Tag: ირანი

  • ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    „ირანთან ახლოს  დიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი. [….] მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“,

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

  • თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას  მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად – გვარამია

    თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად – გვარამია

    “თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად”-  ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა.

    „ძალიან სამწუხარო ტექსტი მოვისმინე დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. როგორც ქართველმა მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დავოსში საქართველო არ არის (რაც სრული კატასტროფაა), ის, რომ ყველასგან გარიყული ე.წ. მთავრობა გვყავს, რომელიც საერთაშორისო პარიაცაა და გიჟივით იქცევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და მთავარ ქვეყნებისთვის არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი მომავალი თაობების სურვილი. ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! არ დავუთმობთ არავის!

    როგორც ვხედავთ და როგორც მკაფიოდ ჩანს, ირანის გათავისუფლების პერსპექტივა სერიოზული „გეიმ ჩეინჯერია“ ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონში, რაშიც მე შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზებს მოვიაზრებ. და თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, ბიძინა ივანიშვილი კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე.

    ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში!

    ესაა ისტორიული ამოცანა, სწორედ, თორემ „ქოცი“ იყო მმართველობაში, თუ მარსიანელი, ეს ისტორიას საერთოდ არ დააინტერესებს.

    ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.

    დროა მკაფიოდ ისიც ითქვას, რომ თბილისის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, მიზიდულობის ცენტრი, გნებავთ მეორე დედაქალაქი არის ბრიუსელი, მკაფიოდ და ცალსახად – ბრიუსელი”,-წერს გვარამია.

  • ირანში საპროტესტო აქციებისას კანადის მოქალაქე მოკლა – კანადის საგარეო

    ირანში საპროტესტო აქციებისას კანადის მოქალაქე მოკლა – კანადის საგარეო

    ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს კანადის მოქალაქე “ხელისუფლების ხელით” დაიღუპა. ამის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა გაავრცელა.

    “ახლახან შევიტყვე, რომ კანადის მოქალაქე ირანში ირანის ხელისუფლების ხელით დაიღუპა. ჩვენი საკონსულო თანამშრომლები კანადაში დაღუპულის ოჯახთან კონტაქტში არიან” – დაწერა ანანდმა სოციალურ ქსელში.

  • ”ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც” – ტრამპი

    ”ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც” – ტრამპი

    ”ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც” – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე პოსტით ეხმაურება ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 26 წლის აქტივისტ ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან.

    “Fox News: “პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც”. ეს კარგი ამბავია. იმედია, ასე გაგრძელდება”, – წერს დონალდ ტრამპი.

  • რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    ირანის ტახტის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ქვეყანა დაუყოვნებლივ აღიარებს ისრაელს, დაიწყებს აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას.

    “შტატებთან ურთიერთობები ნორმალიზდება, ხოლო ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან და მის ხალხთან აღდგება.[…]ისრაელის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ვაღიარებთ. ჩვენ ვეცდებით ‘აბრაამის შეთანხმებების’ გაფართოებას ‘კიროსის შეთანხმებებამდე,’ რაც გააერთიანებს თავისუფალ ირანს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს.”-განაცხადა ფეჰლევმა.

  • „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ  – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის და სიკვდილით დასჯის გეგმები არ აქვს.

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას… ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – თქვა არაღჩიმ.

    აბას არაღჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.

    „როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული ჯგუფები.ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.

    უნდა ავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით“, – თქვა არაღჩიმ.

  • ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა

    ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა

    ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა.

    მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა, “სტარლინკი” ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით ათიათასობით Starlink-ის ტერმინალი და ანტენაა განთავსებული, მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გადახდისას სირთულეებს აწყდებოდნენ. Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.

  • მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით – ფეჰლევი ირანელ ხალხს

    მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით – ფეჰლევი ირანელ ხალხს

    “მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით” – ასე მიმართა, ირანის ყოფილმა შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევმა ირანელ ხალხს.

    „ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა – ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    ფეჰლევმა, ირანის არმიის წევრებს საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

    „ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, – აცხადებს ფეჰლევი.

  • ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

    ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.

    „როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ – და ახლა თქვენ ჩამოახრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა CBS News-ს.

    14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგეების, სიკვდილით დასჯას გეგმავს.

  • ირანში მომუშავე ექიმის თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებული დემონსტრანტები ჩაცხრილეს

    ირანში მომუშავე ექიმის თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებული დემონსტრანტები ჩაცხრილეს

    სამხრეთ ირანში, უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მოთავსებული დაჭრილი პროტესტანტები ჩაცხრილეს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ირანში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს, რადიო ფარდას უყვება. 

    ექიმის თქმით,უსაფრთხოების ძალებმა „ბოლო მოუღეს“ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად იყვნენ შეყვანილნი.

    „ბევრი მოკლეს, ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაქცეულია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა ექიმმა მედიას.