Category: არქივი

  • ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ქართველი ქალი მოკლა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს.

    რუსთავი2-ის ინფორმაციით, მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ პირველადი ინფომრაციით ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.

    იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით რაც ძალადობას გულისხმობს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები 19 იანვარს შაბათის კურიერმა გაავრცელა. შსს–მ საქმე მხოლოდ ტელეეთერით კადრების გავრცელების შემდეგ აღძრა.

  • დირსის კომპლექსი აფეთქებას გადაურჩა

    თბილისი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა . დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კომპლექს დირსის მოსახლეობა აღმოჩნდა.საცხოვრებელი კომპლექსის ერთ–ერთ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა მაცხოვრებლებმა შენიშნეს და ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები გამოიძახეს.

    ადგილზე მისულმა ჯგუფმა გაზის გაჟონვა დააფიქსირა. როგორც გაირკვა, გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდა. გაზის გაჟონვა სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებულ მილს უკავშირდება.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია კონტროლის გამკაცრება.

  • 4 წლის გოგოს გარდაცვალების გამო მისი დედა დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე მისი დედა დააკავა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
    ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს –სგანცხადებაში ნათქვამია, რომ შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

    საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
    22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
    მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
    სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 და–ძმასთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

  • თბილისში, საცხოვრებელ სახლში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დანიშნულია ექსპერტიზა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

     

    სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით კი, როგორც სანზონაში გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

    მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

  • ოსკარის 2019 წლის დაჯილდოვების ნომინანტთა სია ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}

    ოსკარის” 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს Dolby Theatre-ში გაიმართება. ამის შესახებ ამერიკული კინოაკადემიის ვებგვერდზე აცხადებენ.

    საუკეთესო ფილმი:

    • “შავი პანტერა”- Black Panther
    • “შავი კუკლუქსკლანელი” – BlacKkKlansman
    • “ბოჰემური რაფსოდია” –  Bohemian Rhapsody
    • “ფავორიტი”-The Favourite
    • “მწვანე წიგნი”- Green Book
    • “რომა” – Roma
    • “ვარსკვლავის დაბადება” –
    • “ვიცე” –  Vice

     

    მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

     

    • კრისტიან ბეილი –  Vice
    • ბრედლი კუპერი –  A Star Is Born
    • უილიამ დეფო –  At Eternity’s Gate
    • რემი მალეკი –  Bohemian Rhapsody
    • ვიგო მორტენსენი –  Green Book

    მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

     

    • იალიცია აპარისიო –  Roma
    • გლენ ქლოუზი –  The Wife
    • ოლივია ქოლმანი – The Favourite
    • ლეიდი გაგა –  A Star Is Born
    • მელისა მაკარტი – Can You Ever Forgive Me?

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

     

    • აჰერშალა ალი – Green Book
    • ადამ დრაივერი – BlacKkKlansman
    • სემ ელიოტი – A Star Is Born
    • რიჩარდ გრანტი – Can You Ever Forgive Me?
    • სემ როქველი –  Vice

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

     

    • ემი ადამსი –  Vice
    • მარინა დე ტავირა –  Roma
    • რეჯინა ქინგი –If Beale Street Could Talk
    • ემა სტოუნი – The Favourite
    • რეიჩელ ვაისი – The Favourite

    საუკეთესო რეჟისორი:

    • სპაიკ ლი  BlacKkKlansman
    • პაველ პავლიკოსვსკი  Cold War
    • იორგას ლანთიმოსი  The Favourite
    • ალფონსო კუარონი Roma
    • ადამ მაკეი Vice

    საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

    • The Favourite
    • First Reformed
    • Green Book
    • Roma
    • Vice

    საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

    • The Ballad of Buster Scruggs
    • BlacKkKlansman
    • Can You Ever Forgive Me?
    • If Beale Street Could Talk
    • A Star Is Born

    საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

    • Capernaum
    • Cold War
    • Never Look Away
    • Roma
    • Shoplifters

    საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

    • Incredibles 2
    • Isle of Dogs
    • Mirai
    • Ralph Breaks the Internet
    • Spider-Man: Into the Spider-Verse

    საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

    • Black Panther
    • BlacKkKlansman
    • If Beale Street Could Talk
    • Isle of Dogs
    • Mary Poppins Returns

    საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

    • Detainment
    • Fauve
    • Marguerite
    • Mother
    • Skin

    საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

    • Animal Behaviour
    • Bao
    • Late Afternoon
    • One Small Step
    • Weekends


    საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი:

    • A Night at the Garden
    • Black Sheep
    • End Game
    • LIFEBOAT
    • Period. End of Sentence

    საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

      • Free Solo
      • Hale County This Morning, This Evening
      • Of Fathers and Sons
      • RBG
      • Minding the Gap

     

     

     

  • ვიზალიბერალიზაციით სარგებლობიდან 2 წლის შემდეგ “შეჩერების მექანიზმი” კვლავ აქტუალურია

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება – საქართველოში საფრანგეთის, ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, შენგენის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგანან.

    ელჩის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, რეალურად, არ არსებობს.

    “საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ, დაახლოებით, ორი ათასამდე ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 პროცენტს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება”, აცხადებს საფრანგეთის ელჩი, რომლის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

    რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, პასკალ მენიე ამბობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირს არ სურს “მათ გამო ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა”. პასკალე მენიე ამ პრობლემის განხილვას და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობას საქართველოს მთავრობასთან გეგმავს. 

    ფრანგი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ ევროპაში ჩასული ქართველების ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ხდება.

    “ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი — ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი, ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ”, ამბობს ელჩი. 

    ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში ევროკომისიამ 2018 წლის ბოლოს წარადგინა.

  • მინისტრი: მე-12 დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია

    {{ARTICLEIMAGE}}
    ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა არამხოლოდ არაკანონიერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. 

    მისი შეფასებით, ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით არანაირი გამართლება არ აქვს:

    “მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას.”- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმითაც, “შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა”.

    საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც მდგომარეობა კრიზისულია:

    “უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით (ტრანსკავკასიური მაგისტრალი) დიდთოვლობის გამო და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა”, აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.