Category: არქივი
-
10 გზავნილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა. solostudio.agency/ გთავაზობთ გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან:მოსამართლეების სიაზე: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, მე არ ვარ პირადი პირი, პრეზიდენტი ვარ.
კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვის საპასუხოდ: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.
ვალდებულია თუ არა, დააფიქსიროს პოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე, რადგან “ოცნების” დამსახურებით მოვიდა ხელისუფლებაში: არც ერთი გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ვარ – ეს ხალხის დამსახურებაა.
მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე: ომის პირას არ ვართ, მოვედი იმ იმედით, რომ ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი; იმედია, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება.ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს – ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია.
საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე: არსად ტარდება იდეალური არჩევნები.
უკრაინისთვის ავტოკეფალიის მოპოვების არმილოცვაზე: არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.
ნარკოპოლიტიკასა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე: ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე.
აპირებს თუ არა ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა: ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი.
ახალი საზოგადოებრივი ფონდის შექმნაზე: ფონდში გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას.
-
ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე:პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკასა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტს ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების თაობაზე მიდგომის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება.“არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე. დიახ, ეს არის სენი ჩემი გაგებით, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცალკეული პირებისთვისაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ინერტული და არ უნდა გვქონდეს პოლიტიკა. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: რეაბილიტაცია, სპორტი, პრევენცია, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება შეწყალების პროცესში ლიბერალური პოლიტიკის გატარებას ნარკოდანაშაულისთვის მსჯარვლებული პირებისთვის, პრეზიდენტის თქმით, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.
“არსებული კომისია გაუქმებულია. მინდა, რომ ახლის ჩამოყალიბებამდე, განახლებული ხედვა შევიმუშაოთ. მას შემდეგ, რაც აქტიურად დავინტერესდი ამ საკითხით, შევატყვე, რომ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაჩქარევად ვერ ვუპასუხბ ამ კითხვას. მინდა ბოლომდე გავერკვე. შემოსულია შეწყალების ძალიან ბევრი თხოვნა ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის პერიოდიდან მოყოლებული. ყველაფერი შესასწავლია. გადასაწვეტია, როგორ დავაკომპლექსტოთ კომისია. ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, მისი წინამორბედის პოზიცია ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი: “არ მგონია, რომ მარტივი პასუხები იყოს ის, რასაც საზოგადოება ჩემგან ელოდება”.
-
პრეზიდენტი ზურაბიშვილი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მიზეზს ვერ ხედავს
{{ARTICLEIMAGE}}
გაიწვევს თუ არა ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი”, უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას,მისი თქმით, ამას ძალიან სერიოზული მოტივები სჭირდება, რასაც დღეს ვერ ხედავს.
“ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ”,განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გეგმავენ, პრეზიდენტს მისი საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ.
-
პრეზიდენტი: საფრანგეთისგან მიღებული პენსია მყოფნის, ხელფასს საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხავ
პრეზიდენტის სახელმწიფო ფონდი გაუქმებულია, თუმცა სალომე ზურაბიშვილის თქმით, მალე შეიქმნება ფონდი კერძო საწყისებზე, რომელიც დაკავებული იქნება ქველმოქმედებითა და ნოვაციების ხელშეწყობით.
ზურაბიშვილის თქმით, ასეთი ფონდი აუცილებელია, რადგანაც პრეზიენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი: ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვძებნოთ შესაბამისი იურიდიული ფორმა. ფონდი იმოქმედებს ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით. იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან ამ წამოწყებაში. ვაპირებ, ჩემი ყოველთვიური ხელფასი გადავრიცხო ამ ფონდში, რადგანაც მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის. ასე რომ, შემიძლია, ჩემი როგორც პრეზიდენტის სარგო, მოვახმარო იმ საჭიროებებს, რასაც ჩავთლით მნიშვნელოვნად ქველმოქმედებისთვის. ფონდი იქნება სრულად გამჭივრვალე, რათა ერთად გადავწყვიტოთ, რა არის მნივშნელოვანი”, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 13 ათასი ლარს შეადგენს. ვიდრე არსებობას შეწყვეტდა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა შემდეგი გამოცემებები: მიმოზა ცანავას ერთტომუეული, გურამ დოჩანაშვილის მესამე ტომი და ჟურნალ “ხიდის” ექვსი თვის გამოცემა. ასევე შეიძინა მუსიკალური ინსტრუმენტი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსისათვის.
-
ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი (video)
პრეზიდენტის სახელმწიფო ფონდი გაუქმებულია, თუმცა მალე შეიქმნება ფონდი კერძო საწყისებზე, რომელიც დაკავებული იქნება ქველმოქმედებითა და ნოვაციების ხელშეწყობით. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
-
“რუსული პროპაგანდა ქართველი საზოგადოების ხელით, მოვუწოდებ სიფრთხილისკენ”: პრეზიდენტი ლუგარის ლაბორატორიაზე
“ბევრი ადამიანი თავს ნებას აძლევს, გააკეთოს კომენტარი ლუგარის ლაბორატორიაზე – იმ დროს, როდესაც არ მგონია, კომპეტენცია ჰქონდეთ”,საქართველოს პრეზიდენტმა ლუგარის ლაბორატორიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
-
არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო: პრეზიდენტი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა: ჩემთვის ადვილი იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხზე მილოცვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო.
-
პრეზიდენტ ზურაბიშვილის “მორალური ინიციატივა” სიტყვის თავისუფლებაზე (ვიდეო)
“კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
ზურაბიშვილმა მაგალითად მოიყვანა საფრანგეთში ცილისწამების წინააღმდეგ მიღებული კანონი და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას.