Category: არქივი

  • აფეთქების გამო ბრალდებების ადრესატი “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაიბარეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო ბრალდებების ადრესატი “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაიბარეს. თავად კომპანია განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს, შსს გამოკითხვასთან დაკავშირებით დეტალებს ჯერ არ ავრცელებს. 

    კორპუსის მაცხოვრებელთა ცნობით, ცნობით, ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.

    გამოიძახეს თუ არა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო

    ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.

  • 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა

    {{ARTICLEIMAGE}}
    17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა: პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება”.

  • აფეთქებამდე კორპუსი სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუმცა ზომების მიღება საჭიროდ არ ჩათვალეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე, კორპუსის მაცხოვრებლებმა სპეციალისტები გამოიძახეს, რადგან შენობაში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს. მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.


    ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. მას არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები. მისივე ინფორმაციით, აფეთქების განმეორების საშიშროება არ არსებობს, ნანგრევებიდან ერთი ადამიანია ამოყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კუპატაძისვე ინფორმაციით, შენობა მთლიანად ევაკუირებულია.


    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია,რომ სამი ბავშვი,რომელთა  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. 

    ეს ინფორმაცია იაშვილის კლინიკაში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა.


  • აფეთქება დიდ დიღომში: 3 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, 4 წლის ბიჭიც გარდაიცვალა (მოვლენათა ქრონოლოგია, განახლებადი ინფორმაცია)

    {{ARTICLEIMAGE}}
    ძლიერი აფეთქების შედეგი:4 გარდაცვლილი, 7 დაშავებული. გარდაცვლილთა შორის ერთი – 4 წლის ბიჭია, ტყუპისცალი, რომლის დედაც ასევე აფეთქების დროს დაიღუპა.

    ნახეთ მოვლენათა ქრონოლოგია:

    დიდ დიღომში, ავთანდილის რვა ნომერში, 9-სართულიან კორპუსში, ძლიერი აფეთქება გაზის გაჟონვის შემდეგ, ზუსტად 20:28 საათზე მოხდა. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა “ფეისბუქზე” გაავრცელა.

    ამის შემდეგ რამდენიმე წუთში solostudio.agency/-ს ესაუბრა კორპუსის მაცხოვრებელი, რომელმაც თქვა, რომ აფეთქების ხმა ლიფტის დატოვების შემდეგ გაიგო და მომხდარით შოკირებული იყო, რადგან დაინახა, როგორ ჩაწყდა ლიფტის პლატფორმა. ირკვევა, რომ აფეთქებას მოჰყვა ნგრევა და ხანძარი. ასევე თვითმხილველის ცნობით, ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.

    უკვე 21:00 საათისთვის: დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა და ის გაზის გაჟონვას მოჰყვა. ადგილზე მუშაობს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. მობილიზებულია პოლიცია. როგორც პირდაპირი ჩართვებიდან ირკვევა, კორპუსიდან ევაკუაციაც მოხდა. ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

    გამოიძახეს თუ არა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო

    ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები. მისივე ინფორმაციით, აფეთქების განმეორების საშიშროება არ არსებობს, ნანგრევებიდან ერთი ადამიანია ამოყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კუპატაძისვე ინფორმაციით, შენობა მთლიანად ევაკუირებულია.



    22:00
    საათისთვის: არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია, რომ სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მიჰყავთ კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. კლინიკის ექიმი ამბობს, რომ აფეთქების შემდეგ კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ერთის – “3 ან 4 წლის ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თავის ქალას ტრავმით. და-ძმა, 12 და 8 წლის “ემერჯენსშია”, ზედაპირული ჭრილობებით”. ინფორმაცია იაშვილის კლინიკაში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც დაადასტურა. დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

    22:10 საათისთვის არსებული ვითარება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ იაშვილის კლინიკაში მისვლას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს.

    ამავე დროისთვის პირველი კომენტარი კეთდება შემთხვევის გამოძიების მიმართულებით: შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე, რომელიც დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფება, ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე ამბობს, რომ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძის თქმით, ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი ადგილზეა: “მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”

    10:30 საათი:
    ბრალდებების ადრესატი “ყაზტრანსგაზი” კომენტარს არ აკეთებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში კომენტარის გარეშე შედის. აფეთქების ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    ვრცელდება იაშვილის კლინიკაში მყოფი ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი: საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად

    სად წავლენ კორპუსის აფეთქების დროს დაზარალებულები: ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება, განხორციელდეს:

    “არის დიდი მოცულობის ნანგრევები, ფართების გამოთავისუფლებას დრო სჭირდება. ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვინც ამ ფაქტით ზიანი მიიღო, მაქსიმალურ ყურადღებას, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს დედაქალაქის მერია. არცერთი ადამიანი დარჩება თავშესაფრის გარეშე. საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება. მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური”.

    23:00 საათი: ექიმი ამბობს, რომ აფეთქების შეედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის “იმედის” კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.

    “პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ლიქორეა ყურიდან. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით ნახევაარ საათში პროფილური სისხლდენის შემდეგ კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა”,განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.

    23:11 საათი: მედიას აფეთქებულ კორპუსში უშვებენ, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარეს.

