Tag: ირანი

  • ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა კარანტინიდან სიმღერა შეასრულა (ვიდეო)

    ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა, რომელიც აბასთუმანში კარანტინში იმყოფება, ამჯერად საზოგადოების ყურადღება სიმღერით მიიქცია. მან ვიდეოში ის ხედიც აჩვენა,სადაც ამჟამად იმყოფება. როგორც ჩანს, ირანელი ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

    შეგახსენებთ, ირანელი ტურისტი საზოაგადოების ყურადრბის ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ინფექციური საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვიდა, ექიმებმა კი უკან შეაბრუნეს. მას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ინფექციურიდან აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს.

    ვიდეო,სადაც მას ექიმები ძალის გამოყენებით აბრუნებენ ინტერნეტჰიტი გახდა.

  • კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს

    კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 000 პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ირანის სასამართლოს პრეს-სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ციხე მხოლოდ ის პატიმრებმა დატოვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

    ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ამ გზით ისინი ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უფრო მარტივად შეძლებენ.

    ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით 2300-ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია.

  • ირანის პრეზიდენტი პუტინს ირანში ეპატიჟება

    ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ირანში იწვევს.

    მან პუტინს შესთავაზა, ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს.

    „რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, როუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის ფარგლებში, პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანას ფორმატის ფარგლებში უახლოეს ხანებში ირანში გაიმართოს”, – ამბობს ირანის ელჩი კაზემ ჯალალალი.

    მედიის ცნობით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია.

  • ვირუსის გავრცელების წყაროა ფული, მაქსიმალურად გადავიდეთ ელექტრონულ გადახდაზე-ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო ჯობია გადახდა ელექტრონულად მოხდეს და მოსახლეობამ ნაკლებად გამოიყენოს ნაღდი ფული.  

    “უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. იქ სადაც აუცილებელია ნაღდი ანგარიშსწორება, სასურველია ქეშის ხმარების დროს მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები. მინდა მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს, რომ ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი საშუალებები, იდგეს დეზინფექტორები. მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა მოხდეს ელექტრონულად და სხვა შემთხვევაში პენსიონერებს შეუქმნან შესაბამისი შესაძლებლობები, რომ მათ ფულის აღების შემდეგ, ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ბანკებს მოუწოდა,  რომ მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ გრძელ  რიგებს.

  • “ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთს გარეთ”-ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, ეპიდსიტუაცია არ შეცვლილა და კორონავირუსის 3 შემთხვევა ფიქსირდება. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები იმატებს ევროპის ქვეყნებში, ირანსა და აშშ-ში, სადაც 6 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქისრდა.

    “გლობალურად, დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 ათასამდე შემთხვევა მთელ მსოფლიოში და აქედან 80 ათასი გახლავთ ჩინეთში. ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში აღინიშნება დინამიური შემცირება ახალი შემთხვევების და დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა – 123 და ასევე, ყველაზე უფრო ნაკლები – 31 ლეტალური შედეგი. ანუ, ჩინეთში, ეპიდსიტუაცია, შეიძლება ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება.

    ჩვენ დღეს გვქონდა პირდაპირი ტელეკონფერენცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან, რომელიც მოაწყო ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით და ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. გაკეთდა ძალიან საინტერესო ორი პრეზენტაცია ჩინეთის მეცნიერების მიერ. ერთი ეხებოდა ეპიდსიტუაციას და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მეორე – მკურნალობის კლინიკურ საკითხებს. იყო დასმული ბევრი შეკითხვა ჩვენ მიერაც და გაცემული იქნა პასუხები ამ შეკითხვებზე. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის ბილატერალური კონფერენციები ჩინეთთან გაგრძელდება და მოგეხსენებათ, ჩინეთს უკვე დაუგროვდა ამ ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება ამ პრობლემის მართვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ გამოცდილება,“-განაცხადა გამყრელიძემ.

  • “არ მინდა ირანში, აქ ვიცხოვრებ” – კარანტინში მოთავსებული ირანელი

    ირანელი ტურისტი შაჰაბი, რომელიც ინფექციურიდან გამოპარვის გამო ინტერნეტვარსკვლავი გახდა, ამჟამად აბასთუმანში კარანტინს გადის.

    მამაკაცი ამბობს, რომ ის საქართველოში ყოფნით კმაყოფილია და არ სურს სამშობლოში დაბრუნება.

    “მე არ მაქვს კო­რო­ნავირუსი. 15 დღე აქ უნდა ვიყო კარანტინში, მაგრამ პრობ­ლე­მა არ მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მე არ მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გა­ნაც იქ ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ, მაგ­რამ მე არ მაქვს კო­რო­ნავირუსი”, – ამ­ბობს ირანის მოქალაქე.

