Category: არქივი

  • თუ ტექნიკური ინსპექტირება არ გაგივლიათ, დღეიდან დაჯარიმდებით

    {{ARTICLEIMAGE}}
    14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში, “ჭკვიანი კამერების” საშუალებით დაჯარიმდება ყველა იმ ავტომობილის მძღოლი, რომლებსაც არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების საფუძველზე დაჯარიმდებიან.

    ამავე წყაროს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა.

  • ირანი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ჩასვლაზე უარი თქვან, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზად ასახელებს საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის გავრცელებას. სამინისტრო ირანის მოქალაქეებს ურჩევს, რომ შემდგომი შეტყობინების მიღებამდე, უარი თქვან საქართველოში მოგზაურობაზე.

  • ბესელია: ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზებით უნდოდათ ჩემი ჩამოშორება

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ზაფხულში “უფრო მაღალი თანამდებობა – ვიცე-სპიკერობა შესთავაზეს”.

    ბესელიას თქმით, მან ეს შეთავაზება სასამართლო რეფორმის თაობაზე არსებული განსხვავებული პოზიციის გამო მიიღო, რომ ის ჩამოეშორებინათ იურიდიული კომიტეტისთვის:

    “მე მქონდა რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ჰქონდა ამ რეფორმის მონაწილე გარკვეულ ჯგუფს. რეფორმის ფარგლებში მუშაობს ხელისუფლების სამივე შტო. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მათ შორის იყო ორი საკითხი, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო და მგონია, რომ ამ შემოთავაზებით, ასე ჩავთვალე მაშინ, მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯფუფის ინტერესების გატარებას. ამიტომ იყო მოფიქრებული ეს ვერსია. დიახ იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს ფილიალი იმ ჯგუფისა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები არ მგონია, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები”, აცხადებს ეკა ბესელია.

  • შეხვდება თუ არა ბესელია ივანიშვილს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მხოლოდ “საჭიროების შემთხვევაში” აპირებს.

    სწორედ ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ბესელიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ეკა ბესელია განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთო ხედვის ნაწილი გახდა და უკვე მეორეხარისხოვანია, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ეთანხმებოდა სიას. დაანონსების მიუხედავად, ბესელიას მწვავე შეფასებები არ გაუკეთებია და აქცენტი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით “მიღწეულ შედეგზე” გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება იმ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც არსებულ სიას მისცემს ხმას.

    “ჯანსაღი, კარგი პროცესი – მივესალმები, რომ საერთო ხედვის ნაწილი გახდა – მეორეხარისხოვანია ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ვის რას დააბრალებს. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ეს სია შეჩერდა. ვერ მოხდება ამ სიის მიღება. მთავარია, ახლა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს”,განაცხადა ბესელიამ.

  • იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილს დაეკისრა.

    შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.

    მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

  • მეუფე გრიგოლი: უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}
    უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ქადაგებაში საუბრობს მეუფე გრიგოლი. ის იმედოვნებს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხი გაეცემა.

    “თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!!

    უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

    ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.

    ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!

    ჩვენ ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ დედა ეკლესიის ეპისკოპატში ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფები, რომლებიც ღიად და საჯაროდ დაიცავენ პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს!!!

    უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.

    იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის – საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

    იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!

    რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე!”.

  • ბესელია: მე, როგორც ადვოკატი, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს და მას არ დავუპირისპირდები

    {{ARTICLEIMAGE}}

    მმართველ გუნდთან დაპირისპირებლმა ეკა ბესელია საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია პარლამენტში გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთო ხედვის ნაწილი გახდა და უკვე მეორეხარისხოვანია, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ეთანხმებოდა სიას. დაანონსების მიუხედავად, ბესელიას მწვავე შეფასებები არ გაუკეთებია და აქცენტი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით “მიღწეულ შედეგზე” გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება იმ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომლიც არსებულ სიას მისცემს ხმას.
    “ჯანსაღი, კარგი პროცესი – მივესალმები, რომ საერთო ხედვის ნაწილი გახდა – მეორეხარისხოვანია ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ვის რას დააბრალებს. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ეს სია შეჩერდა. ვერ მოხდება ამ სიის მიღება. მთავარია, ახლა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს”,განაცხადა ბესელიამ.  

    მისივე თქმით, “ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოელ მოქალაქეს”. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, “რატომ მოერიდა ივანიშვილის წინააღმდეგ დარტყმას”, ბესელია ასე პასუხობს:

    “არასოდეს ვიხევ უკან – არც ახლა ვაპირებ უკა დახევას, ვთქვი ის, რაც მიმაჩნდა, რომ არის მთავარი. ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიცავდი და მე როგორც ადვოკატი ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს. თუმცა გუნდის შიგნით არასოდეს მოვრიდებივარ ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას, მათ შორის ივანიშვილთან”, აცხადებს ბესელია.

    როგორც ცნობილია, საფრანგეთში ვიზიტის დროს, როდესაც ჟურნალისტებმა ივანიშვილის განცხადებაზე პასუხის გაცემა სთხოვეს, ბესელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

    “რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით. ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც”.


    “ოცნების” ლიდერის ივანიშვილის განცხადება, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა 10 იანვარს გაავრცელა, გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებდა. თავად ბესელია მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციებზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ ივანიშვილი საკუთარ აზრს თვითონ დააფიქსირებდა. ბესელია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმიც წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა სადავო სიის გაწვევა არ მოხდებოდა პარლამენტიდან, ის გუნდს დატოვებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია.




  • ქვეყანაში ტამიფლუს ახალი მარაგი ჩამოვიდა

    {{ARTICLEIMAGE}}დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უკვე მიიღო და სააფთიაქო ქსელებში გაანაწილა ანტივირუსული პრეპარატის, “ტამიფლუს “ 13 000 დოზა. პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრის თქმით ეს მარაგი სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება.
    „ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ 12:00 საათამდე იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშაონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან რაიონებში. მესამე მიმართულება არის საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.