Category: არქივი

  • 4 ცხენის ქურდი პოლიციამ დააკავა

    {{ARTICLEIMAGE}}შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა
    სამინისტროს ინფორმაციით “ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული დ.დ. ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა. პოლიციამ მოპარული ცხენები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან იმავე დღეს ნივთმტკიცებად ამოიღო.“
    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მედიაკოალიციის განცხადება ცილისწამების დასჯადობაზე

    {{ARTICLEIMAGE}}მედიაადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმულ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის განზრახვას საფრთხის შემცველს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია:

    2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

    საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.
    ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.
    ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.
    ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

  • მოსამართლეების სკანდალური სია აღარ დამტკიცდება

    {{ARTICLEIMAGE}}დღეს უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია “არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას წარმოდგენილი მოსამართლეების განახლებული სია.
    ჯერჯერობით უცნობია სამომავლო კრიტერიუმები. მათ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
    „არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

  • პაატა იმნაძე: ქვეყანაში გრიპის ვაქცინის ყველანაირი მარაგი ამოიწურა (ექსკლუზივი)

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თბილისში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ იმნაძემ solostudio.agency/-ს განუცხადა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმუნიზაციის ცენტრში დეფიციტი შეიქმნა და სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პაატა იმნაძეს. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში მარაგი ამოწურულია და მისი შევსება სავარაუდოდ, 25 იანვრისთვის მოხდება.

  • იმუნიზაციის ცენტრსა და “ჯიპისიში” გრიპისთვის საჭირო ვაქცინების მარაგი ამოიწურა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე იმუნიზაციის ცენტრში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ solostudio.agency/-ს ცენტრში განუცხადეს. ასევე დეფიციტია "ჯიპის" ქსელშიც და უცნობია, როდის მომარაგდება აფთიაქი ვაქცინით. ანალოგიური ვითარებაა იმუნიზაციის ცენტშიც, სადაც ამბობენ, რომ მარაგის მიღების ზუსტი დრო უცნობია.

    solostudio.agency/ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა დავუკავშირდეთ. ცენტრთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.  

    როგორც ცნობილია, ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ფასიანი ვაქცინაციის ღირებულება 30 ლარიდან 50 ლარამდეა. ვაქცინაცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კლინიკაშია შესაძლებელი.

    რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინაციას, ის განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (რომელიც გასული წლის ოქტომბერს ასახავს) უფასოდ აცრები ჩაუტარდებათ დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და მათ მომვლელ პერსონალს, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულებს, ც ჰეპატიტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირებსა და პერსონალს, ასევე ორსულებს.