Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს”- მაიკო კაჭკაჭიშვილი სასწრაფო დახმარების ექიმებს

    კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

    მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მის 89 წლის ბებიას ასაკის გამო უყურადღებოდ მოექცნენ.

    “სიბნელე აღარ ქვია ამას 112 – ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთბის! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო რომელიც სამყროს მირჩევნია ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ თუნდაც ის გამაგებინონ რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს!ეხლა ვიგებ კარდიოექსპეესისგან როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112 ს ბრიგადა გამოძახებული! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!”

  • პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა — ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერებას ეხმაურება.

    “საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს — თავისუფლების ქარტია, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

    შეგახსენებთ, პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენდა, ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.

  • ცხინვალში ქართულწარწერიანი წამლების აკრძალვის გამო ზურაბიშვილი საერთაშორისო ორანიზაციებს მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში ქართულწარწერიანი წამლების აკრძალვის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ინფორმაცია მიაწოდა.

    “მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას, თან ერთვის ის, ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.
    პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება.
    პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისათვის რეაგირებისაკენ მოუწოდა., – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

    გუდაური–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • “ომბუდსმენი შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით”- სახალხო დამცველის განცხადება

    საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

    “გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი.

    კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

    გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა.

    განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე.

    სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით.

    საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს,[2] რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით.

    ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

    სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას”- წერია განცხადებაში.

  • ვანში 29 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

    ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში 29 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

    არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე სანადირო თოფით დაასრულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა – როგორი რეაქცია ჰქონდა გიორგი გახარიას (ვიდეო)

    დღეს, დილას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა.ნახეთ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას რეაქცია.

  • „საქართველო-ბელგიის შეხვედრაზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას“ – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას “სირცხვილიას” სახელით

    სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწონებას, რომ 22 თებერვალს ბოიკოტი გამოუცხადონ ქართველ მორაგბეებს და უგულშემატკივრონ მოწინააღმდეგე გუნდს, ბელგიას კატეგორიულად უარყოფენ.

    ამასთან დაკავშირებით, „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ინფორმაცია, რომლის გავრცელებაზეც ამ წუთებში იმდენი ფული იხარჯება, ერთ ახალ ბაზას ან რამდენიმე მშიერი ბავშვისთვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას რომ ეყოფოდა:

    თითქოსდა „სირცხვილია (ან ვინმე) მოუწოდებს ვინმეს ბორჯღალოსნების ბოიკოტირებისკენ, რა თქმა უნდა არის სრული სიცრუე და თუ ვინმე თავისით ვერ ხვდებოდა ამას, ნება მიბოძეთ განვმარტო:

    1. რაგბის კავშირის მონაჯმენტი და ქართული რაგბი ერთი და იგივე არ არის

    2. და სულ რომ მართლა ჩვენი მორაგბეები დამწკრივებულიყვნენ პატარა დიქტატორის სადიდებლად და მისთვის თქვენ თავად მორკინალო და რაგბი შენი თამაშია ეძახათ, მათ შორის სულ რომ ისეთებიც გამორეულიყვნენ, რომლებიც აქამდე სწორ სამოქალაქო პოზიციებს აფიქსირებდნენ (და ასეთები საბედნიეროდ მრავლად არიან, სრულიად სარაგბო თემის სახელით ლაპარაკს რომ იბრალებს ზოგ-ზოგიერთი) და ახლა ხარკის ნაწილის დაბრუნებისთვის მუხლზე ხოხვით მადლობების ხდა დაეწყოთ:

    ნაკრების ბოიკოტირებისა და მოწინააღმდეგის გულშემატკივრობისკენ მოწოდებაზე უფრო არაადეკვატური ერთი პასუხიც კი არ მაფიქრდება“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.

  • “აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის მიმართ სააკაშვილის რიტორიკა იყო”- კურტ ვოლკერი

    გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

    „ვფიქრობ, სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ეფექტურად ამყარებდა ურთიერთობას აშშ-სა და დასავლეთთან, თუმცა პუტინი ძალიან ნერვიულად რეაგირებდა მწვავე რიტორიკაზე, რომელიც მის მიმართ სააკაშვილმა აირჩია, არა თუ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც. ვფიქრობ, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების, რამაც შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობა. საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა რუსეთს ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შესახებ დაივიწყა“, – აღნიშნა ვოლკერმა.