Category: არქივი

  • შსს-მ პოლიციელების მიმართ ხელის შეშლის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას და ისჯება როგორც ჯარიმით, ისე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

    შსს-ს ცნობოთ, კახეთში მომხდარი ინცინდენტისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ 16 დეკემბერსვე ჩაუტარდათ გამოკვლევები. დაშავებულთაგან ერთი, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. დანარჩენი დაზარალებულები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობაც, სახლებში აგრძელებენ მკურნალობას.

    ინაუგურაციის პარალელურად გუშინ დაპირისპირებები და ხელჩართლი ჩხუბი იყო სოფელ ველისციხეში, გაერთიანებული ოპოზიცის წევრებსა და პოლიციას შორის. დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და  მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წევრებმა თელავში შესვლა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მათ განუმარტა, რომ თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შეეძლოთ. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრმლები.

    ასევე დაშავდა აქციის ერთი მონაწილეც. ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ პოლიციელებმა მათ წინააღდმეგ მომწავლავი გაზი გამოიყენეს. ოპოზიციისს წევრები ხელისუფლების კანონიერი გზით დამხობაზეც საუბრობდნენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კახეთის შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე  გადმოინაცვლა. პარლამენტის წინ მათ კარვები გაშალეს, თუმცა სამომავლო გგემებზე არ უსაუბრიათ.


    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება  პოლიციელის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.  გიორგი გახარიამ პოლიციელებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირი, მიუხედავად პოლიტიკური სტატუსისა კანონის შესაბამისად დაისჯება.

  • “გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით”: რა ხდება კირკიტაძის სახლთან?

    {{ARTICLEIMAGE}}

    შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერის დავით კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას. მისი თქმით, თუ ვინმემ ნახა, რა მოქმედებებს ახორციელებდა ბატონი კირკიტაძე, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.

    “ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით”,განაცხადა მეზვრიშვილმა.

    თავად პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის სახლთან დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

    “აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, დატოვეს სადარბაზო”, თქვა კირტიაძემ. ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებლა უკვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

     

     

  • საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სახლის გათბობას ვერ ახერხებს

     

    საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ზამთარში სახლის მხოლოდ 20მ-ს ათბობს. კონდიცირების სისტემა მხოლოდ 9%-ს აქვს, 14%-ი კომუნალურ გადასახადებს ნასესხები ფულით იხდის.  45 %-ი გასათბობად უმეტესად შეშას იყენებს.

    ეს არის  ენერგეტიკული სიღარიბის პირველადი კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ  “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჩაატარა.

    {{VIDEO}}
    ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა,

    სათანადოდო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

     

    დღეისათვის საქართველოს მოსახლების 99% – ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68% – ს – ბუნებრივ გაზზე, თუმცა ოჯახების თითქმის ნახევარი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში დამოკიდებულია შეშაზე, შეშის წვა, ძირითადად, არაეფექტურ ღუმელებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.

     

    კომუნალური დანახარჯების წილი საქართველოში საშუალოდ ოჯახის შემოსავლების 12% – ს შეადგენს, თუმცა ენერგეტიკული დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავებულია სეზონების მიხედვით. ზამთრის თვეებში

    ენერგეტიკული დანახარჯები ორჯერ და მეტჯერ აღემატება ზაფხულის თვეებში დანახარჯებს და ამასთან, ზამთარში ოჯახების უმეტესობა სახლებს სრულად არ ათბობს.

     

    შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დონის კლებას განაპირობებს.
    კვლევის მიხედვით საქართველო ენერგეტიკულ სიღარიბეში ცხოვრობს.

  • სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება:”საერთაშორისო გამჭვირვალობა” პროკურატურას

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების იმ ფაქტებზე, რომლებიც 15 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ ვიდეოჩანაწერებში იყო ასახული

    “არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეოჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. ამასთანავე, მივმართავთ, ცესკო-ს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ”, ნათქვამია საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.

  • გაერთიანებული ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება ხვალ შეიტყობს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი 

    “აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

  • ცხედარი სარდაფში დამალა:მკვლელობის დეტალები

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელმაც მარნეულში საკუთარი მამიდა მოკლა, ხოლო ცხედარი სარდაფში დამალა. გარდაცვლილი ნათესავებმა აღმოაჩინეს. მას სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

    პოლიციამ მიმალვაში მყოფი ბრალდებული მკვლელობიდან მეორე დღეს სადახლოში დააკავა, მას ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

  • მეზვრიშვილი: ყველა პირი, ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც 16 დეკემბერს, კახეთში რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში.

    მისი თქმით, შსს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდა ყველა გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ინციდენტს უკავშირდება.

    “დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მოხდა გარკვეული პირების იდენტიფიცირება. ამ ადამიანებს დავიბარებთ საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები დღის განმავლობაში ეტაპობრივად წარიმართება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში, ყველა პირი იქნება დაბარებული პოლიციაში, ვინც რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ სხვა”, თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას და ისჯება როგორც ჯარიმით, ისე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

    როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში, ამ დროისათვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, კახეთში მომხდარი ინცინდენტისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ 16 დეკემბერსვე ჩაუტარდათ გამოკვლევები. დაშავებულთაგან ერთი, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. დანარჩენი დაზარალებულები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობაც, სახლებში აგრძელებენ მკურნალობას.

  • ევროპულმა სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, საია-ს ცნობით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ამავე წყაროს თანახმად,”ევროპული სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას სწორედ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოუწევს პასუხის გაცემა, კერძოდ, დაირღვა თუ არა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება და რამდენად ეფექტური იყო ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება. ამასთან, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გ. ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლების წარდგენა. რუსეთის ფედერაციას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2019 წლის 7 მარტამდე განესაზღვრა.

    გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

    ამავდროულად, ოთხოზორიას საქმე ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე”.

    გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გ. ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ.

  • ზურაბ აბაშიძე დღეს კარასინს შეხვდება

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ტრადიციულად პრაღაში შეხვდება. პრემიერის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ შეხვედრა ტრადიციული დღის წესრიგით წარიმართება.  

    რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პირველ ოქტომბერს პრაღაში შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.

    შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების “პრაქტიკული განხორციელებისთვის” მზადყოფნა გამოთქვეს.

    მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

  • აქტივისტებს ხელკეტებით სცემეს – რას წერს “ბრიტანული “როიტერი” ინაუგურაციის დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი თელავისკენ გაემგზავრა, თუმცა პოლიციამ გზა ჩაკეტა, ზოგიერთ აქტივისტს ხელკეტებით სცემა”,- ასე აღწერს ბრიტანული სააგენტო “როიტერი” 16 დეკემბერს, ინაგურაციის პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

    როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები დღეს გახდება ცნობილი. 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის პრესკონფერენციაა დანიშნული.

    რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. ხელისუფლების ოპონენტები დღის განმავლობაში  უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

    შსს-ს ცნობით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ. თავის მხრივ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. 

    მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამოაზრეებს მიმართა და მათ თბილისში აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

    “ძალა ერთობაშიას” წევრები თბილისში დაბრუნდნენ. აქტივისტთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაათენა.