Category: არქივი

  • ადამიანი, რომელიც გუშინდელ აფეთქებას ბეწვზე გადაურჩა

    {{ARTICLEIMAGE}}
    16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ძლიერ აფეთქებას კორპუსის მაცხოვრებელი იხსენებს. ტელეკომპანია "კავკასიის" მემონტაჟე ილია ბუზალაძე solostudio.agency/-სთან ამბობს, რომ ლიფტში შესვლისას ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნო, მისი დატოვების შემდეგ კი, აფეთქება მოხდა. ლიფტში ბუზალაძესთან ერთად ასევე იყო მისი მეზობელი, რომელიც მეექვსე სართულზე ჩავიდა და როგორც მოგვიანებით გაიგო, სწორედ ეს მეზობელი ემსხვერპლა აფეთქებას.  

    “ლიფტიდან ფეხი გამოვდგი და მთელი ლიფტის კარებები და ბლოკები ზედ დამეცა, ლიფტი შახტაში ჩავარდა, უბრალოდ ორი ნაბიჯი გადმოვდგი ლიფტიდან… გადავრჩი, ოჯახიც გადამირჩა, ჯერაც ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩი… ხოდა.. გვიყვარდეს ერთამენთი რა, გვიყვარდეს, ერთი. ნაბიჯი დამაკლდა რომ ახლა სადღაც ლიფტის შახტაში უნდა ვეგდო, ზუსტად ერთი ნაბიჯი.. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილები და გაძლება ღმერთმა ჩემ მეზობელ ბიჭს ამ ტრაგედიის გადასატანად”.

    დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

  • ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან მოეხსნა

    {{ARTICLEIMAGE}}როგორც მოგეხსენებათ, ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ლევან გორგაძეს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და მისი ბაშოზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა მან მაინც გადაწყვიტა ამ ტრავმით ეასპარეზა აღნიშნულ ბაშოზე. 

    სამწუხაროდ ქართველმა სუმოისტმა საწყისი ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივე დათმო და როგორც Adjarasport.com იუწყება ტოჩინოშინი ტრავმის გამო ბაშოდან მოეხსნა. მას დარჩენილი ყველა ბრძოლა წაგებულად ჩაეთვლება, თუმცა ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებს და მის დასაცავად უკვე მარტში, კადობანის ბაშოზე იასპარეზებს, სადაც ქართველ გოლიათს მინიმუმ 8 ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება, რათა ოძეკის ტიტული არ დაკარგოს.

  • ტრაგედია დიდ დიღომში: რა ვიცით ამ დროისთვის

    დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, 16 იანვარს, 20:28 საათზე აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი მცირეწლოვანია, დაშავებულია კორპუსის 8 მაცხოვრებელი, მათ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. საზოგადოება ამ დრომდე ელის განმარტებას”ყაზტრანსგაზ-თბილისისგან”, რატომ ვერ აღმოაჩინა პრობლემა ადგილზე, როდესაც აფეთქებამდე 5 საათით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებმა სწორედ მათი წარმომადგენლები გამოიძახეს. ცნობილია, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები გუშინვე დაკითხეს, ასევე ცნობილია, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო.

    საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველადი სავარაუდო დასკვნით, დიდ დიღომში ბუნებრივმა გაზმა გაჟონა და საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დაგროვდა.
    ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას მოითხოვს კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისისგან”, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. ენერგოომბუდსმენის შეფასებით, სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.

    ენერგოომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის შიდაქსელის მოწყობის რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, რადგან არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარუდგინა.

    “ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად”,ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

    ვითარების შესასწავლად საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გვიან ღამემედე იმყოფებოდა დიდ დიღომში.

    ამ დროისთვის არსებული ვითარება: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი. დაშავებული 6 ბავშვიდან 5 უკვე გაწერეს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან. მინისტრის ცნობით, ღუდუშაურის კლინიკაში დღეს მივიდა ფეხმძიმე პაციენტი და სწორედ მის მოსანახულებლად წავიდა მინისტრი ამ წუთებში. სერგეენკოს განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

    რაც შეეხება დაზარალებულებს, თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებული 31 ადამიანი სრულად არის უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა: “ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ”, განაცხადა ელოშვილმა. დაზარალებულები სასტუმროებში “შაინსა” და “ტეხასში” გადაიყვანეს.

    დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

  • ბოლო ინფორმაცია აფეთქების დროს დაშავებულთა შესახებ

    ჯანდაცვის სამინისტრო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

    “ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

    {{ARTICLEIMAGE}}აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

    {{ARTICLEIMAGE}}დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

    ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.

    ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

    დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

    “დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს“.– ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.