Category: არქივი

  • ზვიად გამსახურდიას შვილი, რომელიც მე-11 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად პროკურატურის შენობაში მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ამიტომ  გამოკვლევები უტარდება.

    გამსახურდიების პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდეგ, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს.  დეპუტატები საკითხს კენჭს ერთ საათში ბიუროს სხდომაზე უყრიან.

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატი კი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიებას ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა გაუძღვეს.

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მეთერთმეტე  დღეა, პროტესტს უკიდურესი ფორმით გამოხატავენ. ისინი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ხანდაზმმულობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიესალმებიან, თუმცა ამბობენ რომ გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო.

  • დღეს სალომე ზურაბიშვილის მრჩევლების ვინაობა გახდება ცნობილი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიას სახელმწიფოს მეთაურის მრჩევლებს გააცნობს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი თავისი გუნდის ამ ნაწილს 17:00 საათზე ათონელის რეზიდენციაში წარადგენს. როგორც ცნობილია, გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს, საპარლამენტო მდივნად კი დიმიტრი გაბუნია დაინიშნა. ზურაბიშვილმა სწორედ დღეისათვის დააანონსა გუნდის სხვა წევრთა ვინაობის გამხელა.

  • მეზობელი წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიაზე მოკლულის მეზობელი საუბრობს. მისი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა საქმის გასარჩევად სახლიდან გაიყვანეს. მეზობელი ამბობს, რომ სახლიდან გაყვანის მიზეზი მკვლელობამდე მომხდარი ერთი ფაქტი გახდა. კერძოდ კი, “ხანჯლით შეიარაღებულ პირებს ახალგაზრდებმა ავარიის დროს ავტომობილის სარკე გაუტეხეს  და სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობაც”. მეზობელი იმასაც ამბობს, რომ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული და ისინი ტაბახმელიდან არიან. 


    გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.



    სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

  • ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.
    გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
    გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით).
    გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”,წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
    სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სხდომაზე ორი თვის შვილთან ერთად მივიდა

    {{ARTICLEIMAGE}}

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სხდომაზე ბავშვთან ერთად მივიდა. სხდომაზე შვილის მიყვანა ჯანეზაშვილის მხრიდან ერთგვარი პროტესტია.


    “დღეს იუსტიციის საბჭოში ბავშვთან ერთად მოვედი, ჩემი შვილი არის ორი თვის და როცა ის გაიზრდება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება. ჩვენ ვიცით, რომ გვირიტიშვილები, ნადარაიები არიან დანიშნული 65 წლის ასაკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და გახდება 25 წლის, ისევ ამ კლანის ხელში იქნება სასამართლო სისტემა.


    რომ წარმოიდგინოთ 90 იან წლებში რამდენად კორუმპირებული იყო სასამართლო სისტემა და დღეს რომ იგივე ხალხი მართავდეს, ნათლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდება 25 წლის შემდეგ. ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად. დღეს დღის წესრიგში არის საკითხი, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას ეხება. უზენაესი სასამართლო ჩვენი მოქალაქეების უკანასკნელი იმედია. მივიღებთ იმას, რომ ისიც ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდება”, ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.


    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ასახელებენ.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ასახელებენ. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს,რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

  • ირანმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს, თუ ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის ან საქართველოში შესვლის აკრძალვის საკითხი არ მოგვარდება. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ალირეზა რაჰიმიმ განაცხადა.
    “თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას”, – განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა

  • მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია და უკანონოდ არის დაკავებული.

    როგორც ის განმარტავს, მისი არასრულწლოვანი შვილი სხვების დანაშაულის გადასაფარად და აღშფოთებული საზოგადოების გასაჩერებლად დააკავეს.

    “ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა რომ დაიწყო, იმ დროს დააკავეს ჩემი შვილი, რომ საზოგადოებრივი მუხტი და სარალიძე რაღაც დროის მანძილზე გაეჩერებინათ.

    პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი.

    საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.

    ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.

    ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას”, – განაცხადა ღლონტმა.

    ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

  • იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიამ 24 დეკემბერს განცხადება გაავრცელა.

    “თავისუფალ დემოკრატებსა და სანდრო ბარამიძეს სრული ღირებულებითი თავსდებადობა და ბიოგრაფიული მსგავსებაც გვაკავშირებს. ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. როდესაც ნათელი გახდა, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, “თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა”, ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების”“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი იყო, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა. 2018 წლის ივნისში, როცა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა და მინისტრების მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, ბარამიძე თანამდებობაზე არ დაბრუნებულა.