატებს დაათვალიერებინეს, თუმცა ლავროვს სურს, ადგილზე ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ “პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში და რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის”.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Комсомольская правда-ს ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მწვავე შეკითხვებს უპასუხა.

    “ბიოლაბორატორიები არის არამარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც, საქართველოსთან ამ თემაზე ვმუშაობთ – უკვე მიიწვიეს კიდეც ამ ლაბორატორიაში დიპლომატები, ჩვენ მადლობა ვუთხარით, მაგრამ იქ უნდა ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში – რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პრინციპისა – აა, აქ გაგვაბრაზეს? მოდი გავწყვეტ ურთიერთობას, მაშინ ამერიკასთანაც უნდა გავწყვიტოთ”,თქვა ლავროვმა.

    ბოლო ცნობები ლუგარის ლაბორატორიაზე

  • “მოვახრჩოთ საქართველო?” – ლავროვი საქართველოთი შეწუხებულ ჟურნალისტს

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Комсомольская правда-ს ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მწვავე შეკითხვებს უპასუხა.

    ჟურნალისტი ლავროვისგან საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვს.

    ჟურნალისტი: რატომ არ ვეუბნებით: ან ხურავთ ბაზებს, ან ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას, გიკეტავთ საზღვარს თქვენი პროდუქციისთვის. რატომ იყიდება ჩვენთან რუსული ღვინო, ამაზე ფულს აკეთებენ და თან ჩვენს ოკუპაციას ებრძვიან. გვიხარია, რომ იქ აღარ არის სააკაშვილი, მაგრამ იქ სხვა ანტირუსული ძალები მოქმედებენ

    ლავროვი: კარგით, ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობები, რომლებსაც რამდენიმე წელია, ვაშენებთ და რა გამოვა – ბაზას მაინც ააშენებენ, ბატალიონებს მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს.

    ჟურნალისტი: საპასუხო ზომები უნდა მივიღოთ. ეს ზეწოლის ბერკეტებია, მითუმეტეს, თუ საქართველო ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს…

    ლავროვი: რა. მოვახრჩოთ საქართველო? თქვენ ამბობთ, მოსახლეობის 40 % რუსეთთან ურთიერთობის მომხრეაო. და თუ ურთიერთობას გაწყვეტთ, ეს იქნება არა 40, არამედ 2 პროცენტი.

  • ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის წევრის დანიშვნაზე პირველ განკარგულებას დღეს გამოსცემს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტზე ლაშა ჟვანიას დანიშვნასთან დაკავშირებით განკარგულებას საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოსცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ჟვანიამ განუცხადა.

    “დღეს გამოიცემა განკარგულება და ამის შემდეგ მექნება საშუალება, შევხდე ადმინისტრაციის თანამშრომლებს”.

    სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი, მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    ცერემონიას სახელმწიფოს მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი დაესწრო. ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

    ინაუგურაციას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია.
    როგორც ცნობილია, მას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.

     

  • სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მედიასთან ერთად ხვალ მივა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას მედიასთან ერთად სავარაუდოდ ხვალ მოინახულებს, თუმცა ჯერ უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის გადავა ახალი პრეზიდენტი სასახლეში. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გუნდის მომავალმა წევრმა ლაშა ჟვანიამ ათონელის რეზიდენციის შენობასთან განუცხადა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

    “ახლა, ის ფასადი, რომელსაც ვუყურებთ საპრეზიდენტო ფლიგელია, რომელიც შიგნიდან დასრულებული არ არის, მაგრამ დასრულებულია ადმინისტრაციული ნაწილი” – განაცხადა ჟვანიამ. მას უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, როდის შეუდგება მუშაობას ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციიდან, თუმცა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მოსალოდნელი  ეს მალე მოხდეს. მისივე ინფორმაციით, ტექნიკური საკითხები მიმდინარე კვირას მოგვარდება და ადმინისტრაციული ნაწილი უკვე ახალ ლოკაციაზე სწორედ ამ კვირაში გადავა. 

    ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში. ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია და არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.


  • სალომე ზურაბიშვილი გუნდის წევრებს სამუშაოდ 6-თვიან გამოსაცდელ ვადას სთავაზობს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის წევრების სიას ჟურნალისტებს მომავალ კვირაში გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მომავალმა გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ათონელის რეზიდენციის შენობასთან განუცხადა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

    “კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, 6 თვე იმუშაონ ერთად. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, განაცხადა ლაშა ჟვანიამ.



    ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში; ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია და არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.



  • სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, თუმცა აუდიენციის ადგილსამყოფელი პრესისთვის გასაიდუმლოებულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, თუმცა აუდიენციის ადგილსამყოფელი პრესისთვის საიდუმლოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მომავალმა გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ათონელის რეზიდენციის შენობასთან განუცხადა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

    “დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლა აქვს. თქვენ იცით, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მათი შთამომავლები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან, საფრანგეთიდან სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის ჩამოვიდნენ და მათთან აქვს შეხვედრა და სადილი”,განუცხადა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს. შეკითხვაზე, თუ სად იმართება ეს შეხვედრები ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პრესისთვის არ არის”.


    რაც შეეხება გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს, ჟვანიას ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთის წარმომადგენლებთან და სხვა დელეგაციებთან შეხვედრები წინანდალში გაიმართა.

    ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში; ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია და არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.

    სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი, მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    ცერემონიას სახელმწიფოს მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი დაესწრო. ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.


    ინაუგურაციას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია.


    როგორც ცნობილია, მას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.


     

  • აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა ს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია, ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

    უწყების შეფასებით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

    “კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

    კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

    საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ” საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

    კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

    კანონპროექტით აშშ-ს კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

    კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ამ მიმართულებით, მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

    საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) 2018 წლის 26 ივნისს წარადგინეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა მიიღეს.

    როგორც შემდგომი ნაბიჯი, საკანონმდებლო აქტის პროექტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაეგზავნა აშშ-ის სენატს. აშშ-ის სენატის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი გაეგზავნება პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკემდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. აქამდე აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია დაუმტკიცებია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აქტი, რეზოლუციაზე უფრო დიდი მნიშვნელობის საკანონმდებლო დოკუმენტია – იგი რეზოლუციისგან განსხვავებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში კანონის ძალას იძენს”,-წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

  • იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

    {{ARTICLEIMAGE}}
    NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 2019 წელს ეწვევა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ასევე საქართველო NATO-ს ეგიდით მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ელოდება.

    “ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები. გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება NATO-ს მხრიდან, ველით NATO-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს NATO-ს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე”, განაცხადა დავით ზალკალიანმა.