Tag: ირანი

  • “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია… ის შთააგონებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის თავისუფლებისთვის” – ფრიდი

    “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის”.

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდი X-ზე.

  • “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, თბილისის დიქტატორებისთვის,  ტრამპი დაბრუნდა” – უილსონი

    “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, თბილისის დიქტატორებისთვის, ტრამპი დაბრუნდა” – უილსონი

    “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა!  ამერიკა კვლავ დიდებული გახდება. მშვიდობა ძალის მეშვეობით.”

    წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.

  • რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რა დოკუმენტია ეს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

    სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის დაიდო ვლადიმირ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანის კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. მხარეებმა აღიარეს, რომ „ამაზე დიდი ხანია მუშაობდნენ“, ცდილობდნენ „შეცდომებისა და შეფერხებების აღმოფხვრას“, თუმცა ახლა, მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „დამატებით იმპულსს“ მიიღებს.

    რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი?

    დოკუმენტის შინაარსი წინასწარ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რუსი და ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეიარაღების ორმხრივი მიწოდებაა.

    რა ითქვა ხელშეკრულებაზე მოსკოვში?

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „РИА Новости“-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ხელშეკრულებაში „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებას, ასევე, დაფიქსირებულია მოსკოვისა და თეირანის სურვილი უსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ“.

    ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს: სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებიდან  კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერომდე.

    ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მედიამ ყურადღება მიაქცია ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სწრაფ ტემპს ტრამპის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანთან ომის ალბათობა არ გამოურიცხავს.

    პესკოვმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაკავშირება იმ დოკუმენტის ორწლიანი დეტალური მუშაობის ლოგიკურ დასასრულთან, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს“, ნაკლებად მიზანშეწონილია.

    რა ითქვა შეთანხმებაზე თეირანში?

    ირანის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მასში სულ 47 მუხლი შედის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სამხედრო კავშირის გაფორმებაზე. ეს შეთანხმება, მაგალითად, განსხვავებულია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულებისგან.

    არაქჩიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში არ არის საუბარი არც სამხედრო კავშირზე და არც კონკრეტულ მიზნებზე. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი — „გრძელვადიანი პერსპექტივის მიცემაა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.

    ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „დაფუძნებულია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“ და „არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.

    ირანის ელჩმა მოსკოვში, ყაზემ ჯალალიმ, „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს მუხლებს ორმხრივი თავდაცვის შესახებ, რაც განსხვავდება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმებებისგან.

    ამავდროულად, რუსეთმა და ირანმა ხელშეკრულებაში ჩართეს მუხლი, რომელიც კრძალავს მხარეების მიერ მესამე ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერას ხელშეკრულების მონაწილეებზე თავდასხმის დროს და ასევე კრძალავს მათი ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენებას.

    Middle East Eye-ის წყაროების ინფორმაციით თეირანში, ირანი არ აპირებს აღიაროს ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ამ მკაცრი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ირანის საკუთარი სადავო ტერიტორიებია — კუნძულები სპარსეთის ყურეში, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საემიროები აცხადებს პრეტენზიას.

  • როცა ირანის რეჟიმი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, პრემიერი [კობახიძე] ზუსტად იმ დროს იყო ირანში ჩასული.. ფუჭია “ოცნების” იმედი, რომ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს – უილსონი

    ” მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.[…]ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს.  ” –  ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

    “ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა, რომ დიქტატორი გახდეს არის რუსეთის მარიონეტი, ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დაუქვემდებაროს დამპყრობელთა ღერძს. მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.

    სამხედრო დამნაშავე პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი საბჭოთა იმპერია…[…] პოლიტიკა დონალდ ტრამპისა არის ძალიან ნათელი. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში, ამიტომ, ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ რომ სანქციები დაუწესა ივანიშვილს გასულ კვირას. ეს არის ორპარტიული , ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის” – აღნიშნა უილსონმა სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი

  • ირანის პრეზიდენტი კობახიძეს ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს

    ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს.  მის მილოცვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

    ”მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

    იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

    უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.”- ნათქვამია მიმართვაში.

  • ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის – ნეთანიაჰუ

    ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის – ნეთანიაჰუ

    ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, “ირანმა ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”.

    “ეს [იერიში] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში”- თქვა ნეთანიაჰუმ.