    23: 12 საათი: 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა: პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება”.

    მომხადრი აფეთქებით დაზარალებულებს მოქალაქეები დახმარებას სთავაზობენ. უბედური შემთხვევის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი თუ კომენტარი გაჩნდა, რომლებშიც ადამიანები მზადყოფნას გამოთქვამენ, აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლებს თავშესაფრით, პირველადი დახმარებით, საკვებითა თუ ტრანსპორტირებით დაეხმარონ.
    {{PHOTOGALLERY}}


    ინფორმაციისთვის: მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტოები

  • ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი მოსამართლის ტონით უკმაყოფილოა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

    “მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი”, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • “ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა”:სკანდალი ბესელიას ირგვლივ

    მორიგ “ფეისბუქ-პოსტს” უძღვნის ეკა ბესელიასა და მოსამართლეების თემას, ასევე არასამთავრობოების კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი. ის წერს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან, თავად კი ვალდებულია, დაიცვას სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

    მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ მოწინავე კვლევითი ცენტრის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” სასამართლოს ეფექტიანობის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში – პირველ ადგილზეა.

    “ამ დროს რას აკეთებენ ბესელია, მისნაირი პოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია? პასუხი ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში – პოპულისტური, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია! ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ისმის კითხვა, რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია – ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო! სწორედ ამიტომ შეეცდებიან, შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ, ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები. იმედია, ხელისუფლების უმრავლესი ნაწილი ასე არ ფიქრობს”, წერს მეთოფიშვილი.

    ეკა ბესელია ამ განცხადებას კომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მეთოფიშვილი რაც უფრო ხშირად და ბევრს ისაუბრებს საზოგადება, ნათლად დაინახავს, რისთვის იბრძვის ბესელია მის კოლეგებთან ერთად. “ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს. კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ, მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვის ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    პოლიტიკოსს დღეს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილიც დაუპირისპირდა და ინფორმაციას გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეკა ბესელიამ მოსამართლეების სიაზე სკანდალი მას შემდეგ ატეხა, რაც რიგ გარიგებებში მხილებულმა – რომელიც შეწყალების კომისიას, ფოთის ლიცენზიებსა და ტენდერებს და უამრავ სხვა თემას ეხება, თავდაცვისთვის და ბიზნესის შენარჩუნებისთვის უვადო მოსამართლეობა მოითხოვა და უარი მიიღო. მუხიგულაშვილი ამის შესახებ “ფეისბუქზე” წერს: 

    “ატყდა კივილ წივილი მას შემდეგ, რაც ეკამ ვერ მიაღწია მიზანს და სიის გადათამაშება სკანდალებით სცადა, რა დროსაც ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა. მიზანიც რა კარგი ჰქონია – უვადო მოსამართლეობა არავინ მოსთხოვს; პასუხს კორუფციაზე არავინ მოსთხოვს პასუხს არაფერზე, 65 წლამდე ხელშეუხებლობა და 10.000 ლარი ხელფასი”, წერს უფლებადამცველი “ფეისბუქზე” ეკა ბესელია გიორგი მიხიგულაშვილის განცხადებას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე დროს ვერ დახარჯავს. მოსამართლეობა და პროკურორობა კი არასდროს სურდა. წლების განმავლობაში იყო ადვოკატი და მომავალშიც გეგმავს, რომ ამ პროფესიას დაუბრუნდეს”.

  • თეა წულუკიანი:დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა თავისუფალ გარემოში მოხდეს სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება.

    თეა წულუკიანი რომელიმე მოსამართლის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სია ნაჩქარევად  იყო შედგენილი. ამბობს იმასაც, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკითხი – შეიძლება თუ არა მომავალში კანდიდატად ისეთი ადამიანის წარდგენა, რომელსაც განაჩენი არასდროს გამოუტანია.

    თეა წულუკიანი უარყოფს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიამ უმრავლესობაში  დაპირისპირება გამოიწვია. მინისტრი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” თანხმდება ყველა, რომ მოსამართლეთა შერჩევამდე ჯერ შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.


    “ახლა ალბათ დროა სიჩუმის, მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების, დროა სიმშვიდის, იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან და ვნებათაღელვისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ, ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი”,განაცხადა წულუკიანმა.

  • საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თეა წულუკიანი პროკურორმა ნანა ხუნჯუამ შცვალა. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლით დაიკავა. ნანა ხუნჯუას საპროკურორო თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა იუსტიციის მინისტრმა. საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებით კი, გუნდში არსებული დაპირისპირების ფონზე, ის საბჭოში პოსტს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. საბჭოს კიდევ ერთი წევრი, საპარლამენტო უმცირესობიდან ოთარ კახიძე კი თვლის, რომ საპროკურორო საბჭო ფორმარული უწყებაა, რომელიც პროკურატურის დამოუკიდებლობის იმიტაციისთვის შეიქმნა.

    “საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან. მე მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს, საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ხუთწლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე, ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით ბოლო საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ისე, როგორც ეს მიგვითითა კანონმა და კონსტიტუციამ ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი”, განაცხადა წულუკიანმა.