  • დარწმუნებული ვარ, კორონავირუსი კიდევ დადასტურდება, მთავარია დროული გამოვლენა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის  შემთხვევები საქართველოში გაიზრდება, თუმცა მტავარია დროულად გამოვლინდეს ყველა ინფიცირებული.  

    “არ უნდა შეგვეშინდეს თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურების ფაქტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება დადასტურებული შემთხვევები კიდევ და აქ მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცერებულები”-  განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში.

    ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი იმყოფება, აქედან 11 დღეს შეიყვანეს. საქრთველოში ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე  სამ პაციენტს  დაუდასტურდა.

  • ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პრევენციის საკითხზე პატრიარქს შეხვდება

    მე მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ მივცემ რეკომენდაციას, რამე რელიგიური რიტუალი შეიცვალოს, – ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის აპირებს ილია მეორეს შეხვდეს და ვირუსის პრევენციის გზებზე ესაუბროს.  

    „მაქვს ეს ბედნიერება, რომ გარკვეული პერიოდით მქონდეს პირადი კონტაქტი მის უწმინდესობასთან, პატრიარქთან. ეს ადამიანი ბრძენია. ის ყოველთვის მარიგებს. როდესაც ეს ვირუსი დაიწყო მსოფლიოში მე საპატრიარქოს დავუკავშირდი პირადად.ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, სველი წესით დალაგებას. დეზინფექციას, იმას, რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ პირბადეები, ჭიქა, თუ საინექციო საშუალებები. ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი, საპატრიარქოსადმი, ეკლესიისადმი. ეკლესიას ისიც კი შევთავაზე, რომ როცა მრევლი იკრიბება, იქნებ ეკლესიამ მოახერხოს, რომ იქ დისპენსერები იდგეს, სადაც შესვლის და გამოსვლის წინ ჩვენ ხელებს დავიბანთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ირანელმა ფეხბურთელმა უარყო,რომ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

    ირანელმა ფუტსალის ფეხბურთელმა ქალმა ილჰამ შეიხმა კორონავირუსის შედეგად საკუთარი გარდაცვალება უარყო.

    მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

    23 წლის შეიხმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, მას კორონა ვირუსი არც ჰქონია და მედიაში  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • “არ მინდოდა ამაზე საუბარი…ის, რაც გვარამიამ იკადრა”- ამირან გამყრელიძის პასუხი

    “ის რაც გვარამიამ იკადრა”  -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას გუშინდელი ეთერის გამო აღშფოთება გამოთქვა.

    „თავს ვარიდებთ თითქოს ხალხთან საუბარს გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რომელზეც პასუხს არ გცემთ. ვიქცევი ცუდად? პირდაპირ მითხარით. ვიყავით იმისი ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი,ინფექციური საავადმყოფო  რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით. მე მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი. ის რაც გუშინ, ბატონმა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემს მიმართ. მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსროლიათ. ვიღაცას ვუქივარ და ა.შ. ვიცი, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყნას და ამ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადად მან. მადლობა მინდა ვუთხრა, იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ არც ერთი არ აყჰვა. ისინი პროფესიონალები არიან.

    გუშინ წინ მე მას დავთანხმდი, როცა ნიკა მელაპარკა, რომ მის ეთერში მივიდოდი და ვისაუბრებდი, როგორც ბევრგან. ვისაუბრებდი იმაზე, რაც დღეს მიმდინარეობს. ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს პოლიტიკური სარჩული არ ექნებოდა. არ მინდა პოლიტიკური კომენტარი. 2004 წლის შემდეგ, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, გუშინ, „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე გადაცემაში სტუმრად უნდა ჰყოლოდა,თუმცა მან გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გვარამიას შეფასებით გამყრელიძეს გადაცემაში მისვლა აუკრძალეს. 

    „მიზეზი ის არის რომ მას აუკრძალეს აქ მოსვლა ამასი დარწმუნებული ვარ მისდამი პატივიცსცემის მიუხედავად, რომელიც აღრა შემრჩა, ადამიანებს უნდა ესაუბრო ყველა მედიით და ყველა საშუალებით იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის.მან ყველაზე პოპულარული თოქ შოუს ეთერი არ გამოიყენა. ერთი საათი უნდა დაგვეთმო მისთვის, რომ მოსახლეობასთან ელაპრაკა. ესეც თქვენი ექიმი, საჯარო მოხელე. თუ შეგრჩათ იოტი პატივისცემა ძალიან ოპტიმისტი ხართ. მე მათ რიგებს არ მივეკუთვნები. მე პატივისცემა არ შემრჩა. მას მიჰყვა პაატა იმნაძე. როცა სჭირდებათ, რეიტინგი მოაქვთ კლიპები და უფასოდ გვავრცელებინებენ“-განაცხადა გვარამიამ.