    “ირანში რეჟიმს არ ესმის თავდაცვაში ჩვენი მიზანდასახულობა და ჩვენი შეუპოვრობა მტრების წინააღმდეგ პასუხის გაცემაში”. – ამბობს ნეთანიაჰუ და ამატებს, რომ ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარს, დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაურს, მოჰამედ დეიფს, ჰეზბოლას ლიდერს, ჰასან ნასრალასა და ამავე დაჯგუფების უფროს მეთაურს, ფუად შუკრს ასევე “არ ესმოდათ ეს”.

    “ვინც თავს გვესხმის, ჩვენც დავესხმებით თავს”. – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მსოფლიოს “ნათელ ძალებს” ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

  • ეჭვი მაქვს, პრემიერთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა – სამადაშვილი

    ეჭვი მაქვს, პრემიერთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა – სამადაშვილი

    სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან, ცხადია, ხაზზე არიან რუსები პირდაპირ. მსგავსი ღონისძიებები არის კარგი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მაღალ დონეზე შეხვდნენ კობახიძეს და დაარიგონ, შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად.

    მე არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი. ვფიქრობ, რომ კობახიძესთან მათ პირდაპირ ხაზი აქვთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ კობახიძე შანს არ უშვებს ხელიდან, იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც, ალბათ, პირადად უტარებენ კონსტრუქტაჟს მას, რა უნდა გააკეთოს. თეირანიც ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის.

    თქვა პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა.

  • ჰამასმა განაცხადა, რომ თეირანში მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს

    პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

    „ძმა, ლიდერი,  მოჯაჰიდი ისმაილ ჰანიე, დაიღუპა სიონისტების თავდასხმის დროს მის შტაბ-ბინაზე თეირანში, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში“, – ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები ჰამასის განცხადებას.

    ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც  ჰამასის ლიდერი დაიღუპა.

    ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა.

    კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველი.

    ისრაელის ხელისუფლებას და სამხედროებს ჰანიას გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ.

    ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე მოკლეს პირდაპირი რაკეტის დარტყმის შედეგად, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.

    პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მკაცრად დაგმო ჰანიეს მკვლელობა.

    სხვადასხვა პალესტინის ორგანიზაციამ მხარდამჭერებს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა.

    როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი იოლანდა კნელი აღნიშნავს, ჰამასის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ჰანიაზე დარტყმა ნიშნავს რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას და “დაუსჯელი არ დარჩება”.

    „ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ეს ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ ისმაილ ჰანიე კურირებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის ახალი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ანალიტიკოსები მას ზოგადად პრაგმატისტად თვლიდნენ – მუჰამედ დეიფთან და იაჰია სინვართან შედარებით. ეს ორი ლიდერი სისასტიკით გამოირჩევა და ითვლება, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია შარშანდელი შოკისმომგვრელი თავდასხმა ისრაელზე“ – წერს ბიბისის კორესპონდენტი.

    გუშინ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ისმაილ ჰანიე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდა. გავრცელებულ ფოტოში ისინი ერთად არიან აღბეჭდილი.  საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.

  • არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი

    არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი

    “ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების, იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ.

    […] არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის, არ ვიცი საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე, რა თქმა უნდა, გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით.

    […] ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში. […] საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით”.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • თანადგომა უნდა იქნეს გამოხატული! – პაპუაშვილი ირანში კობახიძის ვიზიტზე

    თანადგომა უნდა იქნეს გამოხატული! – პაპუაშვილი ირანში კობახიძის ვიზიტზე

    [ირანი] ჩვენი სამეზობლოა, როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი. ასევე, ინაუგურაცია არის მომენტი, როდესაც, განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც [უნდა] იქნეს გამოხატული თანადგომა ინაუგურაციის დროს. საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი. ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში. საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრა ირანში იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც. მთლიანი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რა თქმა უნდა, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიების დროს იყოს ქართველი ხალხი წარმოდგენილი.

    რატომ უნდა იყოს გზავნილი პარტნიორებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის შეერთებული შტატები განთავსებული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს პრემიერმინისტრს მიელოცა პრეზიდენტად არჩევა და მიეღო მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებენ სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები და იქ წარმოდგენილი თურქეთიც.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით.