Category: არქივი

  • ბოლო ინფორმაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

    {{ARTICLEIMAGE}}

    გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

    მისი თქმით, ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა”.

    “მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას – 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი”, განაცხადა გამყრელიძემ.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი: უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე

    {{ARTICLEIMAGE}}საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნა. მან საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა:


    “სახელმწიფო დროშა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის მნიშვნელობაზე თქვენთან, ახალგაზრდებთან მიწევს საუბარი, რადგან ეს დროშა მომავლის დროშაა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის მთელს ისტორიას ამსახველი. ვიცით, რომ ქართველები არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ და იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს. მე, პირადად, უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე, როცა მას სახელმწიფო დროშის დატვირთვა არ ჰქონდა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ხელახლა ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა ჩვენი სახელმწიფო დროშაა და მას პატივი უნდა ვცეთ! დროშის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მისი იდენტობის პატივისცემაა! სადაც უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,ამ დროშის ქვეშ თქვენ საქართველოს ელჩები ხართ და უნდა მოიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ამ დროშას, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო მისიებში. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები. ამ დროშას იცავენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე და ჩვენ ვიცით, რა პირობებში იცავენ მას. ამ დროშას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, როცა ის მსოფლიო ტურნირებზე აღიმართება. ამ დროშის ქვეშ გაგვაქვს ჩვენი ქართული კულტურა – ნამდვილი საგანძური, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ არანაკლებად, ვიდრე ჩვენს დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებული და თითოეული მოქალაქის დასაცავია, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ იგი“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





    სახელმწიფო დროშის დღის დაწესება 2004 წლის 14 იანვარს “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 2016 წელს კი, საქართველოს სახელმწიფო დროში ეტალონი დამზადდა.


  • Facebook-ზე დაბლოკვის გამო პარლამენტის თავმჯდომარეს მოქალაქე სასამართლოში უჩივის

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) სასამართლოს მიმართავს მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” დამფუძნებლის მარიამ დოლიძის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ facebookგვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.

    როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Fაცებოოკ გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.

    როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, მომხმარებლის დაბლოკვას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, რასაც მარიამ დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.

    წყარო – რადიო თავისუფლება

  • “კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა”:სააკაშვილის შვილს გრიპის ვირუსი დაუდგინეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

    “ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა.
    სამწუხაროა, რომ “მთავრობას” ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და “ოცნება” კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ”, წერს სააკაშვილი.


  • დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა, თუმცა ის პატიმრობაში რჩება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება. ამ საქმეზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

    პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსმართლის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

    თავად დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა.

  • “სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი”: ბესელია ივანიშვილის შეფასებას არ იზიარებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებას არ ეთანხმება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ [ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს] იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებას ჩემთან დაკავშირებით. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი”, თქვა ბესელიამ.

  • მეუფე გრიგოლი: პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია

    {{ARTICLEIMAGE}}
    პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, ამბობს მეუფე გრიგოლი ქადაგებაში, რომელიც ფოთისა და ხობის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

    მისივე თანახმად: უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

  • მეუფე გრიგოლი: თუ საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა ამ “ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის

    {{ARTICLEIMAGE}}
    პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, ამბობს მეუფე გრიგოლი ქადაგებაში, რომელიც ფოთისა და ხობის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

    მისივე თანახმად: უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.