Category: არქივი

  • არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი- ღარიბაშვილი მერაბიშვილზე

    თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს, რომ არ მომხდარა არაფერი განსაკუთრებული, ,,ციხიდან ჩვეულებრივი კრიმინალი გამოვიდა”.

    ,,არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან, ადეიშვილთან ერთად და განსაკუთრებული მაგით არაფერი არ მომხდარა”,- ამბობს ღარიბაშვილი.

    მისივე განცხადებით, მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ უნდა დამხობილ ადამიანზე საუბარი.

    ,,ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში ისინი მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმით, ღიმილის მომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო”,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

    დღეს ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” დამხობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ,,ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.

  • მეტი ვანო ოპოზიციას-კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

    მეტი ვანო ოპოზიციას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

    „მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. მან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დაანონსა და განაცხადა, რომ 1 წელიწადში ეს მთავრობა დასრულდება.

  • მერაბიშვილი კალენდრიდან ამოხეული ფურცელია, თუ რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, მათი საქმეა- ქანთარია

    ,,ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია მერაბიშვილს კალენდრიდან ამოხეულ ფურცელს ადარებს, რომელიც შეიძლება პარტიებმა სიმბოლურად კედელზე დაკიდონ.

    ,,ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ ამას რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული”,- აცხადებს ქანთარია.

    ყოფილმა შს მინისტრმა საპატიმრო დღეს დატოვა და პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.

  • მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ- ხაზარაძე მერაბიშვილზე

    პარტია ,,ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ,,ლელო” მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს და მასთან შეხვედრასაც არ გეგმავს.

    ,,ვანო მერაბიშვილის და მისი პარტიის გადასაწყვეტია მათი პოლიტიკური გეგმები, ეს ჩვენ არ გვეხება და ბუნებრივია თვითონ ჩამოყალიბდება თავის პოლიტიკურ მომავალზე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად არანაირი შეხვედრა მასთან არ იგეგმება”,- ამბობს ხაზარაძე.

    ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვდება სხვადასხვა პოლიტიკოსებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ პარტიაში გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

  • მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ- ხაზარაძე მერაბიშვილზე

    პარტია ,,ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ,,ლელო” მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს და მასთან შეხვედრასაც არ გეგმავს.

    ,,ვანო მერაბიშვილის და მისი პარტიის გადასაწყვეტია მათი პოლიტიკური გეგმები, ეს ჩვენ არ გვეხება და ბუნებრივია თვითონ ჩამოყალიბდება თავის პოლიტიკურ მომავალზე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად არანაირი შეხვედრა მასთან არ იგეგმება”,- ამბობს ხაზარაძე.

    ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვდება სხვადასხვა პოლიტიკოსებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ პარტიაში გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

  • მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება- ზაზა გაბუნია მერაბიშვილზე

    ,,ქართული ოცნების” წევრი, ზაზა გაბუნია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს რომ ,,მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება”.

    ,,ის აღფრთოვანება, რომლითაც ეს კრიმინალი, უამრავ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავე, ბრალდებული, სამწუხაროდ ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქადნის… მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება”,- აცხადებს გაბუნია.

    ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ პირობა დადო, რომ 1 წელიწადში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება დამთავრდება. 

  • მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?! – ემზარ კვიციანი

    მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?! – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცახადა.

    „ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – ამბობს კვიციანი.

    შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.

  • ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის- ლევან გოგიჩაიშვილი

    ,,ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის”- ასე ეხმიანება ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების” კიდევ ერთი წევრი ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება.

    მისი თქმით, მერაბიშვილის ასეთი განცხადებები ,,ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკისა და მართვის კრიზისის შედეგია.

    “ეს არის “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით – ხან “ნაციონალებს” ეთამაშა, ხან “ევროპულ საქართველოს”, ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა… აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით”,- ამბობს გოგიჩაიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამინები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას.

    ,,ესე იგი ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

    მერაბიშვილის მხარდამჭერები გოგიჩაიშვილმა ჰიტლერის მხარდამჭერებს შეადარა, რომლებიც ,,აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ დახოცოს ხალხი”.

    “ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი,” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

    მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.

  • მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში- გიორგი ვაშაძე

    ,,ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ბრძოლაში თავის როლს შეასრულებს.

    მისივე შეფასებით, ივანიშვილის 8-წლიანი მმართველობის ფონზე ნათლად გამოჩნდა ის წარმატება და პროგრესი, რასაც საქართველომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მიაღწია.

    „მივესალმები ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის ძალისხმევა, წარმატება და პროგრესი, რასაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მიაღწია. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მე მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ვანო მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში. თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

    ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.

  • სავარაუდოდ შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აპირებს პოლიტიკაში შესვლას- ლევან კობერიძე მერაბიშვილზე

    ფრაქცია დამოკიდებელი დეპუტატების წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, მერაბიშვილი სავარაუდოდ შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.

    მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ.

    „რომელ პარტიაში წავა, ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმონეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას ეტყობა პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, – განაცხადა კობერიძემ.

    ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და პირობა დადო, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. თუმცა, ჯერ არ იცის, რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას.