Category: არქივი

  • მონაწილეობდა თუ არა ვერაზე მომხდარ დაჭრის ფაქტში გია კორკოტაშვილის შვილი – რას ამბობს კორკოტაშვილი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე ახალ დეტალებს “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის ვაჟი მონაწილეობდა, თუმცა “ქართული მარშის” აქტივისტი ამბობს, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ მისი შვილი და ინციდენტის მონაწილე ერთმანეთს იცნობენ.

    “ვაჟიკო და ზუკა მეგობრები არიან – თუ მონაწილეობდა, იქ უნდა ყოფილიყო და დააკავებდნენ – ისეთი დაძაბული ცხოვრება მაქვს, ეგეთი ჩხუბი ან რამე რომ მოსვლოდა, ეგეთ ამბებში საქმის კურსში არ მაყენებს. ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერი – საჩხუბარი თუა, იჩხუბოს და მოსაფერებელი თუა, მოეფეროს”,განუცხადა რუსთავი 2 -ს გია კორკოტაშვილმა. 

    ორმხრივი სროლა ვერაზე: ახალი დეტალები

  • პრეზიდენტი მინისტრ გახარიას შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

  • მინისტრი: ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება

    {{ARTICLEIMAGE}}
    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია და ჯვრის მონასტერი ღიაა ტურისტებისა და მომლოცველებისათვის, უწყება აპირებს, მოაწესრიგოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, რათა გარემოვაჭრეთა საქმიანობა მოექცეს “ცივილიზებულ გარემოში”:

    “ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება”, აცხადებს მინისტრი.

  • ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა: გაეროს კომიტეტი ფემიციდის საქმეს საქართველოდან პირველად იხილავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილი ფემიციდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქმე ერთ-ერთია 2014 წელს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებიდან, სადაც ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლა. ქალს ძალადობის გამო მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები ფემიციდის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, არ მომხდარა ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშულის, გამოძიება და დასჯა.

    დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს. საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.

    “ეს არის პირველი ფემიციდის საქმე, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთან მიმართებით იხილავს. იმედი გვაქვს, რომ საქმეში არსებულ დარღვევებზე დაყრდნობით, კომიტეტი სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციებს ფემიციდის პრევენციისა და მისი გენდერული ხედვით გამოძიების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად”,აცხადებენ საია-ში. 

  • Salomon-ის ”ოცნების მოგზაურობა” საქართველოში

    ერთწლიანი ლოდინის შემდეგ მაყურებელს შეუძლია ნახოს ცნობილი ბრენდის, SALOMON-ისა და SKI GEORGIA-ს ერთობლივი ნამუშევარი, რომელსაც “ოცნების მოგზაურობა” (Dream Trip) ჰქვია. ამის შესახებ ინფორმაციას SKI GEORGIA ავრცელებს.

    პროექტი მოგვითხორბს ბედნიერი გამარჯვებულის მოგზაურობის ისტორიას საქართველოში, რომელმაც საქართველოს მთების დასალაშქრად Salomon-ის პროფესიონალი მოთხილამურეები გამოყვნენ.

    Salomonმსგავს პროექტს რამდენიმე წელია ახორციელებს და შემთხვევით შერჩეულ მონაწილეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პროფესიონალ მოთხილამურეებთან ერთად ისრიალონ. წელს გამარჯვებული მიქაელ ზარეცკი გახდა და კომპანიამ მას ტური სვანეთის მთებში შეურჩია.

  • მერაბ დვალიშვილის მორიგი მეტოქე ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას 25 იანვარს კრისტიან მედინას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ორთაბრძოლის ორგანიზატორი RISE იქნება. 

    ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართება. შეგახსენებთ, მედინა Bellator-ის მებრძოლია, ხოლო მერაბ დვალიშვილი UFC-ის.

  • ნინო ბურჯანაძე: ეს რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს, შორიდან ვუყურებდი და გავერთობოდი

    {{ARTICLEIMAGE}}
    “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნია,რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობდა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უფრო “გაათავხედა ხელისუფლება და მეტი მოტივაცია მისცა ივანიშვილს, დახარჯა 100 მილიონი, ბიუჯეტიდან დაიბრუნებს 150-ს და ასე გაასწორებს მიწასთან საქართველოს სახელმწიფოებრიობას – ეს პროცესი უკვე დაწყებულია”. ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად, მაქსიმალურად, 100 პროცენტით აკონტროლოს სასამართლო და ხელში ჩაიგდოს ყველა შტო. პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების თავხედობაა, რომ არანაირ ანგარიშს უწევს საზოგადოების, თავისივე უმრავლესობის და იუსტიციის საბჭოს აზრს.  

    “ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფერი ეპატიება – თავისივე წევრებს ეუბნება, ვინც შენ გაგასამართლა უსმართლოდ, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, იმ ადამიანს ხმა უნდა მისცე, რადგან ასე მინდა, ბევრი ფული მაქვს და შემიძლია, ყველა და ყველაფერი ვიყიდო – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ლოგიკა. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად მართულია ივანიშვილის მხრიდან”,აცხადებს ბურჯანაძე. 

    მისივე შეფასებით, “ქვეყანა, სადაც “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობისგან” იცავს მურუსიძეს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”. 

    “კურიოზებია – ეს რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს, შორიდან ვუყურებდი და გავერთობოდი როგორც თოქ-შოუს და გასართობი პროგრამების ყურების დროს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა?! სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ, თავისმომჭრელ მდგომარეობაში. ძალიან დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა – მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მობრუნების შიში ჰქონდათ, მაგრამ ცოტა ანალიზი ხომ უნდა გაგეკეთებინათ ადამიანებო და გეფიქრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სწორედ ამაზე თამაშობს. ბოლოსდაბოლოს, საერთოდ არ უნდა მისულიყავით არჩევნებზე მეორე ტურში და ჩაშლილიყო, თუ ისე უნდა ჩატარებულიყო როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, რადგან ბევრი ფული დახარჯა”,განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველის” ეთერში.

  • მომღერალი ხარ თუ მუსიკის მასწავლებელი? ბურჯანაძე “აპოლიტიკურ პერსონა” პრეზიდენტს აკრიტიკებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე სერიოზულად საუბარი უჭირს. ამ შინაარსის შეფასება გააკეთა პოლიტიკოსმა, როდესაც “ტვპირველის” ეთერში დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა ზურაბიშვილის სიტყვებზე, რომ ის პოლიტიკური პერსონა აღარ არის. ნინო ბურჯანაძეს უკვირს, რატომ მიდის პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ვიზიტად, თუ ის პოლიტიკური ფიგურა არ არის: 

    “როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა თქვას, რომ პოლიტიკური პერსონა არ ვარო. აბა რა არის? მომღერალი თუ მუსიკის მასწავლებელი? ასეთ აბსურდში და სამარცხვინო ვითარებაშია ჩავარდნილი ქვეყანა – დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ალბათ, თქვენთვის ეს მაქსიმუმია რაც მოგწონთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას შეეფერება. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რატომ მიდის სტრასბურგში, სასეირნოდ მიდის? პოლიტიკური პერსონა თუ არ არის, რა უნდა სტრასბურგში სახელმწიფოს ხარჯზე? სირცხვილი და თავის მოჭრაა. გილოცავთ ყველას, ვინც აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც გეუბნებათ, რომ არ არის პოლიტიკური ფიგურა, არ ეხება რუსულ-ქართული ურთიერთობები, სასამართლოები, არაფერი ეხება, და ეხება მარტო კლარნეტის ყიდვა. გილოცავთ, კარგად დავიწყეთ 2019 წელი”.

  • ომბუდსმენი: საქართველოში რელიგიური სახის დასაფარი აქსესუარების ტარების აკრძალვა ქალებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააგდებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საქართველოში რელიგიური სახის დასაფარი აქსესუარების ტარების აკრძალვა ქალებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააგდებს”, – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რომ ბურკინისა და ნიქაბის ტარების ვალდებულებაც იძულებითი და დისკრიმინაციული ფორმაა, მაგრამ საერთოდ აკრძალვა სიტუაციას უფრო გაართულებს.

    ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ემზარ კვიციანი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს სახალხო დამცველი მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის აქსესუარების, ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.

    “აკრძალვის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოსვლას და თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. იმ კონტექსტიდან გამომდინარე რა კონტექსტშიც უწევთ მათ ცხოვრება”, განაცხადა ლომჯარიამ.

    ომბუდსმენის თქმით, შესაძლოა, სახის დასაფარი აქსესუარის ტარება აიკრძალოს საჯარო უწყებებში, სადაც საჭიროა ფოტოგადაღება, მაგრამ ზოგადად მისი ტარების აკრძალვა არასწორია და ამ ქალების უფლებრივ მდგომარეობას უფრო დააამძიმებს.

    ლომჯარიამ საფრანგეთის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სახის დაფარვის აკრძალვა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ აკრძალვა დისკრიმინაციულ სიტუაციაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც რელიგია ავალდებულებს ეს ტანისამოსი ატარონ.

  • რატომ არ ულოცავს საქართველოს მთავრობა უკრაინას ავტოკეფალიის მოპოვებას – მინისტრის პასუხი

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისადმი დამოკიდებულება პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

    “ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამას არა მარტო დეკლარაციულად, არამედ საქმითაც ვადასტურებთ”, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა.

    რატომ იკავებს თავს მთავრობა მილოცვაზე, ამ შეკითხვაზე საპსაუხოდ ზალკალიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს არის თავშეკავება? არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა. ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ.”

    მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, მიულოცა თუ არა უკრაინას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. “ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს”,განაცხადა განაცხადა დავით ზალკალიანმა.