Category: არქივი

  • მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით-სააკაშვილის პირველი კომენტარი მერაბიშვილის გათავისუფლებაზე

    მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ, –  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

    „მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

    მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, – წერს სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დაანონსა, თუმცა ჯერჯერობით არ გადაუწყვეტა, რომელ პარტიას შეუერთდება.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    მათი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, სააკაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, იმერეთის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, მრევლიშვილის, სანერგეს და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, მონასტრის, წყალსადენის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ხარაბაძის, გომარეთის, წინანდლის, გუთნის, ივერიელის და ახმეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სევანის, მარტყოფის, ფაღავას, ირბახის, გურჯაანის, ბოროდინის, ნასაკირალის, მახათას, სართიჭალის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და ლომინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ამაშუკელის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, კვიჭიძის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ალექსეევკის დასახლების, გახოკიძის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • მე გაძლევთ პირობას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება-რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას მერაბიშვილი

    მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

    „არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ, მინდ ამადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, იმ ხალხს ვინც აქ არის, მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, რწმენა რომ გავაგრძელო ბრძოლა რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ პრობას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება.

    ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, – განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

    მერაბიშვილმა განაცხადა რომ არსებული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად ოპოზიციასთან ერთად იბრძოლებს, თუმცა რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს, ამას მოგვიანებით გადაწყვეტს.

    შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

  • ნუცუბიძის მოსახლეობას გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

    გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

    კომპანიის ცნობით, ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს, 23:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

    ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს ,,პალა ჯგუფი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორი”-ს, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს ,,მს დეველოპერი”-ს, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. ,,მანა ჰაუსი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ბ. ჟღენტის,) მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: # 192 და # 201 ბაგა-ბაღებს, # 102 საჯარო სკოლას და სხვა.

    გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 21 თებერვლის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე.

    „კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა 2019 წელს 15 ათასი ლიტრი საწვავი დაწვეს

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2019 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 15 000 ლიტრი, 32 625 ლარის ბენზინი დაწვეს. გამოდის, რომ ისინი დღეში 100 კილომეტრზე მეტს დადიოდნენ.

    თავად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ 4,201 ლიტრი საწვავი დაწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 120 კილომეტრს დადიოდა.

    პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა 7,769 ლარის ღირებულების 3,646 ლიტრი საწვავი მოიხმარა, მეორე მოადგილემ 7,761 ლარის ღირებულების 3,363 ლიტრი საწვავი და კიდევ ერთმა მეორე მოადგილემ 8,090 ლარის ღირებულების 3,731 ლიტრი საწვავი.

  • სალომე ზურაბიშვილს ყოფილი ელჩის Facebook-პოსტის გამო ვიზიტის გაუქმება მოუწია

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმა.

    „საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ცნობისთვის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეიქბუქში“ პოსტი დაწერა.

    „არ ვხუმრობ, ლიუსტრა ვიყო. მოკლედ, ორ ფრანგ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მერე სუდანში მაქვს ჩანიშნული მივლინება მარტის შუა რიცხვებში. ხოდა, უშიშროების იქოურმა სამსახურმა ბანგიდან (დედაქალაქი) ანუ მაინძელმა მოგვწერა იქნებ აპრილიზა გადავიტანოთო: ამდენი ქართველი და ფრანგი ამ მარტის თვეში გავრილოვის ღამეს გამოიწვევსო:)))) თურმე, ჩვენი ქაბატო მიდის 10 დღით კაი დიდ დელეგაციასთან ერთად! არა იაროს, თან ისეთ ადგილებში სადაც თავისი გონებამახვილი განცხადებებით დიდ ზაინს ვერ მოიტანს, მაგრამ ქე მაინც აუხსნას კარგად რომ ქართველია და არა ფრანგი, თვარა……თან 10 დღე აპასნია, კოღოების პერიოდია“,-წერს ჟღენტი „ფეიქსბუქზე“.

  • “დატოვოს პარლამენტი რუსეთის აგენტმა ელენე ხოშტარიამ”-ხმაური “ევროპული საქართველოს” ოფისთან (ვიდეო)

    ამ წუთებში ხმაურია “ევროპული საქართველოს” ოფისთან.,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი გუშინ, პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ. თავდაპირველად აქტივისტები პარტიის ოფისთან არსებულ ერტ-ერტ კვების ობიექტში მივიდნენ, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. მოგვიანებით მათ პარტიის ოფისთან გადაინაცვლეს.

    “დატოვოს პარლამენტი რუსეთის აგენტმა ელენე ხოშტარიამ”-განაცხადა ადგილზე მყოფმა აქტივისტმა.

    შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის  ჰიმნი ჩართეს. 

    აქტივისტებმა აქცია გუშინ გვიან ღამითაც გამართეს. ისინი შეცდომით  ეკა ხოფერიას გადადგომას ითხოვდნენ.

  • “შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის გადაწყვეტილება პრობლემურია” – კარლ ჰარცელი

    ირაკლი შოთაძის დანიშვნის გადაწყვეტილება ხელს არ შეუწყობს ნდობას სასამართლო სისტემისადმი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

    „ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ გუშინ. ეს იყო პროცედურების გაგრძელება და მოსალოდნელი ფაქტიც. ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს და ის პროფესიონალია, თუმცა მეორეს მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია. მიმაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ნდობას ზოგადად სასამართლო სისტემისადმი, რაც გასაკუთრებით ამ დღეებში, ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს გამოწვევაა. მომავალში ამას სჭირდება ფიქრი და გათვალისწინება“, – განაცხადა ჰარცელმა.

    შეგახსენებთ, 18 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • “ერთმანეთს მოსაზრებები გავაგებინეთ” – იაგო ხვიჩია არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.  დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” ხვიჩია ამბობს, რომ თალაკვაძემ ის დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე სასაუბროდ დაიბარა და მისი მოსაზრებები მოისმინა.

    “დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა უნდოდა. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს საუბარი. მას აინტერესებდა ის, რაც რეალურად მეც მაინტერესებდა. ჩვენი ინტერესები იყო საერთო, როგორ შეიძლება პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა ქვეყანაში. მან მოისმინა ჩემი აზრი და მე ვუთხარი, რაც იყო ამისთვის საჭირო. მას აინტერესებდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაწევს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ტემპერატურას. მე მაინტერესებდა, რამდენად სერიოზულად იყვნენ ისენი განწყობილი ამაზე სასაუბროდ და თუ სერიოზულად ეს უნდოდათ, ამის მოღწევა შესაძლებელი იყო გარკვეული გზებით. მაგალითად, იმით, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს და ხალხს არ უნდა ვიჭერდეთ არჩევნების წელს მოლაპარაკებების პარალელურად. მეორე, სიტყვა უნდა შესრულდეს მეტწილად მაინც, რომ მე მქონდეს საშუალება და ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება თქვან, ჩვენ გავაგრძელეთ ხელოსუფლებასთან საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ პირობა მეტნაკლებად შესრულებულია და ჩვენ დავივიწყოთ საუბარი იმაზე, რომ გადაგვაგდეს. ჩვენ თუ პარალელურად ვსაუბრიბთ იმაზე, რომ გადაგვაგდეს, იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი არ ღირს, მაშინ საუბარი არის შეუძლებელი” –  განაცხადა იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.