{{ARTICLEIMAGE}}
{{ARTICLEIMAGE}}
“ჩვენ გაუფრთხილებლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დავიწყეთ ამ კვლევის ჩატარება და სინჯების აღება. შევამოწმეთ როგორც – მსხვილი, ბრენდირებული ქსელები, ასევე პატარა ბენზინგასამართი სადგურები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საავტომობილო ბენზინში, არცერთ ნიმუშში, ტყვია ნორმასთან მიახლოებულიც კი არ ფიქსირდება. ეს საკმაოდ რეპრეზენტატული კვლევაა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ბენზინი ტყვიის გამავრცელებელი წყაროებიდან გამოვრიცხოთ. რაც შეეხება კვლევის სანდოობას, კვლევა ტენდერის გზით გავიტანეთ გარეთ და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეამოწმა. კომპანიებმაც კი არ იცოდნენ რომელი ავტოგასამართი სადგურის ნიმუში იყო, რადგანაც დალუქული მიდიოდა სინჯები და მხოლოდ ლუქის ნომრით ხდებოდა იდენთიფიცირება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ “საქმიანი დილის” ეთერში.
ვა
ლები რომ გაანულონ, რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს: ცალკეული კრედიტის ძირი თანხა არ აღემატებოდეს 2 000 ლარს; ბოლო წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ვალის დასაფარად შეტანილი რაიმე თანხა. როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე აამოქმედა სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Vali.ge.
{{ARTICLEIMAGE}}
ცესკო-მ ახალი თავმჯდომარე აირჩია. 8 ხმა მიიღო თამარ ჟვანიამ, 1 – ლადო ბოჟაძე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით მიიღო.
გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.
კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.
“>
„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა – მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.
{{ARTICLEIMAGE}}
{{PHOTOGALLERY}}