Category: არქივი

  • “ჩემი ცოლის დაქალებს” უყურეთ”:გოცირიძე შს მინისტრს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე შს მინისტრს ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ყურებას ურჩევს.

    გორიციძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალის როლზე ისაუბრა.

    “მე ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვაზე: რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან. თქვენ ირონიულად მოიხსენიეთ, რომ თითქოსდა ეს ჩაცუცქულობის ინსტიტუტი მათ შორის საარჩევნო პროცესში არ არსებობს. საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. “ჩემი ცოლის დაქალებს” თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს, ეს ისედაც ნათელია და არა მხოლოდ ამ ფილმით”, – განაცხადა გოცირიძემ.

    პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას უსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში კამათის ფონზე მიმდინარეობს.

  • ხოშტარია შს მინისტრს: სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი

    {{ARTICLEIMAGE}}
    “კომისიის ფარგლებში რაც გააკეთეთ, იყო წარუმატებლობა”,შინაგან საქმეთა მინისტრის ამ ფრაზამ “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აღაშფოთა.

    “მაიმუნობთ აქ, შინაარსი ვერ გამოგიტანიათ რაზე ლაპარაკობ. თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ და რა სინდისით. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ კაცს რას პასუხობთ?! მკვლელი სად არის?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!”, – მიმართა ხოშტარიამ გახარიას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის წევრებს აკრიტიკებდა.

    “კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ახლა მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო-ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე თქვენ გეუბნებით და გთავაზობთ შინაარსიან საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდო-ინტელექტუალური, უმიზნო და უაზრო დებატებით, მე გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექსტში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია. არც არასოდეს გვეშინოდა იმიტომ, რომ ლოგიკურად ძალიან სუსტად მსჯელობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები, ის რაც თქვენ გააკეთეთ კომისიის ფარგლებში იყო უდიდესი წარუმატებლობა ამ პარლამენტისთვის და ამ საქმისთვის”,განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. “დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა”,წერია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

  • შს მინისტრი ოპოზიციას: ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ

    {{ARTICLEIMAGE}}
    “არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომისმინეთ ყურადღებით – როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. მე თქვენ შინაარსობრივ საუბრებს გთავაზობთ. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ ეშინია, საკმაოდ სუსტად მსჯელობთ”,მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან.

    გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას “წარუმატებლობა” უწოდა.

    მინისტრის თქმით, ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმეს პოლიტიკურად იყენებს.

    “ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს კარავში ყოფნა მოუწია, სამწუხარო ის არის, რომ ამას თქვენ იყენებთ პოლიტიკურად. პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ. თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი, როდესაც პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართო უკიდურეს ფორმებს, თქვენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, ამას უბრალოდ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს.

    “თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. ბოდიში, მაცალეთ, თქვენ თუ ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის, იმ ხალის, ვინც ამ კომისიაზე იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, ამას ვნახავთ, ამას მე გპირდებით,”განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გახარია ბოკერიას: ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ოპოზიციაც გაბრწინდება და საქართველოს პარლამენტიც

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას კითხვას ხუმრობით უპასუხა. 

    “არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ინტელექტუალური სპარინგიც აღარ არის საინტერესო – ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიციაც გაბრწინდება და საქართველოს პარლამენტიც”,განაცხადა გახარიამ. 

  • “ამაზრზენი ამბავია”- რა ჩანაწერი წარუდგინა ბოკერიამ შს მინისტრს

    საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს  “ევროპული საქართველოს” აქტივისტის აუდიოჩანაწერის შინაარსი წარუდგინა.

    ბოკერიას თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, როგორ ემუქრება “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ოპოზიციის მხარდამჭერს.

    გიგა ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს დაჭერით ემუქრებოდნენ.

    ბოკერიას ამბობს, რომ ამ საქმეს რეალური გამოძიება არ მოჰყვა, რის გამოც, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერმა ქვეყანა დატოვა. ბოკერიას თქმით, სწორედ ამ საქმეების გამოუძიებლობის გამოა, რომ შს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების არავის სჯერა.

    “სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას. ერთი არის სრული იგნორირება პოლიციელების ცემის, როგორც კორცხელში იყო, სრული იგნორირება, გამოძიების დაწყებაც კი არ გაგიკეთებიათ იმ პოლიციელებზე, ვინც იცავდნენ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვთ. მეორე, თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება, გამოძება დაიწყოთ, რომელიც არსად არ დამთავრდება და მესამე, თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავია, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა, რომ კაცს შარდი დაელია და სახეში შეეზილა, შეიძლება, დაიჭიროთ დროებით და მერე რომ ჩაწყნარდება, თქვენი აზრით, გამოუშვებთ”, ამბობს გიგა ბოკერია.

  • რა საჩუქრები მიიღეს დეპუტატებმა ოჯახის წევრებისგან

    {{ARTICLEIMAGE}}

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2017–2018 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების ნუსხას აქვეყნებს. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ დეპუტატების სია შეადგინა, რომლებმა უახლესი დეკლარაციების თანახმად  (2017–2018) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.


    კანონის მიხედვით თანამდებობის პირებს საჩუქრის მიღება არ ეკრძალებათ, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.


    1. 1.
      საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%–ს, ხოლოდ ერჯერადად მიღებული საჩუქრებისა 5%–ს.


    2. 2.
      თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს მისი/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

    არსებობს გამონაკლისი შემთხვევაც. საჩუქრად არ ითვლება საჯარო მოსამსახურისთვის, მისი ოჯახის წევრისთვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის დეკლარირების ვალდებულებისგან.

    დეპუტატებს  დამატებით შეზღუდვას უწესებს პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი. დეპუტატი ვალდებულია მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს.

    არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით დეკლარაციის ფორმაში, სადაც დეპუტატმა საჩუქრის შესახებ ინფორმაცია უნდა შეავსოს არ არსებობს გრაფა სადაც მიეთითება საჩუქრის გადამცემი პირის ვინაობა, მაშინ, როცა კანონი პირდაპირითხოვს დეკლარაციაში ასეთი პირის ჩაწერას. დეკლარაციების შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ხშირად დეპუტატები საჩუქრის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა გრაფაში უთითებენ, თუმცა არცერთ შემთხვევაში საჩუქრის გამცემის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ჩანს.

    გარდა ამისა ორგანიზაციის შეფასებით ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე ზედა ზღვრის არარსებობა ქმნის საფრთხეს, რომ თანამდებობის პირებმა ამ გზით კანონს გვერდი აუარონ, და ეს “ხვრელი“ აკრძალული შემოსავლის დამალვის ან გათეთრებისთვის გამოიყენონ.  საერთაშორისო გამჭვირვალობა გამოდის რეკომენდაციით, კორუფციული რისკების გათვალისწინებით საჯარო სამსახურის ბიურომ განსაკუთრებით შეისწავლოს დეპუტატების მიერ ახლო ნათესავებისგან მიღებული ფულადი საჩუქრები.